დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016480 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/12/2022 - 21/12/2023)
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე–16 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა (თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს N 33 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნივიპალიტეტის საკრებულოს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 25/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.128.016234). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დანართი
|
| მუხლი 1 |
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
1. განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (არდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა თვეში არაუმეტეს 776 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ანაზღაურება საკრებულოს წევრს მიეცემა, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის: ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით. ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობისთვის,რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით. გ) საკრებულოს ფრაქციებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით. დ) ამომრჩეველებთან შეხვედრებისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შეხვედრის დამადასტურებელი ოქმით. 3. საკრებულოს წევრს, ამ დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა შეუმცირდეს 5%-ით, ხოლო თუ საკრებულოს წევრი ამ დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ „ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს არცერთ მოთხოვნას ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხა არ მიეცემა. 4. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამ მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები, როგორც წესი, ყოველი თვის 15 რიცხვში. (თუ შესაბამისი თვის 15 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითთებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული მოხსენებითი ბარათის წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი მოხსენებითი ბარათის წარდგენის დღემდე და თანდართული უნდა ჰქონდეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმი, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით. 5. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე. 6. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრების საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. |
| მუხლი 2 |
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები