ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016544
28
17/12/2024
ვებგვერდი, 18/12/2024
010250020.35.128.016544
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2024 წლის 17 დეკემბერი

დაბა ხარაგაული 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისსაფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში. (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 22/12/2022 სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016480 ).

1. შეტანილ იქნეს ცვლილებადადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში და დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„1. განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების( გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ხარჯი 938 ლარისა და 30 თეთრის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან.

    


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე



 დანართი

მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)

1. განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა თვეში არაუმეტეს 938 ლარისა და 30 თეთრის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ანაზღაურება საკრებულოს წევრს მიეცემა, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით;

ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობისთვის,რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით;

გ) საკრებულოს ფრაქციებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით;

დ) ამომრჩეველებთან შეხვედრებისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შეხვედრის დამადასტურებელი ოქმით.

3. საკრებულოს წევრს ამ დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა შეუმცირდეს 5%-ით, ხოლო თუ საკრებულოს წევრი ამ დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ „ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს არცერთ მოთხოვნას, ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხა არ მიეცემა.

4. საკრებულოს თითოეული წევრი (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამ მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის, როგორც წესი, ყოველი თვის 15 რიცხვში (თუ შესაბამისითვის 15 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული მოხსენებითი ბარათის წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი მოხსენებითი ბარათის წარდგენის დღემდე და თანდართული უნდა ჰქონდეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმი, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით.

5. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

6. ამ მუხლის მეორე პუნქტის„ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრების საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა

მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით“.