„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.137.016617
72
06/12/2022
ვებგვერდი, 06/12/2022
010250020.35.137.016617
„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №72

2022 წლის 6 დეკემბერი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის  მუნიციპალიტეტის  მერიის შესყიდვების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის №64 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/11/2022 010250020.35.137.016609) კერძოდ:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის  უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის, მე-11 მუხლის მე-4-ე პუნქტით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობას ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება  „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლით და განყოფილების უფროსის სამუშაო აღწერილობით.

3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლით, სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი