“ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების იმპორტისა და ექსპორტის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №153/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 193/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/08/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 86, 13/08/2004
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.610
  • Word
193/ნ
06/08/2004
სსმ, 86, 13/08/2004
470.230.000.11.119.006.610
“ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების იმპორტისა და ექსპორტის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №153/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.610

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

 ბრძანება №193/ნ

2004 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების იმპორტისა და ექსპორტის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №153/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

თანახმად „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების იმპორტისა და ექსპორტის წესის დამტკიცების შესახებ” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №153/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2003 წელი, №78, მუხლი 711) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით, ვბრძანებ:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და 29-ე მუხლის საფუძველზე”.

2. ბრძანების პირველი პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) წინასწარი ნებართვის მოწმობის ფორმა ნარკოტიკული საშუალებების იმპორტზე (დანართი №4);           

ე) წინასწარი ნებართვის მოწმობის ფორმა ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტზე (დანართი №5);

ვ) წინასწარი ნებართვის მოწმობის ფორმა „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორების იმპორტზე (დანართი №6);

ზ) წინასწარი ნებართვის მოწმობის ფორმა ნარკოტიკული საშუალებების ექსპორტზე (დანართი №7);

თ) წინასწარი ნებართვის მოწმობის ფორმა ფსიქოტროპული ნივთიერებების ექსპორტზე (დანართი №8);

ი) წინასწარი ნებართვის მოწმობის ფორმა „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორების ექსპორტზე (დანართი №9).”.

3. ბრძანების №1 დანართის (ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების იმპორტისა და ექსპორტის წესი) :

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ფარმაცევტული საქმიანობით დაკავებული ნებისმიერი იმპორტიორი და ექსპორტიორი ორგანიზაცია ყოველი საიმპორტო (საექსპორტო) ოპერაციის დაწყებამდე ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით წარუდგინოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის კონტროლის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) საიმპორტო (საექსპორტო) სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი მათი სავაჭრო და გენერიკული დასახელების, წამლის ფორმის, დოზის ერთეულისა და რაოდენობის ჩვენებით. თუ ჩამონათვალი შეიცავს კომბინირებულ პრეპარატს ან სხვა უცნობი დასახელების მედიკამენტს, მაშინ ბიუროს უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს ამ სამკურნალო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობა.”;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აღნიშნული ჩამონათვალი ბიუროში მოწმდება საიმპორტო (საექსპორტო) დოკუმენტაციაში კონტროლირებადი ნივთიერების არსებობის დადგენის მიზნით.”.

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩამონათვალი არ შეიცავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებს დოკუმენტის ყველა პირს, რომელშიც მითითებულია საიმპორტო ან საექსპორტო სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი, ესმება შტამპი, შესაბამისად, „წინასწარ ნებართვას იმპორტზე არ საჭიროებს” ან “წინასწარ ნებართვას ექსპორტზე არ საჭიროებს” და მოწმდება ბიუროს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.”;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ ჩამონათვალი შეიცავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, მაშინ წინასწარი ნებართვის მოწმობის მისაღებად ბიუროს საიმპორტო (საექსპორტო) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ჩამონათვალი წარედგინება ცალკე. ჩამონათვალს უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) შესაბამისი განცხადებადეკლარაცია, რომელიც ივსება №2 ან/და №3 დანართებით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად;

ბ) იმპორტიორ და ექსპორტიორ ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულების ასლი. ხელშეკრულებას თან უნდა ახლდეს ინვოისი საიმპორტო (საექსპორტო) ნივთიერების ან პრეპარატის შესახებ;

გ) ფარმაცევტული საწარმოს მიერ გაცემული საბუთი, სადაც მოცემული იქნება საექსპორტო პრეპარატში ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან/და პრეკურსორის შემცველობის (სუფთა მოქმედი ნივთიერების) გადასაანგარიშებელი კოეფიციენტი (მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის განხორციელებისას).”;

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საექსპორტო ოპერაციების განხორციელების დროს, გარდა წინამდებარე დებულების მე-9 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციისა, ბიუროს წარედგინება იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წინასწარი საიმპორტო ნებართვა (დედანი) კონკრეტული საექსპორტო სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების რაობისა და რაოდენობის მითითებით.”.

ვ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. წინასწარი ნებართვის მოწმობა გაიცემა მხოლოდ ერთჯერადად შემოსატან (გასატან) რაოდენობაზე.”;

ზ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ხელშეკრულების ძირითადი პირობების შეცვლისას წინასწარი ნებართვის მოწმობა ფორმდება ხელახლა.”;

თ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება წინასწარი ნებართვის მოწმობის მაძიებელ იმპორტიორ (ექსპორტიორ) ორგანიზაციას.”;

ი) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ფაქტობრივი რაოდენობა აღემატება ბიუროს მიერ გაცემულ საიმპორტო ნებართვის მოწმობაში მითითებულ რაოდენობას, საბაჟო ორგანო აცნობებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ფაქტობრივად შემოტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების რაოდენობის შესახებ და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.”;

კ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ფაქტობრივი რაოდენობა ნაკლებია ბიუროს მიერ გაცემულ საიმპორტო ნებართვის მოწმობაში მითითებულ რაოდენობაზე, საბაჟო ორგანო აცნობებს სამინისტროს შემოტანილი რაოდენობის შესახებ და ატარებს საქონელს, ხოლო სამინისტროს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანო შეისწავლის მიზეზებს და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.”;

ლ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტის განხორციელებისას საბაჟო ორგანოს მიერ აღმოჩენილ იქნა სხვაობა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ფაქტობრივ რაოდენობასა და წინასწარ ნებართვის მოწმობაში მითითებულ რაოდენობას შორის მეტობის ან ნაკლებობის მხარეს, საბაჟო ორგანო აცნობებს ბიუროს საექსპორტო საქონლის ფაქტობრივი რაოდენობის შესახებ, აკავებს საქონელს, რის შემდგომ სამინისტროს შესაბამისი სამსახური და საბაჟო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სწავლობენ მიზეზებს და მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.”;

მ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის და ექსპორტის დროს გაიცემა შემდეგი სახის წინასწარი ნებართვის მოწმობები:

ა) წინასწარი ნებართვის მოწმობა ნარკოტიკული საშუალებების იმპორტზე (ყვითელი ბლანკი);

ბ) წინასწარი ნებართვის მოწმობა ნარკოტიკული საშუალებების ექსპორტზე (ყვითელი ბლანკი);

გ) წინასწარი ნებართვის მოწმობა ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტზე (მწვანე ბლანკი);

დ) წინასწარი ნებართვის მოწმობა ფსიქოტროპული ნივთიერებების ექსპორტზე (მწვანე ბლანკი) – (დანართი №8);

ე) წინასწარი ნებართვის მოწმობა „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორების იმპორტზე (ვარდისფერი ბლანკი);

ვ) წინასწარი ნებართვის მოწმობა „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორების ექსპორტზე (ვარდისფერი ბლანკი).”;

ნ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. წინასწარი ნებართვის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში გაიცემა დუბლიკატი, რომელსაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც დედანს.”;

ო) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საიმპორტო ოპერაციის დაწყებამდე, საიმპორტო ჩამონათვალის ყველა პირს ესმევა შტამპი „საჭიროებს წინასწარ ნებართვის მოწმობას იმპორტზე” და მოწმდება ბიუროს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. წინასწარი ნებართვის მოწმობა გაიცემა 6 ეგზემპლარად (ექვსივე ეგზემპლარი წარმოადგენს დედანს); აქედან ერთი რჩება ბიუროში, ერთი – იმპორტიორ ორგანიზაციაში და ინახება 5 წლის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი ეგზემპლარები ეგზავნება შემდეგ ორგანიზაციებს:

ა) ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობას ან კომპეტენტურ ორგანოს;

ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოს;

 გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს 2 ეგზემპლარი.”;

 პ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „20. საიმპორტო ოპერაციის განხორციელებისთანავე საბაჟო ორგანოს მიერ ივსება წინასწარი ნებართვის მოწმობის მეორე გვერდზე გამოყოფილი სპეციალური გრაფა ფაქტობრივად იმპორტირებული საქონლის ძირითადი მახასიათებლების (სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების რაობა, რაოდენობა და სხვა), სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ნომრისა და საბაჟო გაფორმების თარიღის მითითებით. ამ დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი რჩება საბაჟოზე, ხოლო მეორე ეგზემპლარი იმპორტიორი ორგანიზაციის მეშვეობით 5 დღის განმავლობაში უბრუნდება ბიუროს.”;

ჟ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის შემდეგ ბიურო ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით აწვდის ინფორმაციას ფაქტობრივად იმპორტირებული ნივთიერებების რაოდენობის შესახებ.”;

რ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ექსპორტის შემდეგ ბიურო იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოდან საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით მოითხოვს ინფორმაციას ექსპორტირებული ნივთიერებების რაოდენობის დანიშნულების ადგილამდე მიტანის შესახებ.”;

ს) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. ექსპორტის შემთხვევაში ბიუროს მიერ საექსპორტო ჩამონათვალის ყველა ეგზემპლარს ესმება შტამპი „საჭიროებს წინასწარ ნებართვას ექსპორტზე” და მოწმდება ბიუროს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. წინასწარი ნებართვის მოწმობა გაიცემა 6 ეგზემპლარად (ექვსივე ეგზემპლარი წარმოადგენს დედანს); აქედან, ერთი რჩება ბიუროში, ერთი – ექსპორტიორ ორგანიზაციაში და ინახება 5 წლის განმავლობაში, ხოლი დანარჩენი ეგზემპლარები ეგზავნებათ შემდეგ ორგანიზაციებს:

ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოს;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს – 2 ეგზემპლარი;

გ) იმპორტიორი ქვეყნის მთავრობას ან კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოს.”;

ტ) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. საექსპორტო ოპერაციის განხორციელებისთანავე საბაჟო ორგანოს მიერ ივსება წინასწარი ნებართვის მოწმობის მეორე გვერდზე გამოყოფილი სპეციალური გრაფა ფაქტობრივად ექსპორტირებული საქონლის ძირითადი მახასიათებლების (სპეცკონტროლირებადი საშუალებების რაობა, რაოდენობა და სხვა), სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ნომრისა და საბაჟო გაფორმების თარიღის მითითებით. დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი რჩება შესაბამის საბაჟო ორგანოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ექსპორტიორი ორგანიზაციის მიერ 5 დღის განმავლობაში უბრუნდება ბიუროს.”;

უ) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების წინასწარი ნებართვის მოწმობის გარეშე შემოტანის მცდელობისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქონლის უკან დაბრუნებას მომწოდებლის ხარჯით, რის შესახებაც ერთი კვირის ვადაში აცნობებს სამინისტროს.”;

ფ) 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,29. საქართველოში სტიქიური უბედურების ან სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების იმპორტიორი ან ექსპორტიორი იურიდიული პირები არ საჭიროებენ წინასწარი ნებართვის მოწმობას. ამ დროს იმპორტირებული სამკურნალო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტროლის რეჟიმი.”;

ქ) 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„30. თუ საზღვარგარეთ წარმოებული სამკურნალო საშუალება წამლის ფორმის სახით არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს, წინასწარი ნებართვის მოწმობა იმპორტზე გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ მწარმოებელი (ექსპორტიორი) ქვეყანა საქართველოს მხარისაგან მოითხოვს აღნიშნულ დოკუმენტს.

ამავე უფლებით სარგებლობა შეუძლია საქართველოს მხარესაც იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება ჩვენს ქვეყანაში წარმოებულ ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან/და პრეკურსორის შემცველი პრეპარატის ექსპორტს ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებს.”;

ღ) 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. წინასწარი ნებართვის მოწმობის გაცემაზე გადაწყვეტილება მიიღება განცხადება-დეკლარაციის შემოტანიდან 14 დღის განმავლობაში.”;

ყ) 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. წინასწარი ნებართვის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის მოტივების შესახებ 10 დღის ვადაში წერილობით ეცნობება განმცხადებელს.”;

ჩ) 34-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„34. სარეგისტრაციოდ იმპორტირებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ნიმუშები ექვემდებარებიან საბაჟო გაფორმებას და იმპორტიორ ორგანიზაციაში შემოსავალში აყვანას. ამ ნიმუშების რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ორგანოსათვის გადაცემა ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.”;

ც) 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. აკრძალულია წინასწარი ნებართვის მოწმობის მესამე პირისათვის გადაცემა.”;

ძ) 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„36. ეს წესი ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე და კლინიკო-ლაბორატორიული, ფარმაცევტული და სამედიცინო დანიშნულების პრეკურსორებზე.”.

4. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №2

განცხადება-დეკლარაციის ტიპური ბლანკის ფორმა ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების საიმპორტო ოპერაციის განხორციელებისათვის

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის

კონტროლის ბიუროს

––––––––––––––––––––––––––––––––

იმპორტიორი ორგანიზაციის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა - დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა

გთხოვთ დაგვრთოთ ნება, რათა ––––––––––––––––––––––––––––––––

ექსპორტიორი ქვეყნის, ორგანიზაციის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– - დან

განვახორციელოთ შემდეგი კონტროლირებადი ნივთიერებების იმპორტი:

1.

2.

3.

(შემოსატანი კონტროლირებადი ნივთიერებების სავაჭრო და გენერიკული დასახელება, წამლის ფორმის, დოზის ერთეულისა და შემოსატანი რაოდენობისა და მწარმოებელი ფირმის ჩვენებით)

აღნიშნული კონტროლირებადი ნივთიერებები

გამოყენებული იქნება –––––––––––––––––––––– მიზნებისათვის.

იმპორტი განხორციელდება

––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სახელმწიფოს გავლით –––––––––––––––––            (ტრანსპორტის სახეობა, რომლის საშუალებითაც განხორციელდება იმპორტი) (სატრანზიტო ქვეყანა)

საქართველოს საზღვრის გადაკვეთის პუნქტია ––––––––––––––––––––––––––––

ტვირთის შემოტანის ვადაა ––––––––––––

ვადასტურებ, რომ ამ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაცია და წარმოდგენილი დოკუმენტაცია არის სწორი. ამასთან, ვიღებ ვალდებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადებში წარმოვადგინოთ ინფორმაცია ამ განცხადება-დეკლარაციის საფუძველზე განხორციელებული იმპორტის შესახებ.

იმპორტიორი ორგანიზაციის პასუხისმგებელი

პირის ხელმოწერა –––––––––––– თარიღი        ბ.ა.“.

5. დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №3

განცხადება-დეკლარაციის ტიპური ბლანკის ფორმა ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების საექსპორტო ოპერაციის განხორციელებისათვის

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის

კონტროლის ბიუროს

––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ექსპორტიორი ორგანიზაციის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა - დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა

გთხოვთ დაგვრთოთ ნება, რათა ––––––––––––––––––––––––––––––––

იმპორტიორი ქვეყნის, ორგანიზაციის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– - ს

მივაწოდოთ შემდეგი კონტროლირებადი ნივთიერებები:

1.

2.

 (გასატანი კონტროლირებადი ნივთიერებების სავაჭრო და გენერიკული დასახელება, წამლის ფორმის, დოზის ერთეულისა და გასატანი რაოდენობისა და მწარმოებელი ფირმის ჩვენებით)

აღნიშნული კონტროლირებადი ნივთიერებები

გამოყენებული იქნება –––––––––––––––––––––– მიზნებისათვის.

ექსპორტი განხორციელდება

–––––––––––––––––––––––––––––––––––––სახელმწიფოს გავლით ––––––––––––––

(ტრანსპორტის სახეობა, რომლის საშუალებითაც განხორციელდება ექსპორტი) (სატრანზიტო ქვეყანა)

ტვირთი გატანილი იქნება –––––––––––––– საბაჟო პუნქტიდან        ––––––––––––––

 (ტვირთის გატანის ვადა)

იმპორტიორი ქვეყნის საიმპორტო ნებართვის

მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი ––––––––––––––––

ვადასტურებ, რომ ამ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაცია და წარმოდგენილი დოკუმენტაცია არის სწორი. ამასთან, ვიღებ ვალდებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადებში წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ამ განცხადება-დეკლარაციის საფუძველზე განხორციელებული იმპორტის შესახებ.

ექსპორტიორი ორგანიზაციის პასუხისმგებელი

პირის ხელმოწერა –––––––––––– თარიღი        ბ.ა.“.

6. დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი № 4

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და                           Ministry of Labour,Health and

სოციალური დაცვის სამინისტრო                                              Social Affairs of Georgia

__________________________________________________________________________________

წინასწარი ნებართვის მოწმობა ნარკოტიკული საშუალებების იმპორტზე

PRELIMINARY CERTIFICATE ON NARCOTIC DRUGS IMPORT

No 0000

სამინისტრო, რომელსაც დაკისრებული აქვს 1961 წლის ერთიანი კონვენციით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებებისა და მათი წარმოებულების შესახებ კანონის გამოყენება, ნებას რთავს

Ministry, responsible to carry into effect law about narcotic drugs and their derivatives, according to the Convention on narcotic drugs 1961, permit

იმპორტიორი ქვეყნის, ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

Name of importing organization and juridical address:

შემოიტანოს საქართველოში ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 to import in Georgia (საბაჟო პუნქტის დასახელება) (customs office)

ექსპორტიორი ქვეყნის, ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

 Name of exporting country, organization and

 juridical address:

შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები%

The following narcotic drugs:

პრეპარატის (ნივთიერების) დასახელება, რაოდენობა, ფარმაცევტული ფორმა

Name amount pharmaceutical form and of the imported substances

ტრანსპორტის სახეობა

sort of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––

აღნიშნული გამოყენებული იქნება

which will be used –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ნებართვის გაცემის თარიღი

Date of certificate issue „–––––¨ ––––––––––––– 200

ნებართვის მოქმედების ვადა

Date of expiry „–––––¨ ––––––––––––– 200

ხელმოწერა

ბ.ა.

გვერდი 1

იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს დასტური წინამდებარე ნებართვით გათვალისწინებული ნივთიერებების ფაქტობრივი რაოდენობის იმპორტის შესახებ

Importing country's customs indorsement on import of actual amount of substanses present certificate

გთხოვთ შევსებული და დამოწმებული დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:

380160 თბილისი, კონსტანტინე გამსახურდიას გამზ. 30

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

Please return to:

Ministry of Laboyr, Health and Social Affაიrs of Georgia

Konstantine Gamsakhurdia avenue 30, 380160, Tbilisi, Georgia.

“.

გვერდი 2

7. დანართი №5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №5

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და                Ministry of Labour, Health and

 სოციალური დაცვის სამინისტრო                                 Social Affairs of Georgia

წინასწარი ნებართვის მოწმობა ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტზე

PRELIMINARY CERTIFICATE ON PSYCHOTROPIC SUBSTANCES IMPORT

No 0000

სამინისტრო, რომელსაც დაკისრებული აქვს 1971 წლის ერთიანი კონვენციით გათვალისწინებული ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი წარმოებულების შესახებ კანონის გამოყენება, ნებას რთავს

Ministry, responsible to carry into effect law about psychotropic substances and their derivatives, according to the Convention on psychotropic substances 1971, permit

იმპორტიორი ქვეყნის, ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

Name of importing organization and juridical address:

შემოიტანოს საქართველოში ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

to import in Georgia (საბაჟოს დასახელება) (customs office)

ექსპორტიორი ქვეყნის, ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

 Name of exporting country, organization and

 juridical address:

შემდეგი ფსიქოტროპული საშუალებები:

The following psychotropic substances

პრეპარატის (ნივთიერების) დასახელება, რაოდენობა, ფარმაცევტული ფორმა

Name amount pharmaceutical form and of the imported substances

ტრანსპორტის სახეობა

sort of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––

აღნიშნული გამოყენებული იქნება

which will be used –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ნებართვის გაცემის თარიღი

Date of certificate issue ¨–––––¨ ––––––––––––– 200

ნებართვის მოქმედების ვადა

Date of expiry ¨–––––¨ ––––––––––––– 200

ხელმოწერა

ბ.ა.“.

გვერდი 1

იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს დასტური წინამდებარე ნებართვით გათვალისწინებული ნივთიერებების ფაქტობრივი რაოდენობის იმპორტის შესახებ

Importing country's customs indorsement on import of actual amount of substanses present certificate

გთხოვთ შევსებული და დამოწმებული დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:

380160 თბილისი, კონსტანტინე გამსახურდიას გამზ. 30

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

Please return to:

Ministry of Laboyr, Health and Social Affაიrs of Georgia

Konstantine Gamsakhurdia avenue 30, 380160, Tbilisi, Georgia.

“.

გვერდი 2

8. დანართი №6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №6

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და                Ministry of Labour, Health and

 სოციალური დაცვის სამინისტრო                                 Social Affairs of Georgia

_______________________________________________________________________________

წინასწარი ნებართვის მოწმობა „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორების იმპორტზე

PRELIMINARY CERTIFICATE ON PRECURSORS IMPORT SPECIFIED

BY CONVENTION 1988

No 0000

სამინისტრო, რომელსაც დაკისრებული აქვს „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ გაეროს 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორებისა და ქიმიური ნივთიერებების შესახებ კანონის გამოყენება, ნებას რთავს

Ministry on narcotic drugs control, responsible to carry into effect law about chemical substances, according to the Convention on chemical substances, 1988, permit:

იმპორტიორი ქვეყნის, ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

Name of importing organization and juridical address:

შემოიტანოს საქართველოში ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

to import in Georgia (საბაჟოს დასახელება) (customs office)

ექსპორტიორი ქვეყნის, ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

 Name of exporting country, organization and

 juridical address:

შემდეგი პრეკურსორები:

The following precursors:

პრეპარატის (ნივთიერების) დასახელება, რაოდენობა, ფარმაცევტული ფორმა

Name amount pharmaceutical form and of the imported substances

ტრანსპორტის სახეობა

sort of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––

აღნიშნული გამოყენებული იქნება

which will be used –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ნებართვის გაცემის თარიღი

Date of certificate issue „–––––¨ ––––––––––––– 200

ნებართვის მოქმედების ვადა

Date of expiry „–––––¨ ––––––––––––– 200

ხელმოწერა

ბ.ა.“.

გვერდი 1

იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს დასტური წინამდებარე ნებართვით გათვალისწინებული ნივთიერებების ფაქტობრივი რაოდენობის იმპორტის შესახებ

Importing country's customs indorsement on import of actual amount of substanses present certificate

გთხოვთ შევსებული და დამოწმებული დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:

380160 თბილისი, კონსტანტინე გამსახურდიას გამზ. 30

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

Please return to:

Ministry of Laboyr, Health and Social Affაიrs of Georgia

Konstantine Gamsakhurdia avenue 30, 380160, Tbilisi, Georgia.

“.

გვერდი 2

9. დანართი 7 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №7

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და               Ministry of Labour, Health and

სოციალური დაცვის სამინისტრო                                  Social Affairs of Georgia

__________________________________________________________________________________

წინასწარი ნებართვის მოწმობა ნარკოტიკული საშუალებების ექსპორტზე

PRELIMINARY CERTIFICATE ON NARCOTIC DRUGS EXPORT

No 0000

სამინისტრო, რომელსაც დაკისრებული აქვს 1961 წლის ერთიანი კონვენციით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებებისა და მათი წარმოებულების შესახებ კანონის გამოყენება, ნებას რთავს

Ministry, responsible to carry into effect law about narcotic drugs and their derivatives, according to the Convention on narcotic drugs 1961, permit

ექსპორტიორი ქვეყნის, ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

Name of exporting organization and juridical address:

გაიტანოს საქართველოდან –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

to export from Georgia (საბაჟოს დასახელება) (customs office)

იმპორტიორი ქვეყნის ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

 Name of impporting country, organization and

 juridical address:

შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები%

The following narcotic drugs:

პრეპარატის (ნივთიერების) დასახელება, რაოდენობა, ფარმაცევტული ფორმა

Name amount pharmaceutical form and of the imported substances

ტრანსპორტის სახეობა

sort of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––

საიმპორტო წინასწარი ნებართვის № და გაცემის თარიღი:

Importing preliminary certificate N and date of expiry:

აღნიშნული გამოყენებული იქნება

which will be used –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ნებართვის გაცემის თარიღი

Date of certificate issue ¨–––––¨ ––––––––––––– 200

ნებართვის მოქმედების ვადა

Date of expiry ¨–––––¨ ––––––––––––– 200

ხელმოწერა

ბ.ა.“.

გვერდი 1

Endorsement by importing country

Please return to:

Ministry of Laboyr, Health and Social Affers of Georgia

Konstantine Gamsakhurdia avenue 30, 380160, Tbilisi, Georgia

ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს დასტური წინამდებარე ნებართვით გათვალისწინებული ნივთიერებების ფაქტობრივი რაოდენობის ექსპორტის შესახებ

Exporting country's customs indorsement on export of actual amount of substanses specified by present certificate

გთხოვთ შევსებული და დამოწმებული დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:

380160 თბილისი, კონსტანტინე გამსახურდიას გამზ. 30

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

Please return to:

Ministry of Laboyr, Health and Social Affაიrs of Georgia

Konstantine Gamsakhurdia avenue 30, 380160, Tbilisi, Georgia.

“.

გვერდი 2

10. დანართი 8 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი № 8

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და               Ministry of Labour, Health and

სოციალური დაცვის სამინისტრო                                 Social Affairs of Georgia

_______________________________________________________________________________

წინასწარი ნებართვის მოწმობა ფსიქოტროპული ნივთიერებების ექსპორტზე

PRELIMINARY CERTIFICATE ON PSYCHOTROPIC SUBSTANCES EXPORT

No 0000

სამინისტრო, რომელსაც დაკისრებული აქვს 1971 წლის კონვენციით გათვალისწინებული ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი წარმოებულების შესახებ კანონის გამოყენება, ნებას რთავს

Minisrty, responsible to carry into effect law about psychotropic substances and their derivatives, according to the Convention on psychotropic substances 1971, permit

ექსპორტიორი ქვეყნის, ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

Name of exporting organization and juridical address:

გაიტანოს საქართველოდან –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

to export from Georgia (საბაჟოს დასახელება) (customs office)

იმსპორტიორი ქვეყნის ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

 Name of impporting country organization and

 juridical address:

შემდეგი ფსიქოტროპული საშუალებები:

The following psychotropic substances

პრეპარატის (ნივთიერების) დასახელება, რაოდენობა, ფარმაცევტული ფორმა

Name amount pharmaceutical form and of the imported substances

ტრანსპორტის სახეობა

sort of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––

საიმპორტო წინასწარი ნებართვის N და გაცემის თარიღი:

Importing preliminary certificate N and date of expiry:

აღნიშნული გამოყენებული იქნება

which will be used –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ნებართვის გაცემის თარიღი

Date of certificate issue ¨–––––¨ ––––––––––––– 200

ნებართვის მოქმედების ვადა

Date of expiry ¨–––––¨ ––––––––––––– 200

ხელმოწერა

ბ.ა.“.

გვერდი 1

Endorsement by importing country

Please return to:

Ministry of Laboyr, Health and Social Affers of Georgia

Konstantine Gamsakhurdia avenue 30, 380160, Tbilisi, Georgia

ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს დასტური წინამდებარე ნებართვით გათვალისწინებული ნივთიერებების ფაქტობრივი რაოდენობის ექსპორტის შესახებ

Exporting country's customs indorsement on export of actual amount of substanses specified by present certificate

გთხოვთ შევსებული და დამოწმებული დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:

380160 თბილისი, კონსტანტინე გამსახურდიას გამზ. 30

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

Please return to:

Ministry of Laboyr, Health and Social Affაიrs of Georgia

Konstantine Gamsakhurdia avenue 30, 380160, Tbilisi, Georgia.

“.

გვერდი 2

11. დანართი 9 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №9

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და               Ministry of Labour,Health and

სოციალური დაცვის სამინისტრო                                 Social Affairs of Georgia

წინასწარი ნებართვის მოწმობა „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“

1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორების ექსპორტზე

PRELIMINARY CERTIFICATE ON PRECURSORS EXPORT SPECIFIED BY CONVENTION 1988

No 0000

სამინისტრო, რომელსაც დაკისრებული აქვს „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორებისა და

Ministry, responsible to carry into effect law about chemical substances, according to the Convention on chemical substances, 1988, permit:

ექსპორტიორი ქვეყნის, ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

Name of exporting organization and juridical address:

გაიტანოს საქართველოდან –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

to export from Georgia (საბაჟოს დასახელება) (customs office)

იმპორტიორი ქვეყნის ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი:

 Name of impporting country, organization and

 juridical address:

შემდეგი პრეკურსორები:

The following precursors:

პრეპარატის (ნივთიერების) დასახელება, რაოდენობა, ფარმაცევტული ფორმა

Name amount pharmaceutical form and of the imported substances

ტრანსპორტის სახეობა

sort of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––

საიმპორტო წინასწარი ნებართვის № და გაცემის თარიღი

Importing preliminary certificate N and date of expiry:

აღნიშნული გამოყენებული იქნება

which will be used –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ნებართვის გაცემის თარიღი

Date of certificate issue ¨–––––¨ ––––––––––––– 200

ნებართვის მოქმედების ვადა

Date of expiry ¨–––––¨ ––––––––––––– 200

ხელმოწერა

ბ.ა.“.

გვერდი 1

Endorsement by importing country

Please return to:

Ministry of Laboyr, Health and Social Affers of Georgia

Konstantine Gamsakhurdia avenue 30, 380160, Tbilisi, Georgia

ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს დასტური წინამდებარე ნებართვით გათვალისწინებული ნივთიერებების ფაქტობრივი რაოდენობის ექსპორტის შესახებ

Exporting country's customs indorsement on export of actual amount of substanses specified by present certificate

გთხოვთ შევსებული და დამოწმებული დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:

380160 თბილისი, კონსტანტინე გამსახურდიას გამზ. 30

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

Please return to:

Ministry of Laboyr, Health and Social Affაიrs of Georgia

Konstantine Gamsakhurdia avenue 30, 380160, Tbilisi, Georgia.

გვერდი 2

12. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვლ. ჭიპაშვილი