„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/10/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016505
24
27/10/2023
ვებგვერდი, 30/10/2023
010250050.35.154.016505
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2023 წლის 27 ოქტომბერი

დაბა თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 ნოემბრის № 17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.     
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022  წლის 25 ნოემბრის № 17 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 28/11/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.154.016478) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სოფელი დორეულები – სოფელი ღულელები;

ნ) სოფელი ომარაულები – დ. სიონი.“.

2. დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მ) სოფელი დორეულები – სოფელი ღულელები 0.20 ლარი.

 ნ) სოფელი ომარაულები – დ. სიონი 0.30 ლარი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი