„საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 29-36 და 81-87 მუხლების შესაბამისად

„საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 29-36 და 81-87 მუხლების შესაბამისად
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 13/04/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 000007001.20.03.000234
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
29
10/04/1998
გამოუქვეყნებელი, -, 13/04/1998
000007001.20.03.000234
„საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 29-36 და 81-87 მუხლების შესაბამისად
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/04/1998 - 05/05/2006)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 29

1998 წლის 10 აპრილი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 29-36 და 81-87 მუხლების შესაბამისად

ვბრძანებ:

დამტკიცებულ იქნეს იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულება.

მინისტრი                                      თ. ნინიძე

დამტკიცებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

10 აპრილის 1998 წლის №29 ბრძანებით

იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე დროებითი დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს და განკუთვნილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემისათვის.

თავი 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისია

მუხლი 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა

1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.

2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში კომისია) თავმჯდომარე ინიშნება სახელმწიფო სამსახურის ბიუროს მიერ, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე და წევრები თავმჯდომარის მიერ.

3. კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებლობის გათვალისწინებით.

4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.

5. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ პროფკავშირების წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.

მუხლი 3. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა

1. საჭიროების შემთხვევაში კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით.

2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.

მუხლი 4. კომისიის წევრის დანიშვნის წესი

კომისიის წევრს ნიშნავს თავმჯდომარე შემდეგი წესით:

ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და პროფესიული დონის გათვალისწინებით;

ბ) ზემდგომი დაწესებულებების, მოხელეთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები ინიშნებიან შესაბამისი დაწესებულების ან გაერთიანების წინადადებით;

გ) მეცნიერები და დამოუკიდებელი სპეციალისტები ინიშნებიან მათი თანხმობით.

მუხლი 5. კომისიის რეგლამენტი

1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.

მუხლი 6. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება

კომისიაში მოწვეულ იმ პირთა საქმიანობა, რომლებიც არ არიან იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლები, ექვემდებარება ანაზღაურებას საჯარო მოსამსახურის საშუალო თვიური ანაზღაურების ოდენობით.

თავი III. კონკურსი

მუხლი 7. კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია საჯარო მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა.

მუხლი 8. კონკურსის გამოცხადება

საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით.

მუხლი 9. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოხელის კანდიდატს

მოხელის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს სახელმწიფო ენას.

მუხლი 10. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა კომისიის სახელზე უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;

დ) შრომის წიგნაკი.

მუხლი 11. კანდიდატის უფლება შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი

კანდიდატების რეგისტრაციის ვადის განმავლობაში პირს უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით.

მუხლი 12. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა

1. კომისია კანდიდატებთან წინასწარი გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს კანდიდატურებს მათ დაუსწრებლად.

2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე აზრს.

მუხლი 13. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება

1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას.

2. კონკრეტული ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

4. იმ კანდიდატების მიმართ თანაბარი ხმები მიიღეს, ხელახლა ეწყობა კენჭისყრა.

5. თუ კვლავ იგივე შედეგი დაფიქსირდა, უპირატესობა მიეცემა იმას, ვისაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპეციალობით მუშაობის მეტი სტაჟი. იმავე დროს ყურადღება ექცევა კანდიდატის საქმიან რეპუტაციას.

6. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

მუხლი 14. კონკურსის შედეგი

1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.

2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არაუგვიანეს 2 დღისა წერილობით აცნობებს ყველა კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.

მუხლი 15. ჩაშლილი კონკურსი

კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე  თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.

თავი IV. მოხელის ატესტაცია

მუხლი 16. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი

1. ატესტაციას ექვემდებარება:

ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);

ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;

გ) რეზერვში ჩარიცხული პირი;

დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.

2. ატესტირებას არ ექვემდებარება

ა) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით;

ბ) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 17. ატესტაციის დრო

1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე.

მუხლი 18. ატესტაციის ჩატარების წესი

1. ა) ატესტაციის ჩასატარებლად 2 კვირით ადრე დგება დახასიათება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც მოიცავს პირის ყოველმხრივ შეფასებას, მის ინდივიდუალურ თვისებებსა და მუშაობის ანალიზს;

ბ) მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.

2. ატესტაცია ტარდება იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს.

3. კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მასზე წარმოდგენილ დახასიათებას.

4. მოხელის არასაპატიო მიზეზით ატესტაციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მის დაუსწრებლად.

მუხლი 19. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება

1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-13 მუხლის 1-3 პუნქტებით.

2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:

ა) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას;

ბ) ნაწილობრივ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას) და ერთი წლის შემდეგ გაივლის ხელახალ ატესტაციას;

გ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება;

დ) უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.

3. კომისია ვალდებულია მოტივირებული დასაბუთებით გამოიტანოს დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

4. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება დაუყოვნებლივ კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელში მისი ხელმოწერით.

5. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად დახასიათებასთან ერთად და ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

მუხლი 20. ატესტაციის შედეგები

1. ატესტაციის შედეგები იუსტიციის მინისტრს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში. 

2. იუსტიციის მინისტრი საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის მოხელის წახალისების, სპეციალური წოდების მინიჭების ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 21. შრომითი დავები ატესტაციასთან დაკავშირებით

შრომის დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.