,,ვაზის სიდიდეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარული კონტროლის წესის”, “ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერთიფი ცირების წესის”, ,, მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის წესის”, ,,ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესის”, ,,ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტიერების კონტროლის წესის” დამტკიცების შესახებ

  • Word
,,ვაზის სიდიდეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარული კონტროლის წესის”, “ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერთიფი ცირების წესის”, ,, მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის წესის”, ,,ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესის”, ,,ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტიერების კონტროლის წესის” დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-220
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი 12/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 92, 25/08/2003
სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.11.113.006.015
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-220
12/08/2003
სსმ, 92, 25/08/2003
340.050.000.11.113.006.015
,,ვაზის სიდიდეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარული კონტროლის წესის”, “ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერთიფი ცირების წესის”, ,, მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის წესის”, ,,ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესის”, ,,ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტიერების კონტროლის წესის” დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (25/08/2003 - 15/08/2012)

,,ვაზის სიდიდეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარული კონტროლის წესის”, “ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერთიფი ცირების წესის”, ,, მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის წესის”, ,,ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესის”, ,,ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტიერების კონტროლის წესის” დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.11.113.006.015

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

ბრძანება 2-220

2003 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

„ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის წესის“, „ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერტიფიცირების წესის“, „მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის წესის“, „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესის“, „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ

„ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დაევალა საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გამოცემა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის წესი“ და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2. დამტკიცდეს თანდართული „ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერტიფიცირების წესი“ და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დამტკიცდეს თანდართული „მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის წესი“ და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. დამტკიცდეს თანდართული „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესი“ და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. დამტკიცდეს თანდართული „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების კონტროლის წესი" და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. იურიდიული, კანონშემოქმედებითი და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურმა (გ. მერაბიშვილი) უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ხოლო დეპარტამენტმა "სამტრესტმა" კი მისი გამოქვეყნება.

7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ დ. გრიგოლიამ.

ნუგზარ მამალაძე

მინისტრის პირველი მოადგილე

სადედეების, სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის წარმოების

ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის

წ ე ს ი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. ვაზის სადედეების, სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის მიზანია სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერტიფიცირების უზრუნველყოფა ობიექტური ინფორმაციით.

3. ვაზის სადედეების, სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკურ და ფიტოსანიტარულ კონტროლს ახორციელებს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი“ (შემდგომში „სამტრესტი“).

4. ვაზის სადედეების, სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარული კონტროლი ხორციელდება ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გაკეთებული შეტყობინების საფუძველზე, რომელიც უკავშირდება პირის განზრახვას – აწარმოოს ვაზის სამყნობი მასალები და/ან ნამყენი ნერგი.

5. კონტროლი ხორციელდება სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის წარმოების ყველა ეტაპზე. კონტროლის შედეგად დგინდება, უზრუნველყოფს თუ არა წარმოების მოცემული პირობები და ტექნოლოგიის დაცვის ხარისხი სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის ჯიშურ სიწმინდეს და ფიტოსანიტარულ სიჯანსაღეს.

    მუხლი 2. კონტროლის ობიექტები

ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის ობიექტებია:

1. ვაზის ჯიშები და ჯიშური სიწმინდე საძირეთა და სანამყენეთა სადედეებში;

2. სადედეებში დაავადებებით და მავნებლებით ვაზის დაზიანების, აგრეთვე, მექანიკური დაზიანების ხარისხი;

3. აგროტექნიკური ღონისძიებები სადედეებში;

4. აპრობაცია სადედეებში;

5. სამყნობი მასალების შენახვის პირობები;

6. სამყნობი მასალების ფიტოსანიტარული მდგომარეობა მყნობის წინ;

7. სამყნობი მასალების ტექნიკური მონაცემები და მათი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

8. მყნობის პროცესი;

9. ნამყენის სტრატიფიკაციის პროცესი;

10. კალუსის ხარისხი სტრატიფიცირებულ ნამყენზე;

11. ნამყენის სტრატიფიკაციის შემდგომი დახარისხება;

12. ნამყენი ნერგის ჯიშური სიწმინდე და დაავადებათა ხარისხი სანერგეებში;

13. აგროტექნიკური ღონისძიებები სანერგეებში;

14. ნამყენი ნერგის დახარისხების პროცესი სანერგედან ამოღების შემდეგ;

15 ნამყენი ნერგის შენახვის პირობები.

    მუხლი 3. უფლებამოსილება კონტროლის განხორციელებაზე

1. კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილების მინიჭება ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ "სამტრესტის" სპეციალისტებისათვის ხორციელდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

2. ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს:

ა) კონტროლის განხორციელების უფლებამოსილი პირის ან პირების სახელი, გვარი, თანამდებობა;

ბ) მეწარმე სუბიექტის დასახელება, სადაც უნდა განხორციელდეს კონტროლი;

გ) კონტროლის მიზანი და ობიექტები;

დ) კონტროლის განხორციელების ვადა.

    მუხლი 4. მაკონტროლებელი პირების უფლებამოსილება

1. მაკონტროლებელ პირს უფლება აქვს:

ა) სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის სერტიფიცირებისათვის მაქსიმალური და ობიექტური ინფორმაციის მოპოვების მიზნით მოახდინოს სადედეების, სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის წარმოების ნებისმიერი პროცესის ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლი;

ბ) გაეცნოს ვენახის წიგნის და ტექნოლოგიური ხასიათის სხვა დოკუმენტების ჩანაწერებს;

გ) მოითხოვოს ტექნოლოგიური ხასიათის დამატებითი ინფორმაცია.

2. მაკონტროლებელი პირი ვალდებულია:

ა) შეამოწმოს მხოლოდ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტროლის ობიექტები;

ბ) კონტროლის დროს იხელმძღვანელოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მოქმედი ნორმატიული ხასიათის წესებით, რეგლამენტებით, ტექნოლოგიური ინსტრუქციებით;

გ) კონტროლის შედეგები დეტალურად აღწეროს თავის ანგარიშში.

    მუხლი 5. მეწარმე სუბიექტის ვალდებულება

მეწარმე სუბიექტი ვალდებულია ხელი შეუწყოს მაკონტროლებელ პირს მე-4 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში და წარუდგინოს მოთხოვნილი მონაცემები.

    მუხლი 6. კონტროლის შედეგები

ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის შედეგები „სამტრესტის“ მიერ გამოიყენება მხოლოდ სამყნობი მასალების ან ნამყენი ნერგის სერტიფიცირებისათვის.

 

ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერტიფიცირების

წ ე ს ი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერტიფიცირების მიზანია მოცემული მასალების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

3. ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი“ (შემდგომში – „სამტრესტი“) მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალურ ორგანოს წარმოადგენს;

- ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერტიფიკაციას ახორციელებს „სამტრესტი“ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული სხვა სასერტიფიკაციო ორგანოები.

    მუხლი 2. სასერტიფიკაციო კომისია

1. დეპარტამენტ „სამტრესტში“ იქმნება სასერტიფიკაციო კომისია გენერალური დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, ხუთი კაცის შემადგენლობით.

2. კომისიის შემადგენლობაში შედიან „სამტრესტის“ სამი და მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორი წარმომადგენელი.

3. კომისიის დასკვნა ფორმდება ოქმის სახით, სადაც დაწვრილებით აისახება სამყნობი მასალის ან ნამყენი ნერგის მახასიათებლების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

    მუხლი 3. სერტიფიცირებაზე განაცხადის წარდგენა

1. განმცხადებელმა ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერტიფიცირებისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს „სამტრესტში“ ან სხვა უფლებამოსილ რეგიონალურ სასერტიფიკაციო ორგანოში.

2. „სამტრესტის“ ან სხვა სასერტიფიკაციო ორგანოს მიერ განაცხადი მიიღება მხოლოდ იმ განმცხადებლისაგან, რომელსაც გაკეთებული აქვს შეტყობინება სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის წარმოების შესახებ განზრახვის და მათი ფაქტობრივი წარმოების შესახებ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ნორმატიული აქტით – „მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის სავალდებულო შეტყობინების წესის შესახებ“ დებულებით განსაზღვრულ ვადებში და ფორმით.

    მუხლი 4. ნიმუშის აღება ექსპერტიზისათვის

1. სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სამყნობი მასალა ან ნამყენი ნერგი უნდა იყოს კონებად შეკრული, თითოეულში 100 ცალი რქა ან ნამყენი ნერგი.

2. სერტიფიცირებისთვის განკუთვნილი პარტიიდან საშუალო ნიმუშის სახით აღებული უნდა იქნეს კონები სხვადასხვა ადგილიდან სამყნობი მასალების შემთხვევაში 5%-ის, ხოლო ნამყენი ნერგის – 10%-ის ოდენობით.

3. თითოეული აღებული კონიდან „ბრმად“ აიღება 10-10 ცალი მასალა და შეერთდება საკვლევ ნიმუშად.

    მუხლი 5. ექსპერტიზა

1. სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის ვიზუალური ექსპერტიზა შესაბამისობაზე ტარდება უშუალოდ მეწარმის მეურნეობაში.

2. მეწარმის მოთხოვნით, შესაბამისობაზე შეიძლება გამოკვლეულ იქნეს მთლიანი პროდუქცია ან მისი ნაწილი.

3. საკვლევი ნიმუშების თითოეული ცალი სამყნობი მასალა ან ნამყენი ნერგი უნდა შემოწმდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობაზე.

4. ნებისმიერი საძირე, სანამყენე რქა ან ნამყენი ნერგი დაწუნებულად ითვლება, თუ მისი თუნდაც ერთი მახასიათებელი არ შეესაბამება მოთხოვნას.

5. კომისია უფლებამოსილია წარმოდგენილი ნიმუში გადააგზავნოს სპეციალიზებულ ლაბორატორიაში ინფექციურ დაავადებათა გამორიცხვის მიზნით.

    მუხლი 6. სერტიფიკატის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება

1. სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას კომისია ვალდებულია იხელმძღვანელოს:

ა) სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის ვიზუალური ექსპერტიზის შედეგებით;

ბ) ლაბორატორიული კვლევის შედეგებით (ასეთი შედეგის არსებობის შემთხვევაში);

გ) ვაზის სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის შედეგებით.

2. ვიზუალური და ლაბორატორიული ექსპერტიზის დროს საკვლევი ნიმუშის სულ ცოტა 90%-მა უნდა მიიღოს დადებითი შეფასება.

3. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის მოტივაცია ეხება მხოლოდ ვიზუალური ექსპერტიზის შედეგებს, განმცხადებელს უფლება აქვს გადაახარისხოს თავისი პროდუქცია და ხელმეორედ მიმართოს "სამტრესტს" ან სხვა უფლებამოსილ სასერტიფიკაციო ორგანოს განაცხადით შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ.

    მუხლი 7. სერტიფიკატის რეგისტრაცია და გაცემა

1. სასერტიფიკაციო კომისიის დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში "სამტრესტი" ან უფლებამოსილი სასერტიფიკაციო ორგანო განმცხადებელს გადასცემს შესაბამისობის სერტიფიკატს და ატარებს მას რეესტრში.

2. შესაბამისობის სერტიფაკატი გაიცემა სამყნობი მასალების ან ნამყენი ნერგის მთლიან რაოდენობაზე ან მის ნაწილზე – პარტიაზე, განმცხადებლის სურვილისამებრ.

3. შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემიდან 4 თვის განმავლობაში.

4. შესაბამისობის სერტიფიკატში მითითებული უნდა იყოს მისი გაცემის საფუძველი.

5. „სამტრესტი“ ვალდებულია:

– განაცხადის შემოსვლიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოს კომისიის გამგზავრება კვლევის ადგილზე;

– განაცხადის შემოსვლიდან 10 დღეში დაასრულოს კვლევა;

– განაცხადის შემოსვლიდან 15 დღეში გასცეს შესაბამისობის სერტიფიკატი, ან განაცხადის მოტივირებული წერილობითი უარი სერტიფიკატის გაცემაზე.

6. რეგიონალური სასერტიფიკაციო ორგანოები ვალდებულნი არიან:

– განაცხადის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში დაასრულოს კვლევა;

– განაცხადის შემოსვლიდან 15 დღის ვადაში გასცეს შესაბამისობის სერტიფიკატი ან განაცხადის მოტივირებული წერილობითი უარი სერტიფიკატის გაცემაზე;

– მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალურ ორგანოს "სამტრესტს" წარუდგინოს თითოეული გაცემული სერტიფიკატის ირგვლივ არსებული დოკუმენტაციის მთლიანი პაკეტის ასლი.

    მუხლი 8. პასუხისმგებლობა

ვაზის სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის რეალიზაცია შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მევენახეობის სპეციფიკური ზონებისა დამევენახეობის მხარის დადგენის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. მევენახეოვბის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის წესი შემუშავებულია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის მიზანია ადგილწარმოშობის დასახელებათა უმაღლესი ხარისხის და მხარის ღვინოებისათვის იმ ზონების საზღვრების ზუსტი განსაზღვრა, რომელთა სახელსაც ისინი ატარებენ.

3. მევენახეობის სპეციფიკური ზონების დადგენის წესი შეესაბამება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებს და მოიცავს:

ა) ნიადაგის კვლევას;

ბ) კლიმატური პირობების კვლევას;

გ) ვაზის ჯიშის სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლებისა და აგროტექნიკურ ღონისძიებათა კვლევას;

დ) ღვინის ფიზიკო-ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ და ორგანოლეპტიკურ კვლევას;

ე) ღვინის დაყენების ტექნოლოგიური თავისებურებების კვლევას;

ვ) ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების განსაკუთრებულ თვისებათა კავშირს სპეციფიკურ ზონასთან.

4. „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის განსაზღვრას ახორციელებს საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი), ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო და სახელმწიფო რეესტრში ატარებს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრი "საქპატენტი".

5. მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსება ხორციელდება დამკვეთის მიერ.

6. მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენასთან დაკავშირებული სამუშაოების დამკვეთი შეიძლება იყოს:

– საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო;

– საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვაზის და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი“.

– ყურძნის და/ან ღვინის მწარმოებელი კომპანია – იურიდიული პირი;

– ყურძნის და/ან ღვინის მწარმოებელი ფიზიკური პირი;

– მევენახეთა და მეღვინეთა კავშირები, ნებისმიერი გაერთიანებები, ასოციაციები.

    მუხლი 2. ნიადაგის გამოკვლევა

1. ნიადაგის კვლევის ობიექტებია:

ა) ნიადაგის ტიპები და ქვეტიპები;

ბ) ჭრილის სხვადასხვა გენეზისური ჰორიზონტების მორფოლოგია;

გ) ნიადაგის ფიზიკური თვისებები:

– ნიადაგის მექანიკური შედგენილობა;

– სტრუქტურა;

– ხირხატიანობის ხარისხი;

– ხვედრითი წონა;

– მოცულობითი წონა;

– სითბოს შთანთქმის უნარი;

– წყალგამტარობა;

– ტენტევადობა, საველე ზღვრული;

– ჰიდროსკოპული ტენიანობა;

დ) ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა:

– ჰუმუსი;

– აზოტი;

– ფოსფორი;

– კალიუმი;

– კარბონატები;

– PH;

– მიკროელემენტები-თუთია, მანგანუმი და ბორი.

2. ნიადაგის კვლევა უნდა ჩატარდეს ნიადაგის ფიზიკო-ქიმიური კვლევის აპრობირებული მეთოდებით.

3. ჰექტრების რაოდენობა, რომელიც მოდის ერთ ნიადაგურ ჭრილზე, განისაზღვრება კვლევის მასშტაბისა და სირთულის კატეგორიის მიხედვით დანართი 1-ის შესაბამისად.

4. სირთულის კატეგორიის დადგენა ხდება ნიადაგმცოდნე სპეციალისტის მიერ ტერიტორიის წინასწარი დათვალიერების შემდეგ. დაზვერვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად. ადგილის რელიეფის სირთულის, ნიადაგური საფარის სიჭრელის და მცენარეული საფარის გათვალისწინებით, გრუნტის წყლების, დამარილების და დაქვიანების ხარისხის გათვალისწინებით.

5. ნიადაგური კვლევის რუკების მასშტაბი განისაზღვრება საკვლევი ნიადაგის ფართის და სირთულის კატეგორიის შესაბამისად და შეადგენს:

ა) 1-დან 30 ჰა-მდე - 1 : 2000

ბ) 31-დან 100 ჰა-მდე – 1 : 5000

გ) 101-დან 500 ჰა-მდე – 1 : 10 000

დ) 501-დან 1000 ჰა-მდე – 1 : 25 000

ე) 1000 ჰა-ს ზევით - 1 : 50 000.

6 კვლევის შედეგები აისახება ნიადაგური კვლევის რუკებზე შესაბამისი ტექსტობრივი აღწერილობით.

    მუხლი 3. კლიმატური პირობების გამოკვლევა

1. კლიმატური პირობების კვლევის ობიექტებია:

ა) სიმაღლე ზღვის დონიდან;

ბ) ექსპოზიცია;

გ) მზის რადიაცია;

დ) ჰაერის საშუალო წლიური და საშუალო თვიური ტემპერატურა;

ე) ჰაერის მინიმალური ტემპერატურა;

ვ) ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა;

ზ) აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 100-ზე მეტი;

თ) მზის ნათების ხანგრძლივობა საათებში;

ი) ჰაერის ფარდობითი ტენიანობა თვეების მიხედვით;

კ) ნიადაგის ზედაპირის საშუალო წლიური და ყოველთვიური ტემპერატურა;

ლ) ნიადაგის ზედაპირის მაქსიმალური ტემპერატურა;

მ) ნიადაგის ზედაპირის მინიმალური ტემპერატურა;

ნ) ქარის სიჩქარე და მიმართულება;

ო) საშუალო წლიური ნალექი;

პ) ნალექების რაოდენობა სავეგეტაციო პერიოდში (აპრილი-ოქტომბერი);

ჟ) ნალექიან დღეთა რაოდენობა წელიწადში;

რ) ნალექიან დღეთა რაოდენობა სავეგეტაციო პერიოდში თვეების მიხედვით;

2. კლიმატური პირობების კვლევა ხორციელდება ექსპერიმენტალური, კლიმატოლოგიური და გამოთვლითი მეთოდების გამოყენებით 5 წლის განმავლობაში.

3. კლიმატური პირობების კვლევის შედეგები აისახება შესაბამის ცხრილებში, ხოლო სპეციფიკური ზონის რელიეფური და სიმაღლეთა სხვადასხვაობის შემთხვევაში-კლიმატოლოგიურ რუკებში.

ა) 1-დან 30 ჰა-მდე - 1 : 2000

ბ) 31-დან 100 ჰა-მდე – 1 : 5000

გ) 101-დან 500 ჰა-მდე – 1 : 10 000

დ) 501-დან 1000 ჰა-მდე – 1 : 25 000

ე) 1000 ჰა-ს ზევით - 1 : 50 000.

 

    მუხლი 4. ვაზის სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლებისა და აგროტექნიკური ღონისძიებების გამოკვლევა

1. ვაზის სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლების და აგროტექნიკური ღონისძიებების კვლევის ობიექტებია:

ა) ვაზის ჯიში;

ბ) საძირე;

გ) კვების არე;

დ) დარგვის წელი;

ე) ფორმირება და შტამბის სიმაღლე;

ვ) ვაზის ბიოლოგიური მდგომარეობა და ზრდის სიძლიერე;

ზ) ფიტოსანიტარიული მდგომარეობა;

თ) ვაზის დატვირთვა კვირტებით და ყლორტებით;

ი) საშუალო მოსავლიანობა ერთ ძირზე;

კ) საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე; მოსავლის რეგლამენტირების მიზნით;

ლ) ნიადაგის მოვლა-დამუშავების გამოყენებული აგროტექნიკური ღონისძიებები;

მ) გამოყენებული პესტიციდები;

ნ) გამოყენებული სასუქები, მათი შეტანის ვადები, დოზები, წესები;

ო) რწყვის სახე, რაოდეობა, ჯერადობა;

პ) ყურძნის ტკბილის ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები;

ჟ) ყურძნის დაზიანების სახე და ხარისხი.

2. ვაზის სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლების და აგროტექნიკური ღონისძიებების კვლევის მეთოდებია ამპელოგრაფიული მეთოდიკა და საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ აპრობირებული მეთოდები.

კვლევის ხანგრძლივობა შეადგენს ხუთ წელს.

3. ვაზის სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლებისა და აგროტექნიკური ღონისძიებების კვლევის ხუთწლიანი შედეგები აისახება სპეციალურ ანგარიშში.

    მუხლი 5. ღვინის გამოკვლევა

1. მევენახეობის სპეციფიკურ ზონაზე წარმოებული ღვინის კვლევის ობიექტებია:

ა) ღვინის ტიპი კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) ღვინის დაყენების ტექნოლოგია;

გ) ღვინის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები:

- ღვინის მდგრადობა;

- სიმკვრივე;

- ექსტრაქტი;

- ალკოჰოლის შემცველობა;

- რედუცირებული შაქრები;

- საქარობა;

- ნაცარი;

- ნაცრის ტუტე მჟავები;

- მჟავიანობა;

- აქროლადი მჟავები;

- PH;

- გოგირდის თავისუფალი დიოქსიდი;

- გოგირდის დიოქსიდის მთლიანი რაოდენობა;

- ნახშირბადის დიოქსიდი (ცქრიალა ღვინოების შემთხვევაში);

- ღვინის მიკრობიოლოგიური მახასიათებლები;

- ღვინის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები.

2. ღვინის კვლევისათვის გამოიყენება მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (მსო) მიერ დადგენილი და ევროკავშირის კომისიის 1990 წლის 17 სექტემბრის №2670/90 დადგენილებით აღიარებული ანალიზის მეთოდები. ღვინის კვლევა ხორციელდება ხუთი წლის განმავლობაში.

3. ღვინის ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა, აგრეთვე ორგანოლეპტიკური ტესტირება ხორციელდება მზა პროდუქციაზე.

4. ღვინის კვლევის ხუთწლიანი შედეგები აისახება ინსტიტუტის სპეციალურ ანგარიშში,

 

    მუხლი 6. კვლევის შედეგების შეჯამება, დამტკიცება და წარდგენა სარეგისტრაციოდ

1. ნიადაგის, კლიმატური პირობების, ვაზის სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლებისა და აგროტექნიკური ღონისძიებების და ღვინის კვლევის ყოველწლიური და საბოლოო ანგარიშებზე დაყრდნობით ინსტიტუტი შეიმუშავებს დასკვნებს.

2. ინსტიტუტის დასკვნა, სპეციფიკური ზონის დადგენისა და ადგილწარმოშობის დასახელების “საქპატენტში” რეგისტრაციის მიზანშეწონილობის შესახებ, შეიძლება დადებითი იყოს იმ შემთხვევაში, თუ საკვლევი ღვინის ორგანოლეპტიკური თვისებები კვლევის ხუთწლიან ციკლში 3 წელს მაინც აკმაყოფილებდნენ ადგილწარმოშობის დასახელებების უმაღლესი ხარისხის ღვინოებისათვის კანონმდებლობით დადგენილ მაჩვენებლებს.

3. სპეციფიკური ზონის დადგენისა და ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებათა რეგისტრაციისათვის საჭირო მასალები გადაეცემა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დასამტკიცებლად მხოლოდ ინსტიტუტის დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

4. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ღვინოების ადგილწარმოშობის დასახელებები ინსტიტუტის კვლევის მასალებსა და დასკვნებთან ერთად რეგისტრაციისათვის გადაეცემა “საქპატენტს”.

    მუხლი 7. ისტორიულად ჩამოყალიბებილი და ტრადიციული ადგილწარმოშობის დასახელებათა ღვინოების წარმოების სპრციფიკური ზონებისა და მევენახეობის მხარის დადგენა

1. ისტორიულად ჩამოყალიბებული და ტრადიციული ადგილწარმოშობის დასახელებათა ღვინოების წარმოების სპეციფიკური ზონებისა და მევენახეობის მხარის დადგენა დასაშვებია გამარტივებული წესით – ნიადაგის ერთჯერადი გამოკვლევით და კლიმატური პირობების, მოცემულ ზონემში ვაზის ჯიშის სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლების და ღვინის მრავალწლიანი გამოკვლევების არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

2. ისტორიულად ჩამოყალიბებული და ტრადიციული ადგილწარმოშობის დასახელებათა ღვინოებია: „წინანდალი“, „თელიანი“, „ნაფარეული“, „ვაზის უბანი“, „მუკუზანი“, „ახაშენი“, „კოტეხი“, „გურჯაანი“, "კარდენახი", "ტიბაანი", "ქინძმარაული", "ყვარელი", "მანავი", „ატენური“, "ხვანჭკარა", "ტვიში", "სვირი"

დანართი 1

ჰექტრების რაოდენობა, რომელიც მოდის ერთ ნიადაგურ ჭრილზე კვლევის მასშტაბისა და სირთულის კატეგორიის გათვალისწინებით.

ნიადაგის კვლევის მასშტაბი

სირთულის კატეგორია/ჰექტრების რაოდენობა

I

კატეგორია

II

კატეგორია

III

კატეგორია

IV

კატეგორია

V

კატეგორია

1 : 2000

3,0

2,0

1,5

1,0

0,5

1 : 5000

7,0

5,0

4,0

3,0

2,0

1 : 10000

25,0

20,0

18,0

15,0

10,0

1 : 25000

80,0

65,0

50,0

40,0

25,0

1 : 50000

150,0

130,0

110,0

80,0

50,0

 

 

 

 

 

 

 

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით

სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის

წ ე ს ი

    მუხლი 1.

წინამდებარე წესი შემუშავებულია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. მისი მიზანია ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების სერტიფიკაციის პროცესის უზრუნველყოფა ობიექტური მონაცემებით.

    მუხლი 2.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანისათვის მეწარმე სუბიექტმა:

 1. უნდა დაიცვას „მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის სავალდებულო შეტყობინების წესის შესახებ“ დებულების მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. წარადგინოს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტში“ შეტყობინება „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის განზრახვის შესახებ“ არა უგვიანეს 1-ლი სექტემბრისა დანართი №1-ის ფორმით.

    მუხლი 3.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვენახების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლით დადგენილია, რომ ამ ვენახების ყურძენი შეესაბამება ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის ღვინოების დასამზადებლად განკუთვნილი ყურძნისადმი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

    მუხლი 4.

მეწარმე სუბიექტი ვალდებულია ვაზის და ღვინის დეპარტამენტ "სამტრესტს" არა უგვიანეს 15 ნოემბრისა წარუდგინოს შეტყობინება სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის ფაქტობრივი მოცულობის შესახებ დანართი №2-ის შესაბამისად.

    მუხლი 5.

მეწარმე, რომელიც აწარმოებს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს სხვა სპეციფიკური ზონიდან გამოტანილი ყურძნით, ვალდებულია ყურძნის მიღების ჟურნალის („ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წესის შესახებ“ დებულების დანართი №1) მე-4 გრაფაში მიუთითოს იმ სპეციფიკური ზონის დასახელება, საიდანაც იქნა გამოტანილი ყურძენი.

    მუხლი 6.

სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წინამდებარე წესში ჩამოყალიბებული დებულებების იგნორირების ან დარღვევის შემთხვევაში, სპეციფიკური ზონიდან გატანილი ყურძნით წარმოებული ღვინისათვის დაუშვებელია ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კატეგორიის მინიჭება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ღვინო თავისი ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური მონაცემებით აკმაყოფილებს ასეთი ღვინოებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

    

 

 

დანართი 1

წარედგინება არაუგვიანეს

1-ლი სექტებრისა

საწარმოს დასახელება


    

მისამართი

შეტყობინება

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით

სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის განზრახვის შესახებ

საწარმოს განზრახული აქვს 200…. წლის ყურძნის გადამუშავების სეზონზე ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით ყურძენი გაიტანოს შემდეგი სპეციფიკური ზონებიდან:

№№

იმ სპეციფიკური ზონის დასახელება, საიდანაც უნდა გაიტანოს ყურძენი

 ყურძნის

ჯიში

 გასატანი ყურძნის სავარაუდო რაოდენობა

ტონებში

 ყურძნის გადამუშავების ადგილმდებარეობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საწარმოს ხელმძღვანელი

"______ " 200 წ..

დანართი 2

წარედგინება არა უგვიანეს

15 ნოემბრისა


საწარმოს დასახელება

    

მისამართი

შეტყობინება

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით

სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის ფაქტიური მოცულობის შესახებ

საწარმოს განზრახული აქვს 200…. წლის ყურძნის გადამუშავების სეზონზე ადგილწარმოშობის დასახელების ღვოინოების წარმოების მიზნით ყურძენი გაიტანოს შემდეგი სპეციფიკური ზონებიდან:

№№

იმ სპეციფიკური ზონის დასახელება, საიდანაც უნდა გაიტანოს ყურძენი

 ყურძნის

ჯიში

 ყურძნის რაოდენობა

ტონებში

საშუალო

შაქრიანობა

%

 ყურძნის გადამუშავების ადგილმდებარეობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საწარმოს ხელმძღვანელი

"_______ " 200 წ..

 

ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების კონტროლის

წ ე ს ი

    მუხლი 1.

წინამდებარე წესი შემუშავებულია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

    მუხლი 2.

საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ღვინის, ღვინის ბრენდისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა სპირტიანი სასმელების ეტიკეტზე გამოყენებული აღნიშვნები ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ახორციელებს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი“ (შემდგომში – „სამტრესტი“).

    მუხლი 3.

ეტიკეტზე გამოყენებული აღნიშვნების კონტროლის მიზანია მომხმარებელთა დაცვა პროდუქციის შესახებ მცდარი ინფორმაციის მიწოდებისაგან.

    მუხლი 4.

მეწარმე სუბიექტი, რომელიც მიმართავს "სამტრესტს" თავის პროდუქციისთვის შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის თაობაზე, ვალდებულია პროდუქციის ნიმუშებთან ერთად წარადგინოს ეტიკეტის ნიმუში.

    მუხლი 5.

„სამტრესტი“ ამოწმებს ეტიკეტზე გაკეთებული აღნიშვნების შესაბამისობას „ვაზის და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ნორმებთან და შესაბამისობის სერტიფიკატთან ერთად გადასცემს მეწარმეს ეტიკეტის შეთანხმებულ ესკიზს.

    მუხლი 6.

ეტიკეტზე გაკეთებული ზოგიერთი აღნიშვნის გადამოწმების მიზნით „სამტრესტს“ უფლება აქვს მეწარმეს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 7.

„სამტრესტი“ უფლებამოსილია სერტიფიცირებული პროდუქციის ეტიკეტირების კონტროლი განახორციელოს საინსპექციო კონტროლის დროსაც.

    მუხლი 8.

სარეალიზაციო ჭურჭელში ჩამოსხმული პროდუქციის რეალიზაციისას „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეტიკეტირების მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში „სამტრესტი“ უფლებამოსილია შეაჩეროს აღნიშნულ პროდუქციაზე გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედება აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრამდე.