დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 30 |
დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.128.016477 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/12/2022 - 18/01/2023)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი" 78- მუხლის მე- 2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით (დანართი თან ერთვის). |
მუხლი 2 |
აღნიშნული დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის №№24 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 17/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.128.016440). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დანართი
|
თავი I
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2023 წლის ძირითადი მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 12 683.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები |
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 10 918.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 240. 0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 1 525,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით |
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 13 417.1 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 660.9 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა - 710.9 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება - 50,0 თასი ლარით:
ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს - 1 395,0 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო - 734.1 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს - 1 447,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
ფინანსური აქტივების კლება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო ანგარიშზე არსებულ თავისუფალ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება 2023 წლის განმავლობაში. |
მუხლი 12 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 80,0 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ათ წლიანი სასეხო ვალდებულებები ჯამში (პროცენტის ჩათვლით) შეადგენდა 534 811 ლარს, აქედან სესხის სახით გადასახდელი იყო 356 455 ლარი და პროცენტის სახით 178,5 ათ. ლარი. მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად იხდის გადასახადს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესაბამისად. მიმდინარე წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით სულ დაფარულია დაფარულია 335,2 ათასი ლარი, აქედან 182,7 ათ. ლარი სესხის და 152,5 ათ. ლარი პროცენტის სახით. |
თავი II
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები,პროგრამები, ქვეპროგრამები |
მუხლი 13 |
ინფრასტრუქტურის განვითარება
ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 130.0 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდება გზების რეაბილიტაცია-კაპიტალური შეკეთება სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან; ამასთან მუნიციპალიტეტის საკუთარი სახსრებით განხორციელდება საზედამხედველო და საპროექტო სამუშაოების თანადაფინანსება. ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით განხორცილედება გზების გასწორხაზოვნება და თოვლის საფარისაგან გაწმენდა- მიმდინარე შეკეთება; ასევე საკუთარი საბიუჯეტო სახსრებით განხორციელდება საგზაო ნიშნების შეძენისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება. ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 14 |
დასუფთავება და გარემოს დაცვა
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 561.7 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 15.
განათლება |
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2 550,0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი |
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 936.3 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამებისმიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 17.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 906.2 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 18.
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) |
პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაადა ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. ასევე, მოიცავს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწობის პროგრამის ხარჯებს, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს,
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 19.
პრიორიტეტების /პროგრამების/ ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები |
ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახით წარმოდგენილია ბიუჯეტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში |
თავი III
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 20.
ბიუჯეტის ასიგნებები |
ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 21.
ასიგნებების დაფინანსება |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 22.
სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების მიზნით, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად შეიქმნას სარეზერვო ფონდი და მოცულობა განისაზღვროს 80,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 23.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის |
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 240,0 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესაბამისი დანიშნულებით გამოყოფილ სახსრებთან ერთად მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. მათ შორის:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის. ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის. გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის. დ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად და კანონით გათვალისწინებული სხვა დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 24.
ვალდებულებებისა და დავალიანებების ანაზღაურება |
1. მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით დაფინანსდება წინა წლების მუნიციპალიტეტის მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელებისათვის აღებული ვალდებულებები, ასევე: დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები.
2. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2023 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 25.
საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება |
1. საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მე-2 დანართის მე-2 ცხრილის მე-6 თანრიგის მიხედვით.
2. 2023 წლის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია შეზღუდოს ჯილდოებისა და დანამატების გაცემა შესაბამისი წინადადებათა განხილვის შედეგად. 3. 2023 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებათა მიერ ეკონომიური კლასიფიკაციის შრომის ანაზღაურების მუხლით დამტკიცებული ასიგნების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ საკრებულოს თანხმობით არაუმეტეს იმავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-სა. |
მუხლი 26.
ასიგნებების გადანაწილება |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 27.
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა |
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურმა, ზედამხედველობის სამსახურმა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურმა ყოველი კვარტლის დასრულებიდან 10 დღის ვადაში მერიის ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია და წინადადებები:
ა) სახელმწიფო და ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი და ხელშეკრულების შესრულების შემდგომ დარჩენილი ეკონომიის თანხების შესახებ. ბ) წარმოადგინონ წინადადებები ეკონომიის თანხებით ახალი - საშუალოვადიანი პერიოდში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თაობაზე. |
მუხლი 28.
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 29.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება |
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება გაგრძელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაბამის საკითხზე დამტკიცებული დადგენილებისა და დებულების შესაბამისად. |
მუხლი 30.
შშმ პირთა საჭიროებები |
საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები, სოციალური პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები მორგებულ (ადაპტირებულ) იქნას შშმ პირთა საჭიროებებს. |
დოკუმენტის კომენტარები