დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 65-Iს |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 15/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.30.056.016104 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ
|
თავი I
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი
|
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათასი ლარი)
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №83-Iს - ვებგვერდი, 01.12.2023წ. |
თავი II
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები
|
მუხლი 2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 501533.7 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №83-Iს - ვებგვერდი, 01.12.2023წ. |
მუხლი 3.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები 480000.0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №83-Iს - ვებგვერდი, 01.12.2023წ. |
მუხლი 4.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები 288,7 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №83-Iს - ვებგვერდი, 01.12.2023წ. |
მუხლი 5.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 21245.0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №83-Iს - ვებგვერდი, 01.12.2023წ. |
თავი III
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
მუხლი 6.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები 439 292.4 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №83-Iს - ვებგვერდი, 01.12.2023წ. |
მუხლი 7.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 84734.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 125150.2 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 40415.7 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №83-Iს - ვებგვერდი, 01.12.2023წ. |
მუხლი 8.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 564442,6 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №83-Iს - ვებგვერდი, 01.12.2023წ. |
თავი IV
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება
|
მუხლი 9.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-22493.2) ათასი ლარის ოდენობით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №83-Iს - ვებგვერდი, 01.12.2023წ. |
მუხლი 10.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-30702.1) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 30702.1 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №83-Iს - ვებგვერდი, 01.12.2023წ. |
მუხლი 11.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-8208.8) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 0.0 ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებათა კლება 8208.8 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №83-Iს - ვებგვერდი, 01.12.2023წ. |
თავი V
ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 12.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები (ქვეპროგრამები) შემდეგი რედაქციით:
1. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი წარმომადგენლობითი ორგანოს გამართული ფუნქციონირება, ვინაიდან იგი არის რეგიონის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი, საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ფუნქციების მქონე ხელისუფლების შტო. 1.1. საკანონმდებლო საქმიანობა კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება, კონტროლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაზე. საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. საარჩევნო გარემოს განვითარება აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების, კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით ვადებში დაგეგმვა და გამართვა. არჩევნების სამართლებრივი, ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა. საარჩევნო კამპანიის წარმართვა დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მიზნით. 2.1. საარჩევნო სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება 3. აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა 4.5. დამწყები და განვითარებადი ბიზნესის ხელშეწყობა 4.6. ბიზნეს ინტერესების დაცვა და ექსპორტის ხელშეწყობა 4.7. საფრთხის შემცველი ობიექტებისათვის მომსახურების მიწოდება და მართვა 4.8. საწარმოთა მართვა 5. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა 5.1. ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა 6. ინფრასტრუქტურის განვითარება 7 . ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროს ხელშეწყობა 7.1. განათლების მართვა, კულტურისა და სპორტის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა 7.6. ზოგადი განათლება 7.6.2. კონკურსები და ოლიმპიადები 7.8.1. სტუდენტთა დახმარება 7.9. სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა 8. კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია 8.2. ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა 8.3. კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა 8.4. კულტურის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება 8.5. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია 8.8. ლიტერატურული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა 8.9. საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა 9.1. სპორტის სფეროს მართვა 9.2. სპორტის ხელშეწყობა 10. ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა 12. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა სამინისტროს 2023-2026 წლების პრიორიტეტი თავისი შინაარსითა და მოცულობით ძირითადად ორიენტირებული იქნება სოციალურად დაუცველ და სხვა სოციალური კატეგორიის ფენებსა და დაავადების მაღალი რისკის ჯგუფებზე, სხვადასხვა სოციალურად დაუცველი კატეგორიის ადამიანებისათვის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვაზე, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით, ამბულატორიულ, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ კვლევაზე, სახსრების ენდოპროტეზირების, მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისაგან დაცვაზე, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების, გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების, უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის და მოზრდილი მოსახლეობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ფინანსური რისკებისგან დაცვაზე, სოფლის მოსახლეობისათვის უწყვეტი სამედიცინო დახმარების მიწოდებაზე. ეპიდდაძაბული სიტუაციის დროს გადამდებ დაავადებათა გავრცელებისაგან რისკჯგუფების დაცვის უზრუნველყოფა და დაავადებული მოსახლეობისათვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება. 12.2.3. სახსრების ენდოპროთეზირება მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური კატეგორიისათვის სახსრების ენდოპროთეზირების (გადაგვარებული ან დაზიანებული სახსრის ჩანაცვლება ხელოვნური იმპლანტით) ჩატარებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 12.2.4. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა 12.2.5. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება 12.2.6. ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება 12.2.7. მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია 12.2.9. უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა 12.3. პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა 12.3.1. სოფლის სამედიცინო პერსონალის სოციალური უზრუნველყოფა 12.4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა 13. მოსახლეობის სოციალური დაცვა 13.1. სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია 13.4. მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების თავშესაფრით უზრუნველყოფა 13.5. ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა 13.6. სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა 15. სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარება 15.1. აგროსასურსათო სექტორის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა 16. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა 16.1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ორგანიზაციული მართვა 17. ტყის მდგრადი მართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №83-Iს - ვებგვერდი, 01.12.2023წ. |
თავი VI
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება
|
მუხლი 13.
საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება
|
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 572 651.4 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №83-Iს - ვებგვერდი, 01.12.2023წ. |
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები
|
მუხლი 14.
საწევროები საერთაშორისო ორგანიზაციებში |
განისაზღვროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საწევროები 31.0 ათასი ლარის ოდენობით, საწევროების გადახდა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მეშვეობით.
|
მუხლი 15. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფონდები |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდი 10450.7 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 4194.0 ათასი ლარის ოდენობით, მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №83-Iს - ვებგვერდი, 01.12.2023წ. |
მუხლი 16. სესხების მომსახურება და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სესხების მომსახურების და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნების საბიუჯეტო ასიგნება 9117.8 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ანგარიშსწორებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №83-Iს - ვებგვერდი, 01.12.2023წ. |
მუხლი 17. გრანტები |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გადასაცემი ფინანსური დახმარება 205156.0 ათასი ლარის ოდენობით. თვითმართველი ერთეულების ბიუჯეტებთან ანგარიშსწორებას, მათზე გადასაცემი გრანტის ფარგლებში ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
2. თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გამოყოფილი კაპიტალური ფინანსური დახმარების ფარგლებში კაპიტალური პროექტების ჩამონათვალს ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. |
მუხლი 18. სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება |
განისაზღვროს სახელმწიფო უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებათა საბიუჯეტო ასიგნება 4559.3 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოთხოვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შესაბამის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. |
მუხლი 19. აჭარის საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა |
ქვეპროგრამის „ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის საჯარო სკოლებში“ დაფინანსება განხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF“-ის მიერ საგრანტო ხელშეკრულების თანახმად (288,7 ათასი ლარი) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებიდან (110,0 ათასი ლარი). გრანტის ფარგლებში ყოველი კონკრეტული დაფინანსება განხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაცია „გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF“-ის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების ფარგლებში, 2023 წლის 30 სექტემბრამდე, რის შემდეგაც სსსმ მოსწავლეთა სკოლის შემდგომი საგანმანათლებლო და რეკრეაციული სერვისებითა და კვებით უზრუნველყოფას გააგრძელებს სამინისტრო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. |
მუხლი 20.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ფინანსური უზრუნველყოფა |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლები 48.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების გაცემის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტით. |
მუხლი 21.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები |
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისათვის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის პროგრამის „სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება“ (პროგრამული კოდი – 0602) შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში 2022 წელს გაცემული ვაუჩერები, რომლებიც ვერ დაფინანსდა 2022 წელს, დაფინანსდეს ამ კანონით სამინისტროს პროგრამის – „სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება“ (პროგრამული კოდი – 0602) შესაბამისი ქვეპროგრამების ასიგნებებიდან. 2. სტიქიით დაზარალებული ოჯახების (ეკომიგრანტების) უსაფრთხო გარემოში შეუფერხებელი გადაყვანის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის პროგრამის „ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ (პროგრამული კოდი – 0609) ფარგლებში, 2022 წელს საექსპერტო დასკვნებით მოწოდებული საცხოვრებელ ფართების შესყიდვა განხორციელდეს, ამ კანონით სამინისტროს – „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ (პროგრამული კოდი – 0609) – პროგრამის 2023 წლის ასიგნებებიდან, 2023 წლის დასაწყისიდან არა უმეტეს 45 სამუშაო დღის განმავლობაში. |
მუხლი 22.
ფულადი ჯილდოები, დანამატები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დახმარებები |
2023 წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე ფულადი ჯილდოს, დანამატისა და სხვა ანაზღაურების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 23.
დავალიანებების დაფარვა |
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2023 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ამ მუხლის მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას.
|
მუხლი 24.
ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამები და ქვეპროგრამები |
1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები თანახმად დანართისა. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ცვლილებები, ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 25. ასიგნებების გადანაწილება |
ნება დაერთოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 92-ე მუხლის და „საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 14 სექტემბრის №11 დადგენილების საფუძველზე განახორციელოს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 31 ივლისის კანონი №79-რს - ვებგვერდი, 01.08.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №83-Iს - ვებგვერდი, 01.12.2023წ. |
თავი VIII
დასკვნითი დებულებანი
|
მუხლი 26.
კანონის ამოქმედება |
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), 20/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.30.056.016099). |
ბათუმი, 15 დეკემბერი 2022 წ. N65-Iს
|
დოკუმენტის კომენტარები