ნარკოტიკული საშუალებების, ფსიკოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების იმპორტისა და ექსპორტის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიკოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების იმპორტისა და ექსპორტის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 153/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 21/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 78, 31/07/2003
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.967
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
153/ნ
21/07/2003
სსმ, 78, 31/07/2003
470.230.000.11.119.005.967
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიკოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების იმპორტისა და ექსპორტის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (31/07/2003 - 06/08/2004)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.967

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №153/ნ

2003 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების იმპორტისა და ექსპორტის წესის დამტკიცების შესახებ

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს:

ა) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების იმპორტისა და ექსპორტის წესი (დანართი №1);

ბ) განცხადება-დეკლარაციის ტიპური ბლანკის ფორმა ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების საიმპორტო ოპერაციის განხორციელებისათვის (დანართი №2);

გ) განცხადება-დეკლარაციის ტიპიური ბლანკის ფორმა ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების საექსპორტო ოპერაციის განხორციელებისათვის (დანართი №3);

დ) ნებართვის მოწმობის ფორმა ნარკოტიკული საშუალებების იმპორტზე (დანართი №4);        

ე) ნებართვის მოწმობის ფორმა ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტზე (დანართი №5);

ვ) ნებართვის მოწმობის ფორმა „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორების იმპორტზე (დანართი №6);

ზ) ნებართვის მოწმობის ფორმა ნარკოტიკული საშუალებების ექსპორტზე (დანართი №7);

თ) ნებართვის მოწმობის ფორმა ფსიქოტროპული ნივთიერებების ექსპორტზე (დანართი №8);

ი) ნებართვის მოწმობის ფორმა „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორების ექსპორტზე (დანართი №9).

 2. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადარკულად ჩაითვალოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 16 თებერვლის ბრძანება №19/ო „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის და საქართველოს ტერიტორიიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ №17, 2000 წლის 1 მარტი).

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან 15 დღეში.

ა.გამყრელიძე

დანართი №1

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და

პრეკურსორების იმპორტისა და ექსპორტის წესი

1. ეს წესი ვრცელდება შესაბამისი ლიცენზიის მქონე, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების (შემდგომში – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები) იმპორტით და ექსპორტით დასაქმებულ იურიდიულ პირზე, განურჩევლად უწყებრივი დაქვემდებარებისა და სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა.

2. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტი და ექსპორტი ხორციელდება მხოლოდ შესაბამის საქმიანობაზე სათანადო ლიცენზიის მქონე იურიდიული პირების მიერ, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად.

3. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტი ნებადართულია სამედიცინო, ფარმაცევტული, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური, ანალიზურ-ლაბორატორიული და ვეტერინარული საჭიროების მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე და გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო კვოტების ფარგლებში.

4. კანონის II სიაში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების იმპორტისა და მიღების უფლება აქვს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით და საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების შემოსატანად კვოტის განსაზღვრა არ არის სავალდებულო.

5. ნარკოტიკული საშუალებების იმპორტი ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით.

6. ფარმაცევტული საქმიანობით დაკავებული ნებისმიერი იმპორტიორი და ექსპორტიორი ორგანიზაცია ყოველი საიმპორტო (საექსპორტო) ოპერაციის დაწყებამდე ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით წარუდგინოს ინსპექციას საიმპორტო (საექსპორტო) სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი მათი სავაჭრო და გენერიკული დასახელების, წამლის ფორმის, დოზის ერთეულისა და რაოდენობის ჩვენებით. თუ ჩამონათვალი შეიცავს კომბინირებულ პრეპარატს ან სხვა უცნობი დასახელების მედიკამენტს, მაშინ ინსპექციას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს ამ სამკურნალო საშუალებების საქართველოში დარეგისტრირების დამადასტურებელი მოწმობების ქსეროასლები, სადაც მითითებული იქნება მათი შემადგენლობა.

7. აღნიშნული ჩამონათვალი ინსპექციაში მოწმდება საიმპორტო (საექსპორტო) დოკუმენტაციაში კონტროლირებადი ნივთიერების არსებობის დადგენის მიზნით.

8. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩამონათვალი არ შეიცავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებების დოკუმენტის ყველა პირს, რომელშიც მითითებულია საიმპორტო ან საექსპორტო სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი, ესმება შტამპი, შესაბამისად, „საიმპორტო ნებართვის მოწმობას არ საჭიროებს“ ან „საექსპორტო ნებართვის მოწმობას არ საჭიროებს“, მოწმდება ინსპექციის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.

9. თუ ჩამონათვალი შეიცავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, მაშინ ნებართვის მოწმობის მისაღებად ინსპექციას საიმპორტო (საექსპორტო) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ჩამონათვალი წარედგინება ცალკე. ჩამონათვალს უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) შესაბამისი განცხადება-დეკლარაცია, რომელიც ივსება №№2 ან/და 3 დანართებით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად;

ბ) იმპორტიორ და ექსპორტიორ ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულების ასლი. ხელშეკრულებას თან უნდა ახლდეს ინვოისი საიმპორტო (საექსპორტო) ნივთიერების ან პრეპარატის შესახებ;

გ) ფარმაცევტული საწარმოს მიერ გაცემული საბუთი, სადაც მოცემული იქნება საექსპორტო პრეპარატში ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან/და პრეკურსორის შემცველობის (სუფთა მოქმედი ნივთიერების) გადასაანგარიშებელი კოეფიციენტი (მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის განხორციელებისას);

10. საექსპორტო ოპერაციების განხორციელების დროს, გარდა წინამდებარე დებულების მე-9 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციისა, ინსპექციას წარედგინება იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საიმპორტო ნებართვის მოწმობა (დედანი) კონკრეტული საექსპორტო სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების რაობისა და რაოდენობის მითითებით.

11. ნებართვის მოწმობა გაიცემა მხოლოდ ერთჯერადად შემოსატან (გასატან) რაოდენობაზე.

12. ხელშეკრულების ძირითადი პირობების შეცვლისას ნებართვის მოწმობა ფორმდება ხელახლა.

13. წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ნებართვის მოწმობის მაძიებელ იმპორტიორ (ექსპორტიორ) ორგანიზაციას.

14. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საბაჟო საზღვარზე იმპორტირებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ფაქტობრივი რაოდენობა აღემატება ინსპექციის მიერ გაცემულ საიმპორტო ნებართვის მოწმობაში მითითებულ რაოდენობას, საბაჟო ორგანო აცნობებს რა ინსპექციას ფაქტობრივად შემოტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების რაოდენობის შესახებ, მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

15. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საბაჟო საზღვარზე იმპორტირებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ფაქტობრივი რაოდენობა ნაკლებია ინსპექციის მიერ გაცემულ საიმპორტო ნებართვის მოწმობაში მითითებულ რაოდენობაზე, საბაჟო ორგანო აცნობებს ინსპექციას შემოტანილი რაოდენობის შესახებ და ატარებს საქონელს, ხოლო ინსპექცია შეისწავლის მიზეზებს და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

16. იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტის განხორციელებისას საბაჟო ორგანოს მიერ აღმოჩენილ იქნა სხვაობა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ფაქტობრივ რაოდენობასა და ინსპექციის მიერ გაცემულ საექსპორტო ნებართვის მოწმობაში მითითებულ რაოდენობას შორის მეტობის ან ნაკლებობის მხარეს, საბაჟო ორგანო აცნობებს ინსპექციას საექსპორტო საქონლის ფაქტობრივი რაოდენობის შესახებ, აკავებს საქონელს, რის შემდგომ ინსპექცია და საბაჟო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სწავლობენ მიზეზებს და მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

17. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის და ექსპორტის დროს გაიცემა შემდეგი სახის ნებართვის მოწმობები:

ა) ნებართვის მოწმობა ნარკოტიკული საშუალებების იმპორტზე (ყვითელი ბლანკი) – (დანართი №4);

 ბ) ნებართვის მოწმობა ნარკოტიკული საშუალებების ექსპორტზე (ყვითელი ბლანკი) – (დანართი №7);

გ) ნებართვის მოწმობა ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტზე (მწვანე ბლანკი) – (დანართი №5);

დ) ნებართვის მოწმობა ფსიქოტროპული ნივთიერებების ექსპორტზე (მწვანე ბლანკი) – (დანართი №8);

ე) ნებართვის მოწმობა „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორების იმპორტზე (ვარდისფერი ბლანკი) – (დანართი №6);

ვ) ნებართვის მოწმობა 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორების ექსპორტზე (ვარდისფერი ბლანკი) - (დანართი №9).

18. ნებართვის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში გაიცემა ნებართვის მოწმობის დუბლიკატი, რომელსაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც დედანს.

19. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საიმპორტო ოპერაციის დაწყებამდე, საიმპორტო ჩამონათვალის ყველა პირზე ინსპექცია უსვამს შტამპს „საჭიროებს საიმპორტო ნებართვის მოწმობას“ და გასცემს ნებართვის მოწმობას 6 ეგზემპლარად (ექვსივე ეგზემპლარი წარმოადგენს დედანს); აქედან ერთი რჩება ინსპექციაში, ერთი – იმპორტიორ ორგანიზაციაში და ინახება 5 წლის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი ეგზემპლარები ეგზავნება შემდეგ ორგანიზაციებს:

ა) ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობას ან კომპეტენტურ ორგანოს;

ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტს;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს 2 ეგზემპლარი.

20. საიმპორტო ოპერაციის განხორციელებისთანავე საბაჟო ორგანოს მიერ ივსება ნებართვის მოწმობის მეორე გვერდზე გამოყოფილი სპეციალური გრაფა ფაქტობრივად იმპორტირებული საქონლის ძირითადი მახასიათებლების (სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების რაობა, რაოდენობა და სხვა), სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ნომრისა და საბაჟო გაფორმების თარიღის მითითებით. ამ დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი რჩება საბაჟოზე, ხოლო მეორე ეგზემპლარი იმპორტიორი ორგანიზაციის მიერ 5 დღის განმავლობაში უბრუნდება ინსპექციას.

21. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის შემდეგ ინსპექცია ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით აწვდის ინფორმაციას ფაქტობრივად იმპორტირებული ნივთიერებების რაოდენობის შესახებ.

22. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ექსპორტის შემდეგ ინსპექცია იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოდან საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით მოითხოვს ინფორმაციას ექსპორტირებული ნივთიერებების რაოდენობის დანიშნულების ადგილამდე მიტანის შესახებ.

23. ექსპორტის შემთხვევაში ინსპექცია საექსპორტო ჩამონათვალის ყველა პირზე უსვამს შტამპს „საჭიროებს საექსპორტო ნებართვის მოწმობას“ და გასცემს ნებართვის მოწმობას 6 ეგზემპლარად (ექვსივე ეგზემპლარი წარმოადგენს დედანს); აქედან, ერთი რჩება ინსპექციაში, ერთი – ექსპორტიორ ორგანიზაციაში და ინახება 5 წლის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი ეგზემპლარები ეგზავნება შემდეგ ორგანიზაციებს:

ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტს;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს – 2 ეგზემპლარი;

გ) იმპორტიორი ქვეყნის მთავრობას ან კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოს.

24. საექსპორტო ოპერაციის განხორციელებისთანავე საბაჟო ორგანოს მიერ ივსება ნებართვის მოწმობის მეორე გვერდზე გამოყოფილი სპეციალური გრაფა ფაქტობრივად ექსპორტირებული საქონლის ძირითადი მახასიათებლების (სპეცკონტროლირებადი საშუალებების რაობა, რაოდენობა და სხვა), სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ნომრისა და საბაჟო გაფორმების თარიღის მითითებით. დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი რჩება შესაბამის საბაჟო ორგანოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ექსპორტიორი ორგანიზაციის მიერ 5 დღის განმავლობაში უბრუნდება ინსპექციას.

25. ამ წესის ფარგლებში ნებადართულია იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ექსპორტი, რომელთაც გაუვიდათ საქართველოში რეგისტრაციის ვადა.

26. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტი (ექსპორტი) ნებადართულია მხოლოდ იმ საბაჟო პუნქტებიდან, რომელთა ნუსხა განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ.

27. აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების:

ა) იმპორტი (ექსპორტი) საფოსტო ყუთის ან ბანკის მისამართით;

ბ) იმპორტი საბაჟო საწყობის მისამართით;

გ) ექსპორტი საბაჟო საწყობის მისამართით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ ნებართვაში მითითებული იქნება კონკრეტული საბაჟო საწყობი;

გ) ტრანზიტი;

დ) რეექსპორტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას.

28. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ნებართვის მოწმობის გარეშე შემოტანის მცდელობისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქონლის უკან დაბრუნებას მომწოდებლის ხარჯით.

29. საქართველოში სტიქიური უბედურების ან სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების იმპორტიორი ან ექსპორტიორი იურიდიული პირები არ საჭიროებენ ნებართვის მოწმობას. ამ დროს იმპორტირებული სამკურნალო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტროლის რეჟიმი.

30. თუ საზღვარგარეთ წარმოებული სამკურნალო საშუალება წამლის ფორმის სახით არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს, იმპორტზე ნებართვის მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ მწარმოებელი (ექსპორტიორი) ქვეყანა საქართველოს მხარისაგან მოითხოვს აღნიშნულ დოკუმენტს.

ამავე უფლებით სარგებლობა შეუძლია საქართველოს მხარესაც იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება ჩვენს ქვეყანაში წარმოებულ ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან/და პრეკურსორის შემცველი პრეპარატის ექსპორტს.

31. ინსპექცია ნებართვის მოწმობის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს განცხადება-დეკლარაციის შემოტანიდან 10 დღის განმავლობაში.

32. ნებართვის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის მოტივების შესახებ ინსპექცია წერილობით აცნობებს იმპორტიორ (ექსპორტიორ) ორგანიზაციას.

33. საქართველოში მცხოვრები ავადმყოფის ინდივიდუალური საჭიროებისათვის დაურეგისტრირებელი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტი ხორციელდება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ წესის სრული დაცვით.

34. სარეგისტრაციოდ იმპორტირებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ნიმუშები ექვემდებარება საბაჟო გაფორმებას და იმპორტიორ ორგანიზაციაში შემოსავალში აყვანას. ამ ნიმუშების რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ორგანოსათვის გადაცემა ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლის ერთი პირი ეგზავნება ინსპექციას.

35. ნებართვის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის მოტივების შესახებ ინსპექცია წერილობით აცნობებს იმპორტიორ ან ექსპორტიორ ორგანიზაციას.

36. აკრძალულია ნებართვის მოწმობის მესამე პირისათვის გადაცემა.

დანართი 2

განცხადება-დეკლარაციის ტიპური ბლანკის ფორმა ნარკოტიკული

საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების

საიმპორტო ოპერაციის განხორციელებისათვის

სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და

ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციას

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

იმპორტიორი ორგანიზაციის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა - დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა

გთხოვთ დაგვრთოთ ნება, რათა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ექსპორტიორი ქვეყნის, ორგანიზაციის სრული დასახელება

და იურიდიული მისამართი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– - დან

განვახორციელოთ შემდეგი კონტროლირებადი ნივთიერებების იმპორტი:

1.

2.

3.

(შემოსატანი კონტროლირებადი ნივთიერებების სავაჭრო და გენერიკული დასახელება, წამლის ფორმის, დოზის ერთეულისა და შემოსატანი რაოდენობისა და მწარმოებელი ფირმის ჩვენებით)

აღნიშნული კონტროლირებადი ნივთიერებები

გამოყენებული იქნება –––––––––––––––––––––– მიზნებისათვის.

იმპორტი განხორციელდება

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სახელმწიფოს გავლით

(ტრანსპორტის სახეობა, რომლის საშუალებითაც განხორციელდება იმპორტი)

(სატრანზიტო ქვეყანა)

საქართველოს საზღვრის გადაკვეთის პუნქტია ––––––––––––––––––––––––––––

ტვირთის შემოტანის ვადაა ––––––––––––

ვადასტურებ, რომ ამ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაცია და წარმოდგენილი დოკუმენტაცია არის სწორი. ამასთან, ვიღებ ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადებში წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ამ განცხადება-დეკლარაციის საფუძველზე განხორციელებული იმპორტის შესახებ.

იმპორტიორი ორგანიზაციის პასუხისმგებელი

პირის ხელმოწერა

–––––––––––– თარიღი

ბ.ა.

დანართი 3

განცხადება-დეკლარაციის ტიპიური ბლანკის ფორმა ნარკოტიკული

საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების

საექსპორტო ოპერაციის განხორციელებისათვის

სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და

ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციას

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ექსპორტიორი ორგანიზაციის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა - დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა

გთხოვთ დაგვრთოთ ნება, რათა ––––––––––––––––––––––––––––––––––––

 იმპორტიორი ქვეყნის, ორგანიზაციის სრული

 დასახელება და იურიდიული მისამართი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– - ს

მივაწოდოთ შემდეგი კონტროლირებადი ნივთიერებები:

1.

2.

3.

(შემოსატანი კონტროლირებადი ნივთიერებების სავაჭრო და გენერიკული დასახელება, წამლის ფორმის, დოზის ერთეულისა და შემოსატანი რაოდენობისა და მწარმოებელი ფირმის ჩვენებით)

აღნიშნული კონტროლირებადი ნივთიერებები

გამოყენებული იქნება –––––––––––––––––––––– მიზნებისათვის.

ექსპორტი განხორციელდება

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სახელმწიფოს გავლით

(ტრანსპორტის სახეობა, რომლის საშუალებითაც განხორციელდება იმპორტი)

 (სატრანზიტო ქვეყანა)

ტვირთი გატანილი იქნება ––––––––––––––––––– საბაჟო პუნქტიდან –––––––––––––––––

                    (ტვირთის გატანის ვადა)

იმპორტიორი ქვეყნის საიმპორტო ნებართვის

მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი ––––––––––––––––

ვადასტურებ, რომ ამ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაცია და წარმოდგენილი დოკუმენტაცია არის სწორი. ამასთან ვიღებ ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადებში წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ამ განცხადება-დეკლარაციის საფუძველზე განხორციელებული იმპორტის შესახებ.

იმპორტიორი ორგანიზაციის პასუხისმგებელი

პირის ხელმოწერა

–––––––––––– თარიღი

ბ.ა.

დანართი 4

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

Ministry of Labour, Health and

Social Affairs of Georgia

სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული

საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ

ბრუნვაზე კონტროლის ინსპექცია

Inspection of Medical Aid, Pharmaceutical

Activity and Legal Dispensation Control

of Narcotics

ნებართვის მოწმობა ნარკოტიკული საშუალებების იმპორტზე

CERTIFICATE ON NARCOTIC DRUGS IMPORT

No 0000

ინსპექცია, რომელსაც დაკისრებული აქვს 1961 წლის ერთიანი კონვენციით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებებისა და მათი წარმოებულების შესახებ კანონის გამოყენება, ნებას რთავს

Inspection, responsible to carry into effect law about narcotic drugs and their derivatives, according to the Convention on narcotic drugs 1961, permit

იმპორტიორი ქვეყნის ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

Name of importing organization and juridical address:

შემოიტანოს საქართველოში –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

to import in Georgia (საბაჟოს დასახელება) (customs office)

ექსპორტიორი ქვეყნის ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

 Name of exporting country, organization and

 juridical address:

შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები:

The following narcotic drugs:

პრეპარატის (ნივთიერების) დასახელება, რაოდენობა, ფარმაცევტული ფორმა

Name amount pharmaceutical form and of the imported substances

ტრანსპორტის სახეობა

sort of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––

აღნიშნული პრეპარატი გამოყენებული იქნება

which will be used –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ნებართვის გაცემის თარიღი

Date of certificate issue “–––––” ––––––––––––– 200

ნებართვის მოქმედების ვადა

Date of expiry “–––––” ––––––––––––– 200

დანართი 5

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

Ministry of Labour, Health and

Social Affairs of Georgia

სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული

საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ

ბრუნვაზე კონტროლის ინსპექცია

Inspection of Medical Aid, Pharmaceutical

Activity and Legal Dispensation Control

of Narcotics

ნებართვის მოწმობა ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტზე

CERTIFICATE ON PSYCHOTROPIC SUPSTANCES IMPORT

No 0000

ინსპექცია, რომელსაც დაკისრებული აქვს 1971 წლის ერთიანი კონვენციით გათვალისწინებული ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი წარმოებულების შესახებ კანონის გამოყენება, ნებას რთავს

Inspection of Legal Dispensation Control of Narcotics, responsible to carry into effect law about psychotropic substances and their derivatives, according to the Convention on psychotropic substances 1971, permit

იმპორტიორი ქვეყნის ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

Name of importing organization and juridical address:

შემოიტანოს საქართველოში –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

to import in Georgia (საბაჟოს დასახელება) (customs office)

ექსპორტიორი ქვეყნის ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

 Name of exporting country, organization and

 juridical address:

შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები

The following narcotic drugs:

პრეპარატის (ნივთიერების) დასახელება, რაოდენობა, ფარმაცევტული ფორმა

Name amount pharmaceutical form and of the imported substances

ტრანსპორტის სახეობა

sort of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––

აღნიშნული პრეპარატი გამოყენებული იქნება

which will be used ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ნებართვის გაცემის თარიღი

Date of certificate issue “–––––” ––––––––––––– 200

ნებართვის მოქმედების ვადა

Date of expiry “–––––” ––––––––––––– 200

დანართი 6

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

Ministry of Labour, Health and

Social Affairs of Georgia

სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული

საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ

ბრუნვაზე კონტროლის ინსპექცია

Inspection of Medical Aid, Pharmaceutical

Activity and Legal Dispensation Control

of Narcotics

ნებართვის მოწმობა „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორების იმპორტზე

CERTIFICATE ON PRECURSORS IMPORT SPECIFIED

BY CONVENTION 1988

No 0000

ინსპექცია, რომელსაც დაკისრებული აქვს „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” გაეროს 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორებისა და ქიმიური ნივთიერებების შესახებ კანონის გამოყენებაზე ნებას რთავს

Inspection on narcotic drugs control, responsible to carry into effect law about chemical substances, according to the Convention on chemical substances, 1988, permit:

იმპორტიორი ქვეყნის ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

Name of importing organization and juridical address:

შემოიტანოს საქართველოში –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

to import in Georgia (საბაჟოს დასახელება) (customs office)

ექსპორტიორი ქვეყნის ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

 Name of exporting country, organization and

 juridical address:

შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები

The following narcotic drugs:

პრეპარატის (ნივთიერების) დასახელება, რაოდენობა, ფარმაცევტული ფორმა

Name amount pharmaceutical form and of the imported substances

ტრანსპორტის სახეობა

sort of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––

აღნიშნული პრეპარატი გამოყენებული იქნება

which will be used ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ნებართვის გაცემის თარიღი

Date of certificate issue “–––––” ––––––––––––– 200

ნებართვის მოქმედების ვადა

Date of expiry “–––––” ––––––––––––– 200

დანართი 7

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

Ministry of Labour, Health and

Social Affairs of Georgia

სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული

საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ

ბრუნვაზე კონტროლის ინსპექცია

Inspection of Medical Aid, Pharmaceutiცal

Activity and Legal Dispensation Control

of Narcotics

ნებართვის მოწმობა ნარკოტიკული საშუალებების ექსპორტზე

CERTIFICATE ON NARCOTIC DRUGS EXPORT

No 0000

ინსპექცია, რომელსაც დაკისრებული აქვს 1961 წლის ერთიანი კონვენციით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებებისა და მათი წარმოებულების შესახებ კანონის გამოყენება, ნებას რთავს

Inspection, responsible to carry into effect law about narcotic drugs and their derivatives, according to the Convention on narcotic drugs 1961, permit

ექსპორტიორი ქვეყნის ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

Name of exporting organization and juridical address:

გაიტანოს საქართველოდან ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

to export from Georgia (საბაჟოს დასახელება) (customs office)

იმპორტიორი ქვეყნის ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

Name of impporting country, organization and juridical address:

შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები:

The following narcotic drugs:

პრეპარატის (ნივთიერების) დასახელება, რაოდენობა, ფარმაცევტული ფორმა

Name amount pharmaceutical form and of the imported substances

ტრანსპორტის სახეობა

sort of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––

საიმპორტო ნებართვის № და გაცემის თარიღი:

Importing certificate N and date of expiry:

აღნიშნული პრეპარატი გამოყენებული იქნება

which will be used –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ნებართვის გაცემის თარიღი

Date of certificate issue „–––––“ ––––––––––––– 200

ნებართვის მოქმედების ვადა

Date of expiry „–––––“ ––––––––––––– 200

დანართი 8

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

Ministry of Labour,Health and

Social Affairs of Georgia

სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული

საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ

ბრუნვაზე კონტროლის ინსპექცია

Inspection of Medical Aid, Pharmaceutilal

Activity and Legal Dispensation Control

of Narcotics

ნებართვის მოწმობა ფსიქოტროპული ნივთიერებების ექსპორტზე

CERTIFICATE ON PSYCHOTROPIC SUBSTANCES EXPORT

No 0000

ინსპექცია, რომელსაც დაკისრებული აქვს 1971 წლის კონვენციით გათვალისწინებული ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი წარმოებულების შესახებ კანონის გამოყენება, ნებას რთავს

Inspection of Legal Dispensation Control of Narcotics, responsible to carry into effect law about psychotropic substances and their derivatives, according to the Convention on psychotropic substances 1971, permit

ექსპორტიორი ქვეყნის ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

Name of exporting organization and juridical address:

გაიტანოს საქართველოდან ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

to export from Georgia (საბაჟოს დასახელება) (customs office)

ექსპორტიორი ქვეყნის ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

 Name of impporting country, organization and

 juridical address:

შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები:

The following narcotic drugs:

პრეპარატის (ნივთიერების) დასახელება, რაოდენობა, ფარმაცევტული ფორმა

Name amount pharmaceutical form and of the imported substances

ტრანსპორტის სახეობა

sort of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––

საიმპორტო ნებართვის N და გაცემის თარიღი

Importing certificate N and date of expiry:

აღნიშნული პრეპარატი გამოყენებული იქნება

which will be used –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ნებართვის გაცემის თარიღი

Date of certificate issue „–––––” ––––––––––––– 200

ნებართვის მოქმედების ვადა

Date of expiry „–––––” ––––––––––––– 200

დანართი 9

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

Ministry of Labour,Health and

Social Affairs of Georgia

სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული

საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ

ბრუნვაზე კონტროლის ინსპექცია

Inspection of Medical Aid, Pharmaceutilal

Activity and Legal Dispensation Control

of Narcotics

ნებართვის მოწმობა „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორების ექსპორტზე

CERTIFICATE ON PRECURSORS EXPORT SPECIFIED BY CONVENTION 1988

No 0000

ინსპექცია, რომელსაც დაკისრებული აქვს „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორებისა და ქიმიური ნივთიერებების შესახებ კანონის გამოყენება, ნებას რთავს

Inspection on narcotic drugs control, responsible to carry into effect law about chemical substances, according to the Convention on chemical substances, 1988, permit:

ექსპორტიორი ქვეყნის ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

Name of exporting organization and juridical address:

გაიტანოს საქართველოდან –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

to export from Georgia (საბაჟოს დასახელება) (customs office)

ექსპორტიორი ქვეყნის ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

 Name of impporting country, organization and

 juridical address:

შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები

The following narcotic drugs:

პრეპარატის (ნივთიერების) დასახელება, რაოდენობა, ფარმაცევტული ფორმა

Name amount pharmaceutical form and of the imported substances

ტრანსპოირტის სახეობა

sort of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––

საიმპორტო ნებართვის N და გაცემის თარიღი

Importing certificate N and date of expiry:

აღნიშნული პრეპარატი გამოყენებული იქნება

which will be used –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ნებართვის გაცემის თარიღი

Date of certificate issue „–––––” ––––––––––––– 200

ნებართვის მოქმედების ვადა

Date of expiry „–––––” ––––––––––––– 200

Endorsement by importing country

Please return to:

Inspection of Medical Aid, Pharmaceutical Activity and Legal Dispensation

Control of Narcotics Ministry of Laboyr, Health and Social Affairs of Georgia

M. Asatiani str. 10, 380077, Tbilisi, Georgia

ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟოს დასტური წინამდებარე ნებართვით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების ფაქტობრივი რაოდენობის ექსპორტის შესახებ

Exporting country's customs indorsement on export of actual amount of narcotic drugs specified by present certificate

გთხოვთ შევსებული და დამოწმებული დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:

380077 თბილისი, მიხეილ ასათიანის 10,

სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და

ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექცია

Please return to:

Inspection of Medical Aid, Pharmaceutilal Activity and Legal Dispensation

Control of Narcotics

M. Asatiani str. 10, 380077, Tbilisi, Georgia

იმპორტიორი ქვეყნის საბაჟოს დასტური წინამდებარე ნებართვით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების ფაქტობრივი რაოდენობის იმპორტის შესახებ

Importing country's customs indorsement on import of actual amount of narcotic drugs specified by present certificate

გთხოვთ შევსებული და დამოწმებული დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:

380077 თბილისი, მიხეილ ასათიანის, 10,

სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და

ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექცია

Please return to:

Inspection of Medical Aid, Pharmaceutclal Activity and Legal Dispensation

Control of Narcotics

M. Asatiani str. 10, 380077, Tbilisi, Georgia

Endorsement by importing country

Please return to:

Inspection of Medical Aid, Pharmaceutical Activity and Legal Dispensation

Control of Narcotics Ministry of Laboyr, Health and Social Affairs of Georgia

M. Asatiani str. 10, 380077, Tbilisi, Georgia

ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟოს დასტური წინამდებარე ნებართვით გათვალისწინებული ფსიქოტროპული ნივთიერებების ფაქტობრივი რაოდენობის ექსპორტის შესახებ

Exporting country's customs indorsement on export of actual amount of psychotropic substances specified by present certificate

გთხოვთ შევსებული და დამოწმებული დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:

380077 თბილისი, მიხეილ ასათიანის 10,

სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და

ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექცია

Please return to:

Inspection of Medical Aid, Pharmaceutical Activity and Legal Dispensation

Control of Narcotics

M. Asatiani str. 10, 380077, Tbilisi, Georgia

იმპორტიორი ქვეყნის საბაჟოს დასტური წინამდებარე ნებართვით გათვალისწინებული ფსიქოტროპული ნივთიერების ფაქტობრივი რაოდენობის იმპორტის შესახებ

Importing country's customs indorsement on import of actual amount of psychotropic substances specified by present certificate

გთხოვთ შევსებული და დამოწმებული დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:

380077 თბილისი, მიხეილ ასათიანის 10,

სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და

ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექცია

Please return to:

Inspection of Medical Aid, Pharmaceuticlal Activity and Legal Dispensation

Control of Narcotics

M. Asatiani str. 10, 380077, Tbilisi, Georgia

Endorsement by importing country

Please return to:

Inspection of Medical Aid, Pharmaceutilal Activity and Legal Dispensation

Control of Narcotics Ministry of Laboyr, Health and Social Affers of Georgia

M. Asatiani str. 10, 380077, Tbilisi, Georgia

ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟოს დასტური წინამდებარე ნებართვით გათვალისწინებული პრეკურსორების ფაქტობრივი რაოდენობის ექსპორტის შესახებ

Exporting country's customs indorsement on export of actual amount of precursors specified by present certificate

გთხოვთ შევსებული და დამოწმებული დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:

380077 თბილისი, მიხეილ ასათიანის 10,

სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და

ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექცია

Please return to:

Inspection of Medical Aid, Pharmaceuticlal Activity and Legal Dispensation

Control of Narcotics

M. Asatiani str. 10, 380077, Tbilisi, Georgia

იმპორტიორი ქვეყნის საბაჟოს დასტური წინამდებარე ნებართვით გათვალისწინებული პრეკურსორების ფაქტობრივი რაოდენობის იმპორტის შესახებ

Importing country's customs indorsement on import of actual amount of precursors specified by present certificate