ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016473
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
31
22/12/2022
ვებგვერდი, 23/12/2022
010250020.35.121.016473
ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (23/12/2022 - 22/12/2023)

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2022 წლის 22 დეკემბერი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებების კოდექსი“ 96-ე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“ თანდართული სახით. (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი



დანართი №1

 

ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა

„ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“ (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პირობების, პროცედურების კოორდინაციას საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

მუხლი 1. პროგრამის დაფინანსების წყარო
ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი.

მუხლი 2. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება და სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია.

მუხლი 3. პროგრამის მიზანი
სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება; ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების უზრუნველყოფა, მატერიალური და არამატერიალური (სოციალური, იურიდიული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, საგანმანათლებლო და სხვა) დახმარების გზით.

მუხლი 4. პროგრამის ბენეფიციარები
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე გამოკვეთილი ქვემოთ ჩამოთვლილი ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც არიან სოციალური საფრთხის წინაშე და დაუდგათ მწვავე კრიზისული მდგომარეობა:

ა) მიტოვების რისკის მქონე ბავშვიანი ოჯახები;

ბ) ოჯახები, რომელთაც ჰყავთ შშმ ბავშვი/ბავშვები;

გ) ობოლი ბავშვები;

დ) ის ბავშვები, რომელთაც ჰყავთ შშმ მშობლები;

ე) ბავშვები, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლი/ჰყავთ ძალადობის მსხვერპლი მშობელი;

ვ) ბავშვები, რომელთა ჯანმრთელობა გაუარესდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება;

ზ) უკიდურესად ღარიბი ბავშვიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 30000-ს ქვემოთაა;

თ) სხვა სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახები.


მუხლი 5. დახმარების გაცემის წესი 
ა) ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის სკრინინგის დოკუმენტის საფუძველზე, დახმარების საჭიროებასა და დახმარების ოდენობას განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია;

ბ) დახმარება შეიძლება გაიცეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი (საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა) სახით;

გ) დახმარება შეიძლება გაიცეს როგორც ერთჯერადად, ისე ნაწილ-ნაწილ, გარკვეული პერიოდულობით.


მუხლი 6. დახმარების ოდენობა
წლის განმავლობაში დახმარების ოდენობა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებზე განისაზღვრება ოჯახში ბავშვთა რაოდენობის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) ერთბავშვიან ოჯახზე – არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარი; 

ბ) ორბავშვიან ოჯახზე – არაუმეტეს 1200 (ათასორასი) ლარი;  

გ) სამბავშვიან ოჯახზე – არაუმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარი;  

დ) ოთხ და მეტ ბავშვიან ოჯახზე – არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარი. 


მუხლი 7. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა
სავალდებულოა პროგრამის ბენეფიციარი ბავშვიანი ოჯახი დახმარების მოთხოვნამდე ბოლო 180 დღის განმავლობაში რეგისტრირებული იყოს და ფაქტობრივად ცხოვრობდეს ვანის მუნიციპალიტეტში. გამონაკლის შემთხვევაში პროგრამით ისარგებლებენ ის ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული, მაგრამ ფაქტობრივად ცხოვრობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

მუხლი 8. პროგრამის ორგანიზება
1. ადმინისტრაციული წარმოება იწყება მოქალაქის, მერის წარმომადგენლის, საკრებულოს წევრის, სოციალური მუშაკის ან სხვა უწყების მომართვის საფუძველზე.

2. განცხადება,  შეტყობინება/ინფორმაცია ეწერება კონფედეციალობის დაცვისა და სწრაფი რეაგირების მიზნით უშუალოდ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებას (შემდგომში – განყოფილება).

3. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ოჯახის შეფასებას და საჭიროებების დადგენას უზრუნველყოფს განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი თავისი პასუხისმგებლობით; სოციალური მუშაკის შეფასება და დასკვნა/რეკომენდაცია განიხილება ვანის მუნიციპალიტეტის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის მიერ.

4. ბავშვიანი ოჯახისთვის საჭირო დახმარების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და გასაცემი თანხის კონკრეტულ ოდენობას განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია.

5. საბოლოო გადაწყვეტილებას დახმარების გაცემის შესახებ იღებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის თაობაზე კომისიის ოქმისა და სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

6. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს თანხის გაცემას უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 9. დამატებითი ინფორმაცია
ა) დახმარება მიეცემა ბავშვის ერთ-ერთ მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს;

ბ) დახმარების მისაღებად განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს  მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა, საბანკო რეკვიზიტი, ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები, საჭიროების შემთხვევაში ფორმა N 100, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის ბოლო 180 დღის მანძილზე ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ;

გ) სამსახურს საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.


მუხლი 10. მოსალოდნელი შედეგი
სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესება.

მუხლი 11. შეფასების კრიტერიუმი
სოციალური საფრთხის პრევენციის მაჩვენებელი.