„თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2022 წლის 7 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/10/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016416
22
04/10/2023
ვებგვერდი, 05/10/2023
010250050.35.126.016416
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2022 წლის 7 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2023 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თერჯოლა

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2022 წლის 7 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2022 წლის 7 დეკემბრის №23 დადგენილებაში (მიღ. თარიღი 7.12.2022, საიდენტიფიკაციო კოდი: 010250050.35.126.016387) შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ.თერჯოლის არსეულ ტერიტორიაზე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება და სამართალდარღვევის ოქმების შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განახორციელოს ა(ა)იპ – თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალურმა სამსახურმა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული მე -3 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და სამართალდარღვევის საქმის განხილვას თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი –  ა(ა)იპ – თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახურის      სპეციალისტი, ოქმს უნდა ერთოდეს შესაბამისი ფოტომასალა.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანას, მის მოვლა-პატრონობას (მათ შორის – კვება), ასევე სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების დაანგარიშებას (ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე) ახორციელებს  ა(ა)იპ – თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახური.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მესაკუთრეს/მფლობელს სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი დაუბრუნდება დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ა(ა)იპ – თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალურ სამსახურში   წარდგენის შემდეგ.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული მე 4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. არაიდენტიფიცირებული პირუტყვის შესახებ მონაცემები თერჯოლის ა(ა)იპ – დასუფთავებისა და კეთლმოწყობის მუნიციპალური სამსახურის მიერ ეგზავნება სურსათის ეროვნულ სააგენტოს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით გოგბერაშვილი