დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის წესის“, „ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერტიფიცირების წესის“, „მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის წესის“, „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესის“, „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-149 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340050000.22.032.016082 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2- 149
2012 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის წესის“, „ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერტიფიცირების წესის“, „მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის წესის“, „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესის“, „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:
მუხლი 1. „ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის წესის“, „ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერტიფიცირების წესის“, „მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის წესის“, „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესის“, „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-220 ბრძანებაში (სსმ, 92, 25/08/2003) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის წესის“:
ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ვაზის სადედეების, სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკურ და ფიტოსანიტარულ კონტროლს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“ ;
ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონტროლის განხორციელება ზეუფლებამოსილების მინიჭება სააგენტოს სპეციალისტებისათვის ხორციელდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“ ;
გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. კონტროლის შედეგები
ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის შედეგები სააგენტოს მიერ გამოიყენება მხოლოდ სამყნობი მასალების ან ნამყენი ნერგის სერტიფიცირებისათვის.“.
2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერტიფიცირების წესის“:
ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში –სააგენტო) მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალურ ორგანოს წარმოადგენს;
- ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერტიფიკაციას ახორციელებს სააგენტო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული სხვა სასერტიფიკაციო ორგანოები.“;
ბ) მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოში იქმნება სასერტიფიკაციო კომისია სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხუთი კაცის შემადგენლობით.
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან სააგენტოს სამი და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ორი წარმომადგენელი.“;
გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სერტიფიცირებაზე განაცხადის წარდგენა
1. განმცხადებელმა ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერტიფიცირებისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს სააგენტოში ან სხვა უფლებამოსილ სასერტიფიკაციო ორგანოში.
2. სააგენტოს ან სხვა სასერტიფიკაციო ორგანოს მიერ განაცხადი მიიღება მხოლოდ იმ განმცხადებლისაგან, რომელსაც გაკეთებული აქვს შეტყობინება სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის წარმოების შესახებ განზრახვის და მათი ფაქტობრივი წარმოების შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის ნორმატიული აქტით – „მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის სავალდებულო შეტყობინების წესის შესახებ“ დებულებით განსაზღვრულ ვადებში და ფორმით.“;
დ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის მოტივაცია ეხება მხოლოდ ვიზუალური ექსპერტიზის შედეგებს, განმცხადებელს უფლება აქვს გადაახარისხოს თავისი პროდუქცია და ხელმეორედ მიმართოს სააგენტოს ან სხვა უფლებამოსილ სასერტიფიკაციო ორგანოს განაცხადით შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ.“;
ე) მე-7 მუხლის:
ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასერტიფიკაციო კომისიის დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტო ან უფლებამოსილი სასერტიფიკაციო ორგანო განმცხადებელს გადასცემს შესაბამისობის სერტიფიკატს და ატარებს მას რეესტრში.“;
ე.ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სააგენტო ვალდებულია:
– განაცხადის შემოსვლიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოს კომისიის გამგზავრება კვლევის ადგილზე;
– განაცხადის შემოსვლიდან 10 დღეში დაასრულოს კვლევა;
– განაცხადის შემოსვლიდან 15 დღეში გასცეს შესაბამისობის სერტიფიკატი, ან განაცხადის მოტივირებული წერილობითი უარი სერტიფიკატის გაცემაზე.
6. სასერტიფიკაციო ორგანოები ვალდებულნი არიან:
– განაცხადის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში დაასრულოს კვლევა;
– განაცხადის შემოსვლიდან 15 დღის ვადაში გასცეს შესაბამისობის სერტიფიკატი ან განაცხადის მოტივირებული წერილობითი უარი სერტიფიკატის გაცემაზე;
– მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალურ ორგანოს სააგენტოს წარუდგინოს თითოეული გაცემული სერტიფიკატის ირგვლივ არსებული დოკუმენტაციის მთლიანი პაკეტის ასლი.“
3. მე-3 პუნქტით დამტკიცებული თანდართული „მევენახეობის სპეციფიკური ზონებისა და მევენახეობის მხარის დადგენის წესის“:
ა) პირველი მუხლის:
ა.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის განსაზღვრას ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი), ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სახელმწიფო რეესტრში ატარებს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრი „საქპატენტი“.“;
ა.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენასთან დაკავშირებული სამუშაოების დამკვეთი შეიძლება იყოს:
– საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
– საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო;
– ყურძნის და/ან ღვინის მწარმოებელი კომპანია – იურიდიული პირი;
– ყურძნის და/ან ღვინის მწარმოებელი ფიზიკური პირი;
– მევენახეთა და მეღვინეთა კავშირები, ნებისმიერი გაერთიანებები, ასოციაციები.“;
ბ) მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სპეციფიკური ზონის დადგენისა და ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებათა რეგისტრაციისათვის საჭირო მასალები გადაეცემა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასამტკიცებლად მხოლოდ ინსტიტუტის დადებითი დასკვნის შემთხვევაში.
4. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ღვინოების ადგილწარმოშობის დასახელებები ინსტიტუტის კვლევის მასალებსა და დასკვნებთან ერთად რეგისტრაციისათვის გადაეცემა „საქპატენტს”.“.
4. მე-4 პუნქტით დამტკიცებული „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესის“:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წარადგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირ – ღვინის ეროვნული სააგენტოში შეტყობინება „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის განზრახვის შესახებ“ არა უგვიანეს პირველი სექტემბრისა დანართი №1-ის ფორმით.“;
ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4.
მეწარმე სუბიექტი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ღვინის ეროვნულ სააგენტოს არა უგვიანეს 15 ნოემბრისა წარუდგინოს შეტყობინება სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის ფაქტობრივი მოცულობის შესახებ დანართი №2-ის შესაბამისად.“.
5. მე-5 პუნქტით დამტკიცებული „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების კონტროლის წესის“:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2.
საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ღვინის, ღვინის ბრენდისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა სპირტიანი სასმელების ეტიკეტზე გამოყენებული აღნიშვნები ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“;
ბ) მე-4-მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4.
მეწარმე სუბიექტი, რომელიც მიმართავს სააგენტოს თავისი პროდუქციისთვის შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის თაობაზე, ვალდებულია პროდუქციის ნიმუშებთან ერთად წარადგინოს ეტიკეტის ნიმუში.
მუხლი 5.
სააგენტო ამოწმებს ეტიკეტზე გაკეთებული აღნიშვნების შესაბამისობას „ვაზის და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ნორმებთან და შესაბამისობის სერტიფიკატთან ერთად გადასცემს მეწარმეს ეტიკეტის შეთანხმებულ ესკიზს.
მუხლი 6.
ეტიკეტზე გაკეთებული ზოგიერთი აღნიშვნის გადამოწმების მიზნით სააგენტოს უფლება აქვს მეწარმეს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7.
სააგენტო უფლებამოსილია სერტიფიცირებული პროდუქციის ეტიკეტირების კონტროლი განახორციელოს საინსპექციო კონტროლის დროსაც.
მუხლი 8.
სარეალიზაციო ჭურჭელში ჩამოსხმული პროდუქციის რეალიზაციისას „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეტიკეტირების მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს აღნიშნულ პროდუქციაზე გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედება აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრამდე.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. გოროზია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები