დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 424 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.024819 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/12/2024 - 22/12/2025)
|
| მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული:
1. „სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის მომსახურების საფასურები“ (დანართი №1). 2. „სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურის განსაზღვრის წესი“ (დანართი №2). 3. „სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურების ჩამონათვალი“ (დანართი №3). |
| მუხლი 2 |
სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასური ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დანართში მოცემული ფორმულით გამოიანგარიშება იმ შემთხვევაში, თუ მომსახურებისათვის საფასური არ არის განსაზღვრული ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალში. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების დანართი №1-ის ცხრილი 2-ით განსაზღვრული საფასურები არ ვრცელდება სასამართლო ხელისუფლების ან/და საგამოძიებო ორგანოებისათვის. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების დანართი №1-ის ცხრილი 2-ით განსაზღვრული საფასურების 10%-იანი ფასდაკლება გავრცელდეს იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვთ განსაზღვრული მცირე ან მიკრობიზნესის სტატუსი. |
| მუხლი 5 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის №503 დადგენილება. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი №1
|
„სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის მომსახურების საფასურები“
საქართველოს სტანდარტ(ებ)ის შემუშავებისა და რეგისტრაციის საფასური (ცხრილი 1) |
სტანდარტების საფასური (ცხრილი 2)
საქართველოს სტანდარტების კითხვის საფასური (ცხრილი 3)
დანართი №2
სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურის განსაზღვრის წესი სამუშაოების ღირებულება გამოითვლება კონკრეტული სამუშაოს მიხედვით, შემდეგი ფორმულით: C = 3,33 TA + 1,1L სადაც: C – სამუშაოების სახელშეკრულებო ფასი; T – სამუშაოზე დახარჯული დრო – კაც/საათი; A – სამუშაოს შემსრულებლის საშუალო გამომუშავება საათში (A=11.2 ლარი); L – სამივლინებო და საწვავის ხარჯი; 3,33 –კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ პირდაპირ და ზედნადებ ხარჯებს. 1.1 კოეფიცინეტი, რომელიც ითვალისწინებს ანაზღაურებული ხარჯების დაბეგვრას, რადგანაც, ანაზღაურებული ხარჯები აღირიცხება როგორც სააგენტოს შემოსავალი. შენიშვნა: 1. დაკალიბრების ან/და დამოწმების ჩატარებისათვის საჭირო დროის ხანგრძლივობა (T) განსაზღვრულია სააგენტოს პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და „მეთოდური ინსტრუქციის მი – 2322-99 გაზომვის საშუალებების დამოწმებაზე დროის ტიპური ნორმები“ ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით. 2. A – სააგენტოს საშუალო ანაზღაურების მაჩვენებელი კაც/საათი. 3. (L) სამივლინებო და საწვავის ხარჯი საფასურს ემატება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესასრულებლად საჭიროა მივლინება.
დანართი №3
შენიშვნა: * – აღნიშნული დიაპაზონის დაფარვისათვის დამკვეთის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამატებითი ეტალონური საწონები;
* * – იგულისხმება 1 ერთეულის ფასი.
[1]სახელმწიფოთაშორისო სტანდარტები (გოსტ) საქართველოში სამოქმედოდ დაშვებულია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების 1992 წლის 13 მარტის შეთანხმების „სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციისა და მეტროლოგიის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ“ საფუძველზე, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1995 წელს. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები