დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 79-რს |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 31/07/2023 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.30.056.016110 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge 190040000.30.056.016104, 19/12/2022) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. I-VI თავები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: |
„თავი I
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები
(ათასი ლარი)
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათასი ლარი)
თავი II აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები
მუხლი 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები (ათასი ლარი)
მუხლი 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები (ათასი ლარი)
მუხლი 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
თავი III აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია
(ათასი ლარი)
მუხლი 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება (ათასი ლარი)
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 80415.7 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
მუხლი 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია (ათასი ლარი)
თავი IV
(ათასი ლარი)
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 40400.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
მუხლი 11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (ათასი ლარი)
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებათა კლება 9429.9 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
თავი V
მუხლი 12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
2.1. საარჩევნო სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება
3. აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა
4.5. დამწყები და განვითარებადი ბიზნესის ხელშეწყობა
4.6. ბიზნეს ინტერესების დაცვა და ექსპორტის ხელშეწყობა
4.7. საფრთხის შემცველი ობიექტებისათვის მომსახურების მიწოდება და მართვა
4.8. საწარმოთა მართვა
5. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
5.1. ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა
6. ინფრასტრუქტურის განვითარება
7 . ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროს ხელშეწყობა
7.1. განათლების მართვა, კულტურისა და სპორტის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა
7.6. ზოგადი განათლება
7.6.2. კონკურსები და ოლიმპიადები
7.8.1. სტუდენტთა დახმარება
7.9. სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა
8. კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია
8.3. კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
8.4. კულტურის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
8.5. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია
8.8. ლიტერატურული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა
9. სპორტის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია
9.1. სპორტის სფეროს მართვა
9.2. სპორტის ხელშეწყობა
10. ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა
12. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა სამინისტროს 2023-2026 წლების პრიორიტეტი თავისი შინაარსითა და მოცულობით ძირითადად ორიენტირებული იქნება სოციალურად დაუცველ და სხვა სოციალური კატეგორიის ფენებსა და დაავადების მაღალი რისკის ჯგუფებზე, სხვადასხვა სოციალურად დაუცველი კატეგორიის ადამიანებისათვის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვაზე, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით, ამბულატორიულ, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ კვლევაზე, სახსრების ენდოპროტეზირების, მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისაგან დაცვაზე, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების, გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების, უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის და მოზრდილი მოსახლეობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ფინანსური რისკებისგან დაცვაზე, სოფლის მოსახლეობისათვის უწყვეტი სამედიცინო დახმარების მიწოდებაზე.
ეპიდდაძაბული სიტუაციის დროს გადამდებ დაავადებათა გავრცელებისაგან რისკჯგუფების დაცვის უზრუნველყოფა და დაავადებული მოსახლეობისათვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება. 12.2.3. სახსრების ენდოპროთეზირება მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური კატეგორიისათვის სახსრების ენდოპროთეზირების (გადაგვარებული ან დაზიანებული სახსრის ჩანაცვლება ხელოვნური იმპლანტით) ჩატარებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
12.2.4. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა
12.2.5. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება
12.2.6. ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
12.2.7. მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია
12.2.9. უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
12.3. პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა
12.3.1. სოფლის სამედიცინო პერსონალის სოციალური უზრუნველყოფა
12.4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა
13. მოსახლეობის სოციალური დაცვა
13.1. სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია
13.3. შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებით
13.4. მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების თავშესაფრით უზრუნველყოფა
13.5. ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა
13.6. სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა
14. დასაქმების ხელშეწყობა
15. სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარება
15.1. აგროსასურსათო სექტორის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა
მაღალტექნოლოგიური სადემონსტრაციო ბაღების მოწყობა, ტექნოლოგიურად აღჭურვილი სანერგე-სასათბურე და საჩითილე მეურნეობების მართვა-ფუნქციონირება, მაღალმთიან აჭარაში სანერგე, საჩითილე მეურნეობების განვითარება. მეფუტკრე ფერმერების/აგრომეწარმეებისთვის დადან-ბლატის ტიპის 10 ჩარჩოიანი სკები კომპლექტის თანადაფინანსება. სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ფერმერებზე გაწეული მომსახურება, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმერების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უსასყიდლოდ დამუშავება. მებოსტეობისა და მესათბურეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩითილის წარმოება.
16. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა
16.1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ორგანიზაციული მართვა
17. ტყის მდგრადი მართვა თავი VI აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება მუხლი 13. საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 600 589.4 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათასი ლარი)
2. მე-15-მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფონდები 1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდი 10700.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 4194.0 ათასი ლარის ოდენობით, მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 16. სესხების მომსახურება და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნება განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სესხების მომსახურების და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნების საბიუჯეტო ასიგნება 10338.8 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ანგარიშსწორებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.“. მუხლი 17. გრანტები 1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გადასაცემი ფინანსური დახმარება 205156.0 ათასი ლარის ოდენობით. თვითმართველი ერთეულების ბიუჯეტებთან ანგარიშსწორებას, მათზე გადასაცემი გრანტის ფარგლებში ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. 2. თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გამოყოფილი კაპიტალური ფინანსური დახმარების ფარგლებში კაპიტალური პროექტების ჩამონათვალს ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. მუხლი 18. სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება განისაზღვროს სახელმწიფო უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებათა საბიუჯეტო ასიგნება 4559.3 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოთხოვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შესაბამის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე. მუხლი 19. აჭარის საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა ქვეპროგრამის „ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის საჯარო სკოლებში“ დაფინანსება განხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF“-ის მიერ საგრანტო ხელშეკრულების თანახმად (288,7 ათასი ლარი) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებიდან (110,0 ათასი ლარი). გრანტის ფარგლებში ყოველი კონკრეტული დაფინანსება განხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაცია „გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF“-ის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების ფარგლებში, 2023 წლის 30 სექტემბრამდე, რის შემდეგაც სსსმ მოსწავლეთა სკოლის შემდგომი საგანმანათლებლო და რეკრეაციული სერვისებითა და კვებით უზრუნველყოფას გააგრძელებს სამინისტრო.“. 3. 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 4. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. ასიგნებების გადანაწილება ნება დაერთოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 92-ე მუხლის და „საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 9 ივნისის №10 დადგენილების საფუძველზე განახორციელოს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.“. |
მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ბათუმი, 31 ივლისი 2023 წ. N79-რს
|
დოკუმენტის კომენტარები