თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016387
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
23
07/12/2022
ვებგვერდი, 08/12/2022
010250050.35.126.016387
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/12/2022 - 18/01/2023)

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2022 წლის 7 დეკემბერი

ქ. თერჯოლა

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ პუნქტის,  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად   თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე  წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
თერჯოლის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, საზოგადოებრივ სივრცეებში   სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის  ტერიტორიაზე არსებულ პარკში, სკვერში- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარე ტროტუარებზე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნა.
მუხლი 3
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება და სამართალდარღვევის ოქმების შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განახორციელოს თერჯოლის მუნიციპალიტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ბარათაშვილი



თერჯის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესი

მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (შემდგომში – პირუტყვი) ყოლის/ყოფნის წესს და ამ წესების დარღვევისას  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ – თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახურის  მოქმედების სფეროს.

მუხლი 2. პირუტყვის მოვლა-პატრონობა
1. პირუტყვის მოვლა-პატრონობას ახორციელებს პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი ან მის მიერ უფლებამოსილი/მინდობილი პირი.

2. მესაკუთრედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირუტყვის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტი, ხოლო მფლობელად ითვლება პირი, რომელიც პირუტყვზე ახორციელებს ფაქტობრივ მფლობელობას და რასაც ნოტარიულად ადასტურებს არანაკლებ 2 მოწმე. 

3. აკრძალულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე არსებულ პარკში/ბაღში, სკვერში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და მის მიმდებარე ტროტუარებზე პირუტყვის, როგორც უმეთვალყურეოდ, აგრეთვე მეთვალყურეობის ქვეშ გაშვება.

4. პირუტყვის გადაადგილება ქ. თერჯოლის  ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და მის მიმდებარე ტროტუარებზე დასაშვებია მხოლოდ მათი გადაყვანის/გადარეკვის მიზნით, მეთვალყურეობის ქვეშ.


მუხლი 3. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის  შესაბამისად.

2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და სამართალდარღვევის საქმის განხილვას თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი – მერიის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი, ოქმს უნდა ერთოდეს შესაბამისი ფოტომასალა.

ოქმში უნდა აღინიშნოს გამოვლენილი ფაქტი, დაკონკრეტდეს პირუტყვის სახეობა და რაოდენობა, ასევე უნდა მიეთითოს მისი სპეციალურ ადგილზე დაუყოვნებლივ გადაყვანის შესახებ.

3. პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანას, მის მოვლა-პატრონობას (მათ შორის -კვება), ასევე სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების დაანგარიშებას (ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე) ახორციელებს თერჯოლის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთლმოწყობის მუნიციპალური სამსახური.

4. პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისას და სპეციალურ ადგილზე გადაყვანილ პირუტყვზე პასუხისმგებელია  თერჯოლის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთლმოწყობის მუნიციპალური სამსახური.

5. სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე – 30 ლარი;

ბ) დღიური მოვლა-პატრონობა – 15 ლარი მსხვილფეხა პირუტყვზე, 10 ლარი წვრილფეხა პირუტყვზე.

6. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.

7. პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯებს ანაზღაურებს მესაკუთრე/მფლობელი.

8.დაკისრებული ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მესაკუთრეს/მფლობელს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.


მუხლი 4. პირუტყვის დაბრუნების წესი
1.მესაკუთრეს/მფლობელს სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი დაუბრუნდება დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის/თერჯოლის ა(ა)იპ – დასუფთავებისა და კეთლმოწყობის მუნიციპალური სამსახურში წარდგენის შემდეგ.

2. მესაკუთრის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს უნდა დაერთოს სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სურსათის ეროვნული სააგენტო) მიერ გაცემული ცნობა, შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირუტყვის შესახებ, ხოლო მფლობელის შემთხვევაში არანაკლებ 2 მოწმის მიერ ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილი რომ აღნიშნული პირი სპეციალურ ადგილზე გადაყვანილ პირუტყვზე ახორციელებს ფაქტობრივ მფლობელობას.  

3. არაიდენტიფიცირებული პირუტყვის შესახებ მონაცემები მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის/ თერჯოლის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთლმოწყობის მუნიციპალური სამსახურის  მიერ ეგზავნება სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

4. პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი და პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი ან მისი წარმომადგენელი. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს პირუტყვის ფოტოსურათი.

 5. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმომდგენს.


მუხლი 5. ჯარიმის გადახდის, მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების  წესი
1.პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა  გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

2. სამართალდამრღვევის მიერ დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს/მფლობელს.

4. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული საჯარიმო ქვითარის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს პირუტყვი სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.