თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016478
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17
25/11/2022
ვებგვერდი, 28/11/2022
010250050.35.154.016478
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/11/2022 - 14/09/2023)

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2022 წლის 25 ნოემბერი

დაბა თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის  და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.         
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად.

 


მუხლი 2.         
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24  ნოემბრის №20 დადგენილება “თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 26/11/2020 , სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.154.016453).

მუხლი 3.         
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი



დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა

      
მუხლი 1.  პრობლემის განსაზღვრა

1. თიანეთის მუნიციპალიტეტში უმუშევრობისა და სიღარიბის დონე მაღალია, განსაკუთრებით მძიმეა მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის მდგომარეობა, მათი ძირითადი ნაწილი თვითდასაქმებულია და შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანა-რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. თუმცა კერძო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობის მაღალი ღირებულებისა და არარეგულარული მომსახურების გამო ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისა და საჭირო პროდუქტების შეძენის, აგრეთვე საჭიროების  შემთხვევაში დაბა თიანეთში არსებულ სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებების მომსახურების მიღების მიზნით იქონიონ რეგულარული კავშირი   მუნიციპალიტეტის   ადმნისტრაციულ  ცენტრთან.

2. მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილთან არ არსებობს სამგზავრო   მიმოსვლა.

 

მუხლი 2. პროგრამის მიზანი

1. მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობის ადმინისტრაციულ ცენტრთან მიმოსვლისა და ურთიერთდაკავშირების ხელშეწყობა.

 

მუხლი 3. პროგრამის  არსი

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შეღავათიანი ტარიფებით მგზავრობის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად თიანეთის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებული დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის  დაბა თიანეთისაკენ  სამგზავრო  გადაყვანის  მომსახურების შესყიდვას.

2. მიმწოდებელმა მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებით მის მიერვე მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრული განრიგით და გრაფიკით უნდა უზრუნველყოს მგზავრთა დროული და უსაფრთხო გადაყვანა თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი მიმართულებებით:

ა) სოფ. ვერხველი – სოფ. ჯიჯეთი –სოფ. ხოფცა – დ. თიანეთი; 

ბ) სოფ. ჭიაურა – სოფ. ჩაბანო – დ. თიანეთი;

გ) სოფ. სხლოვანი – სოფ. დულუზაურები – დ. თიანეთი;

დ) სოფ. ზემო არტანი – სოფ. ლიშო- დ. თიანეთი;

ე)  დ. თიანეთის შიდა მარშუტი – სოფ ჟებოტა– სოფ. ლელოვანი;

ვ) სოფ. ქვემო ნაქალაქარი – სოფ. მაგრანეთი – დ. თიანეთი;

ზ) სოფ. ღულელები –  სოფ. სიმონიანთხევი – დ. თიანეთი;

თ) დ. სიონი - სოფ. ბოჭორმა –  დ. თიანეთი;

ი) სოფ. ჩეკურაანთგორი – სოფ. ევჟენტი – სოფ. ბოკონი – სოფ. ალოტი – დ. თიანეთი;

კ) სოფ. წიკვლიაანთკარი – სოფ.  ტუშურები – სოფ. ალაჭანი – დ. თიანეთი;

3. მგზავრთა მიერ განხორციელდება მგზავრობის ღირებულების თანაგადახდა, რაც ცალკეული მიმართულების მიხედვით  უნდა შეადგენდეს  არაუმეტეს:

ა) სოფ. ვერხველი – სოფ. ჯიჯეთი – სოფ. ხოფცა – დ. თიანეთი – 0,30 ლარისა; 

ბ) სოფ. ჭიაურა – სოფ. ჩაბანო – დ. თიანეთი – 0,50 ლარისა;

გ) სოფ. სხლოვანი – სოფ. დულუზაურები – დ. თიანეთი – 0,50 ლარისა;

დ) სოფ. ზემო არტანი – სოფ. ლიშო – დ. თიანეთი – 0,50 ლარისა;

ე)  დ. თიანეთის შიდა მარშუტი – სოფ. ჟებოტა – სოფ. ლელოვანი -0,20 ლარისა;

ვ) სოფ. ღულელები – სოფ. სიმონიანთხევი – დ.თიანეთი – 0,70 ლარისა;

ზ) სოფ. ქვემო ნაქალაქარი – სოფ. მაგრანეთი –  დ. თიანეთი – 0,70 ლარისა;

თ) დ. სიონი – სოფ. ბოჭორმა – დ. თიანეთი – 1,0 ლარისა;

ი) სოფ. ჩეკურაანთგორი – სოფ. ევჟენტი – სოფ. ბოკონი – სოფ. ალოტი – დ. თიანეთი – 0,30 ლარისა;

კ) სოფ. წიკვლიაანთკარი – სოფ. ტუშურები – სოფ. ალაჭანი – დ. თიანეთი – 0,30 ლარისა;

 

მუხლი 4პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამა მოქმედებს 2023 წლის პირველი იანვრიდან   2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

მუხლი 5პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა

პროგრამის დაფინანსება ხდება თიანეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან და მისი მოცულობა განისაზღვრება   250000 (ორასორმოცდაათასი) ლარით.

 

მუხლი 6. პროგრამის განხორციელების შედეგი

პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ    ცენტრიდან     დიდი მანძილით დაშორებული სოფლების მოსახლეობას დ. თიანეთთან, როგორც ადგილობრივ ეკონომიკურსოციალურ ცენტრთან რეგულარულად დასაკავშირებლად ისარგებლონ მგზავრობის დაბალი ტარიფებით.