„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.137.016609
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
64
16/11/2022
ვებგვერდი, 17/11/2022
010250020.35.137.016609
„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/11/2022 - 06/12/2022)

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №64

2022 წლის 16 ნოემბერი

დაბა ადიგენი

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის  მუნიციპალიტეტის  მერიის შესყიდვების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014  010250020.35.137.016126) კერძოდ: 

 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი



დანართი

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულება

მუხლი 1. შესყიდვების  სამსახური

1. მერიის შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი  სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შემუშავებას, შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად. მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების მომზადებას და მათი შესრულების კონტროლს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და მათი სამსახურების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომ – მოხელე) თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან –სამსახურის უფროსისაგან,  მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან, ელექტრონული შესყიდვების განყოფილების უფროსისაგან (შემდგომ – განყოფილების უფროსი) და სამსახურის მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლის, მე-11 მუხლის მე-4-ე პუნქტით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობას ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულების მე-12 მუხლით და განყოფილების უფროსის სამუშაო აღწერილობით.

3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით, სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. სამსახურის შემადგენლობა

1. მერიის შესყიდვების სამსახურის შემადგენლობაში შედის:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ბ)  მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

გ) სამსახურის მოხელეები

2. სამსახურის სტრუქტურის ქვედანაყოფია:

ა) ელექტრონული შესყიდვების განყოფილება.

მუხლი 4. სამსახურის  ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების მიერ დადგენილი ფორმით წარმოდგენილი წლიური მოთხოვნების საფუძველზე საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებას; დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების  მომზადებასა და განხორციელებას;

გ) წლის განმავლობაში დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებული შესყიდვების განხორციელებას, მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის  მომზადებას და სატენდერო კომისიისათვის წარდგენას დასამტკიცებლად;

ე) სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებული სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად ტენდერის  გამოცხადებას და კანონმდებლობის დადგენილი წესით მის პროცედურების წარმოებას;

ვ) შესყიდვის სამუშაოების უზრუნველყოფას, შესყიდვების ობიექტების ერთგვაროვნებისა და შესყიდვის საშუალების შერჩევას; გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და  ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების, სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების და სხვა დოკუმენტაციიის მომზადების  უზრუნველყოფას;

ზ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესყიდვების სხვა საშუალებებით  სახელმწიფო შეყიდვების განხორციელებას;

თ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;

ი) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, ხელშეკრულებათა პროექტების მომზადებას;

კ)  სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას და არქივის წარმოებას;

ლ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფას;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა  ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 5. ელექტრონული შესყიდვების განყოფილება.

ელექტრონული განყოფილების ძირითადი ფუნქციებია

ა) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად ელექტრონული შესყიდვების ორგანიზება, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, ელ.სისტემაში დარეგისტრირება და ატვირთვა,შესაბამისად ელექტრონული შესყიდვების პროცესების წარმართვა, ხელშეკრულებების მომზადება, გეგმის მომზადება და კორექტირება, წლიური ანგარიშის მომზადება;

ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს, მერიის სტრუქტურულლი ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების მიერ, დადგენილი ფორმით წარმოდგენილი წლიური მოთხოვნების საფუძველზე, საქონლის,მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას, სახელმწიფო შესყიდვების  მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად;

გ) უზრუნველყოფს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებას; PLAN მოდულში ატვირთვას, საჭიროების შემთხვევაში კორექტირებას.დამტკიცებული შესყიდვების  წლიური გეგმის  შესაბამისად, შესყიდვების მომზადებასა და განხორციელებას;

დ) უზრუნველყოფს წლის განმავლობაში  დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებული შესყიდვების განხორციელებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას.

ვ) ახორციელებს ელექტრონული შესყიდვების ობიექტების ერთგვაროვნებისა და შესყიდვების საშუალების შერჩევას;

ზ) უზრუნველყოფს ხელშეკრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის მომზადებას და ელ. სისტემაში ატვირთვას;

თ) მონაწილეობას იღებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; 

ი) განიხილავს და შეისწავლის მიღებულ კორესპოდენციას, კანონით დადგენილი წესით;

კ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღრული ფუნქციების განხორციელებას;

ლ) უზრუნველყოფს ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულებას.

მუხლი 6. დებულებაში ცვლილებისა ან/და დამატების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.