საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად, დამტკიცდეს „არასასურსათო საქონლით საკომისიო ვაჭრობის წესები“

საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად, დამტკიცდეს „არასასურსათო საქონლით საკომისიო ვაჭრობის წესები“
დოკუმენტის ნომერი 125/57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ურთიერთობების მინისტრი
მიღების თარიღი 19/12/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
ძალის დაკარგვის თარიღი 25/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000160.01(2).00.000207
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
125/57
19/12/1996
ვებგვერდი
000000160.01(2).00.000207
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად, დამტკიცდეს „არასასურსათო საქონლით საკომისიო ვაჭრობის წესები“
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ურთიერთობების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/12/2024 - 23/10/2006)

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს

ერთობლივი ბრძანება №125/57

1996 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის 596 ბრძანებულების შესაბამისად, დამტკიცდეს „არასასურსათო საქონლით საკომისიო ვაჭრობის წესები“

 

1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე წესები არეგულირებენ არასასურსათო საქონლით საკომისიო ვაჭრობის წესს კომისიის ხელშეკრულების საფუძველზე, დადებულს საკომისიო ვაჭრობის განმახორციელებელ, საქონლის კომისიაზე მიმღები საწარმოს, ინდივიდუალურ მეწარმესა (შემდგომში კომისიონერად წოდებულ) და საქონლის კომისიაზე ჩამბარებელ მოქალაქეს (საწარმოს, ორგანიზაციას, დაწესებულებას – შემდგომში კომიტენტად წოდებულს) შორის, აღნიშნული საქონლის საცალო გაყიდვით კომისიონერის მიერ მოგების მიღების მიზნით, აგრეთვე არეგულირებენ ურთიერთობას კომისიონერსა და მოქალაქე-მყიდველს შორის კომისიაზე მიღებული საქონლის ყიდვა-გაყიდვისას.

1.2. კომისიის ხელშეკრულების, მასთან თანდართული კომისიაზე მისაღები საქონლის ნუსხა და სასაქონლო იარლიყის სანიმუშო ფორმები მუშავდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. კომისიის ხელშეკრულება დანართით დგება ორ ეგზემპლარად, პირველი ეძლევა კომიტენტს, ხოლო მეორე რჩება კომისიონერს. კომისიის ხელშეკრულებების ბლანკები, კომისიაზე მიღებული საქონლის ნუსხა, სასაქონლო იარლიყები მზადდება კომისიონერის მიერ. დანახარჯები ამ მიზნისათვის მიეკუთვნება კომისიონერის მიმოქცევის ხარჯებს.

1.3. წინამდებარე წესები ვრცელდება ყველა საწარმოზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, რომლებიც ახორციელებენ არასასურსათო საქონლით საკომისიო ვაჭრობას, საკუთრების ფორმის მიუხედავად.

1.4. კომისიაზე საქონელი მიიღება საქართველოს მოქალაქეებისაგან, უცხოელი მოქალაქეებისაგან, მოქალაქეობის არმქონე პირებისა და აგრეთვე საწარმოებისაგან (ორგანიზაციებისაგან, დაწესებულებებისაგან)  მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

1.5. არასასურსათო საქონლით საკომისიო ვაჭრობის განმახორციელებელი საწარმოს სტრუქტურული ქვედანაყოფის სპეციალიზაცია განისაზღვრება კომისიონერის მიერ საწარმოს წესდების და წინამდებარე წესების შესაბამისად.

1.6. კომისიაზე მიღებული საქონლის გასაყიდი ფასი, საკომისიო გასამრჯელოს ოდენობა, კომისიონერის მიერ საქონლის შენახვაზე ხარჯების ანაზღაურება, წინამდებარე წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის ჩამოფასების ოდენობა, ჩამოფასების ჩატარების წესი, საქონლის რეალიზაციის ვადები ჩამოფასებამდე და შემდეგ განისაზღვრება კომისიის ხელშეკრულებით.

1.7. კომიტენტს რჩება კომისიაზე მიღებული საქონლის საკუთრების უფლება მყიდველისათვის მისი მიყიდვის (გადაცემის) მომენტამდე.

1.8. კომისიონერი სრულად აგებს პასუხს კომიტენტის წინაშე კომისიაზე მიღებული საქონლის დაკარგვისა და დაზიანებისათვის კომიტენტისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ზომა და წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა ზარალის ანაზღაურების ზომისა და წესის შესახებ გადაიჭრება სასამართლოს მეშვეობით.

1.9. არასასურსათო საქონლით საკომისიო ვაჭრობაზე ვრცელდება ცალკეული სახის საქონლის გაყიდვის წესების მოქმედება, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ შესაბამისად.

1.10. კომისიის ხელშეკრულებითა და წინამდებარე წესებით გათვალისწინებული კომისიონერისა  კომიტენტის მიერ შესაბამისი მოქმედების შესრულების დაწყების ვადა აითვლება მათი გაფორმების მეორე დღიდან, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეების ჩაუთვლელად.

1.11. კომისიონერსა და კომიტენტს შორის წარმოშობილი დავა კომისიის ხელშეკრულების პირობების შესრულების შესახებ განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

1.12. კომისიონერს შეუძლია კომიტენტს გაუწიოს დამატებითი ფასიანი მომსახურება საქონლის სახლში მიღებისა და შეფასების, მსხვილგაბარიტიანი საქონლის კომიტენტისაგან მაღაზიაში მიტანისა და სხვა სახით.

1.13. არასასურსათო საქონლით საკომისიო ვაჭრობის საკომისიო ოპერაციების გაფორმება, საბუღალტრო აღრიცხვა და სტატისტიკური ანგარიშგება წარმოებს კომისიონერის მიერ დადგენილი წესით.

1.14. წინამდებარე წესები გამოიკვრება კომისიონერის მიერ საკომისიო ვაჭრობის განმახორციელებელი საწარმოს სავაჭრო დარბაზში თვალსაჩინო ადგილას.

 

2. საქონლის მიღება კომისიაზე

2.1. კომისიაზე მიიღება არასასურსათო საქონელი ახალი, ნახმარი, მოხმარებისათვის ვარგისი, რომელიც არ საჭიროებს რემონტს, რესტავრაციას, პასუხობს სანიტარიულ ნორმებს და მოთხოვნებს. საქონლის ცვეთის ხარისხი, თუ ის ვარგისია მოხმარებისათვის, არ შეიძლება ჩაითვალოს კომისიაზე საქონლის მიღების უარის საფუძვლად.

2.2. ავტომობილები, მოტოციკლეტები, ტრაქტორები, თვითმავალი მანქანები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები (შემდგომში სატრანსპორტო საშუალებებად წოდებული), მათთან ნორმიანი აგრეგატები: ძრავები, სავალი ნაწილი, ძარები, ჩარჩოები, რომლებიც ექვემდებარებიან რეგისტრაციას დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის ორგანოში, საქართველოში თვითმავალი მანქანების და სხვა სახის ტექნიკის ტექნიკურ მდგომარეობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებში (ზედამხედველობის ორგანოები), კომისიაზე მიიღება ამ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათთან აგრეგატებზე საკუთრების დამადასტურებელი და გაყიდვასთან დაკავშირებით საგზაო პოლიციაში მათი აღრიცხვიდან მოხსნის დოკუმენტების, აგრეთვე, საგზაო პოლიციის საქტექზედამხედველობის ორგანოების მიერ გაცემულ დროებითი სარეგისტრაციო ნიშნის –- „ტრანზიტის“ არსებობის შემთხვევაში. საქართველოს ტერიტორიაზე საზღვარგარეთიდან შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებები კომისიაზე მიიღება საქართველოს საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით.

2.3. ანტიკვარული საგნების კომისიაზე მიღება და გაყიდვა ხორციელდება წინამდებარე წესების შესაბამისად.

2.4. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობანი კომისიაზე მიიღება მათთვის წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად, გათვალისწინებული ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან დამზადებული  ნაწარმის გაყიდვის წესებში. სავაჭრო დარბაზში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს ინფორმაცია: საქართველოში დაწესებული ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული საიუველირო ნაწარმის სახელმწიფო სადამღო ნიშნებისა და სინჯის, დამღის დასმის წესის, მოქმედი წესის შესაბამისად მოსახლეობისაგან შესასყიდი ძვირფასი ლითონების, ქვების ნაკეთობათა და ჯართის დადგენილი ფასების შესახებ და სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან დამზადებული საიუველირო ნაწარმის კომისიაზე ჩაბარებისა და შესყიდვისათვის.

2.5. ნებადართულია მიღებულ იქნეს კომისიაზე სამოქალაქო იარაღი (გაზის – თავდაცვისათვის, სპორტული, სამონადირეო, აგრეთვე მათი ვაზნები) და მათი გაყიდვა განხორციელდეს საქართველოს კანონის „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“ შესაბამისად.

2.6. გაზის ქურები და ბალონები მიიღება კომისიაზე მათი შემდგომი ხმარებისათვის ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობისას, რომელიც გაიცემა გაზის მეურნეობის შესაბამისი სამსახურების მიერ.

2.7. კომისიაზე არ მიიღება: საქონელი, რომელიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან ან რომელთა საცალო ვაჭრობა (თავისუფალი რეალიზაცია) აკრძალულია ან შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით; საბრძოლო და სამსახურებრივი იარაღი; სამხედრო იარაღი და სამხედრო ასორტიმენტის სხვა საქონელი, სამხედრო აღჭურვილობა;

საპარფიუმერო-კოსმეტიკური საქონელი არაქარხნული შეფუთვით სამკურნალწამლო საშუალებები და სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობანი.

2.8. საქონლის კომისიაზე მიღებისას დგება მიღებული საქონლის ნუსხა, როგორც საკომისიო ხელშეკრულების დანართი. თითოეულ საქონელზე მაგრდება სასაქონლო იარლიყი, ხოლო არაძვირ საქონელზე (საათი, მძივი, გულსამაგრი და სხვა მსგავსი ნაკეთობანი) – ფასმაჩვენებლები კომისიის ხელშეკრულების ნომრის და გასაყიდი ფასის ჩვენებით. ერთდროულად მიეცემა საქონლის მდგომარეობის დახასიათება (ახალი, ნახმარი, ცვეთის დონე, მიეთითება სხვა ძირითადი სასაქონლო ნიშნები), რომელიც აღინიშნება კომისიაზე მიღებული საქონლის ნუსხაში და სასაქონლო იარლიყზე. კომისიაზე სატრანსპორტო საშუალებების მიღებისას დახასიათებაში აუცილებლად მიეთითება საიდენტიფიკაციო ნომერი, მარკა, სატრანსპორტო საშუალების მოდელი, დასახელება (ტიპი), გამოშვების წელი, ძრავის, სავალი ნაწილის, ძარის სარეგისტრაციო ნიშნის “ტრანზიტის” ნომრები, ძარის ფერი, სპიდომეტრის მიხედვით გარბენი, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის სერია და ნომერი.

კომისიაზე მიღებული საქონლის ნუსხასა და სასაქონლო იარლიყს ხელს აწერს კომისიონერი და კომიტენტი.

2.9 კომისიაზე საქონელი მიიღება: მოქალაქეებისაგან პასპორტის ან მისი შემცვლელი პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენისას; საწარმოებისაგან (ორგანიზაციებისაგან, დაწესებულებებისაგან,) ზედდებულის, რომელიც გაფორმებულია და გაცემულია დადგენილი წესით საწარმოს (ორგანიზაციის, დაწესებულების) უფლებამოსილ პირზე და მისი პასპორტის ან სხვა დოკუმენტის – მისი პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენისას.

2.10. მსხვილგაბარიტიანი საქონელი, რომელიც მიეწოდება კომისიონერს ავტოტრანსპორტით კომიტენტის შეკვეთით მისი არყოფნისას, უნდა იქნეს მიღებული კომისიაზე არაუგვიანეს მეორე დღისა. კომიტენტის ამ ვადაში არგამოცხადების შემთხვევაში მისგან ამოიღება გადასახადი, რომელიც აანაზღაურებს კომისიონერის დანახარჯებს საქონლის შენახვაზე.

 

3. კომისიაზე მიღებული საქონლის გასაყიდი ფასისა და საკომისიო შემოსავლის ოდენობის განსაზღვრა

3.1. კომისიონერმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კომიტენტს კომისიაზე ჩაბარებულ საქონელზე მოქმედი თავისუფალი საცალო ფასების, მათზე მოთხოვნისა და მიწოდების მდგომარეობის შესახებ.

3.2. კომისიონერსა და კომიტენტს შორის საქონლის შეთანხმებული გასაყიდი ფასი უნდა მიეთითოს კომისიაზე მიღებული, კომისიის ხეკშეკრულებასთან თანდართული საქონლის ნუსხაში, სასაქონლო იარლიყსა ან ფასმაჩვენებლებზე.

3.3. საკომისიო შემოსავლის ოდენობა დგინდება პროცენტებში ფასთან, რომლითაც გაყიდულია საქონელი, ის შეიძლება იყოს დიფერენცირებული ცალკეული ან სასაქონლო ჯგუფების მიხედვით კომისიონერსა და კომიტენტს შორის შეთანხმებული საკომისიო შემოსავლის ოდენობა ფიქსირდება კომისიის ხელშეკრულებაში.

3.4. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობათა ფასის დადგენისას, მათ შორის, მათი ჩამოფასების შემდეგაც თანხა, რომელიც ექვემდებარება კომიტენტისადმი გადახდას, არ შეიძლება იყოს იმ ფასზე დაბალი, რომელიც დადგენილია მოსახლეობისაგან ძვირფასი ლითონების, ქვების ნაწარმისა და ჯართის შესყიდვის მოქმედი წესის შესაბამისად.

 

4. კომისიაზე მიღებული საქონლის ჩამოფასება

კომისიაზე მიღებული საქონლის ჩამოფასების წესი და ოდენობა თანხმდება კომისიონერსა და კომიტენტს შორის ხელშეკრულების დადებისას შემდეგი პირობების დაცვით: კომისიაზე მიღებული და კომისიის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (მათ შორის, ჩამოფასების შემდეგაც) არარეალიზებული საქონლის გასაყიდი ფასი შეიძლება იყოს შემცირებული მხოლოდ კომიტენტის თანხმობის არსებობის შემთხვევაში გამოძახებით ან მის გარეშე; საქონლის ჩამოფასების შეთანხმებული ოდენობა დგინდება ამ საქონელზე მოთხოვნისა და მიწოდების გათვალისწინებით და უნდა უზრუნველყოს მისი რეალიზაცია კომიტენტისათვის შეძლებისდაგვარად მეტად მომგებიან ფასებში; ერთი და იგივე საქონლის ჩამოფასება შეიძლება მოხდეს არაუმეტეს სამჯერ (კომისიონერის თანხმობის შემთხვევაში ჩამოფასების რიცხვი შეიძლება გაზრდილ იქნეს); კომიტენტის გამოძახება პირველი და მეორე ჩამოფასებისას არ არის აუცილებელი, თუ სხვა რამე არ არის გათვალისწინებული კომისიის ხელშეკრულებით; საქონლის მესამე ჩამოფასება ტარდება კომიტენტის გამოძახებით. კომიტენტის გამოძახების საშუალება და მისი გამოცხადების ვადები მხარეთა მიერ ხდება შეთანხმებით, კომიტენტის მხრიდან მესამე ჩამოფასებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას უბრუნდება საქონელი და იგი უნაზღაურებს კომისიონერს მისი საქონლის შენახვაზე გაწეულ დანახარჯებს. თუ კომიტენტი არ ცხადდება გამოძახებისას, მაშინ კომისიონერს უფლება აქვს შეამციროს საქონელზე ფასი მის სარეალიზაციო ფასამდე; კომიტენტის თანხმობისა და გამოძახების გარეშე კომისიონერის მიერ საქონლის მესამე ჩამოფასებისა და ამ საქონლის გაყიდვის შემთხვევაში იგი უხდის კომიტენტს საქონლის რეალიზაციით მიღებულ თანხას დამატებული მეორე ჩამოფასებასა და რეალიზაციის ფასს შორის სხვაობას. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არ არის გაყიდული მესამე ჩამოფასების შემდეგ და კომისიონერმა მისცა თანხმობა დამატებით ჩამოფასებაზე მისი შემდგომი რეალიზაციისათვის, ყველა შემდგომი ჩამოფასების წესი დგინდება მხარეთა შეთანხმებით კომისიის ხელშეკრულებაში აუცილებელი დამატებების შეტანის შემდეგ, საქონლის რეალიზაციის შეთანხმებული ვადები მის ჩამოფასებამდე და შემდეგ დგინდება ანალოგიური საქონლის საშუალო ბრუნვადობის გათვალისწინებით, კომიტენტის სურვილისამებრ საქონლის ჩამოფასება შეიძლება განხორციელდეს კომისიის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებზე ადრე; საქონლის ჩამოფასება აისახება კომისიაზე მიღებულ კომისიის ხელშეკრულებასთან თანდართულ საქონლის ნუსხაში, საქონლის იარლიყზე და ფასმაჩვენებელზე.

 

5. კომისიაზე მიღებული საქონლის გაყიდვა

5.1. კომისიაზე მიღებული საქონელი სავაჭრო დარბაზში ხვდება მისი მიღების დღის არაუგვიანეს შემდეგი დღისა. საქონლის გაყიდვაში მოხვედრის დაგვიანების შემთხვევაში კომისიონერის მიზეზით ეს უკანასკნელი კომიტენტს უხდის პირგასამტეხლოს კომისიის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით, იმავდროულად კომიტენტს უფლება აქვს მოითხოვოს: კომისიონერისაგან კომისიის ხელშეკრულების გადაფორმება ახალ ვადაზე ან საქონლის დაბრუნება მისი შენახვის ხარჯების გადახდის გარეშე.

5.2. კომისიონერი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მყიდველის წინაშე პასუხს აგებს საქონლის მდგომარეობის მახასიათებლების შესაბამისობაზე, რომელიც დადგენილი იყო მისი კომისიაზე გასაყიდად მიღების დროს.

5.3. ახალი საქონელი ფარული ნაკლოვანებებით, რომელიც მისი კომისიაზე მიღებისას არ იქნა აღმოჩენილი და მისი მყიდველისათვის გაყიდვამდე (გადაცემამდე) გამომჟღავნდა, რეალიზაციიდან იხსნება და ექვემდებარება კომიტენტისათვის დაბრუნებას, თუ არ იქნა დამტკიცებული, რომ ნაკლოვანებები კომისიონერის გამო წარმოიშვა, კომისიონერისათვის მისი შენახვის ხარჯების გადახდის გარეშე. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს ამ საქონლის გამოყენების სხვა წესი.

5.4. კომისიაზე მიღებული საქონლის გაყიდვა ხორციელდება საკონტროლო-საკასო აპარატების გამოყენებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომისიონერი ვალდებულია მყიდველს შენაძენთან ერთად მისცეს საკასო ქვითარი, ხოლო ცალკეული სახის საქონლის (ანტიკვარული საგნები, ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობანი, ნატურალური ბეწვეული და სხვა) გაყიდვისას სასაქონლო ქვითარიც გადახდის შესახებ აღნიშვნით. მყიდველს უფლება  აქვს მოითხოვოს სასაქონლო ქვითრის გაცემა კომისიონერისაგან შეძენილ ნებისმიერ საქონელზე. სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან ნომრიანი აგრეგატების გაყიდვისას მყიდველს საკასო (სასაქონლო) ქვითრის გარდა ეძლევა საბუთი, რომელიც ადასტურებს საკუთრების უფლებას ამ საქონელზე და აუცილებელია მათი საგზაო პოლიციისა და საქტექზედამხედველობის ორგანოებში სარეგისტრაციოდ და აგრეთვე დროებითი სარეგისტრაციო ნიშანი – „ტრანზიტი“ სატრანსპორტო საშუალებებისათვის.

5.5. საგარანტიო ვადის მქონე საქონლის გაყიდვისას, თუ გარანტიის ვადა არ არის გასული, მყიდველს გადაეცემა კომიტენტისაგან მიღებული საგარანტიო ტალონი, ტექნიკური პასპორტი, სასერვისო წიგნაკი ან სხვა საბუთი, რომელიც ადასტურებს მყიდველის უფლებას დარჩენილი საგარანტიო ვადის გამოყენებაზე.

5.6. მყიდველს, რომელსაც მიეყიდა საქონელი ნაკლოვანებებით, თუ მათი არსებობა არ ეცნობა კომისიონერის მიერ, უფლება აქვს თავისი არჩევანის მიხედვით მოითხოვოს: კომისიაზე მიღებული საქონლის შესასყიდი ფასის სათანადო შემცირება, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაუქმება და ზარალის ანაზღაურება, ხოლო კომისიონერის თანხმობით – საქონლის ნაკლოვანებების უსასყიდლო აღმოფხვრა მყიდველის ან მესამე პირის მიერ, ნაკლოვანებების გამოსწორებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ანალოგიური მარკის (მოდელის, არტიკულის) საქონელზე შეცვლა..

5.7. კომისიონერისაგან შეძენილი ნახმარი საქონელი და გაუმართავ მდგომარებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ნაკლოვანებებიც წინასწარ ეცნობა მყიდველს, უკან არ მიიღება და არ გამოიცვლება.

 

6. კომისიონერის კომიტენტთან ანგარიშსწორების წესი გაყიდულ საქონელზე და მის დაბრუნებაზე

6.1. ფული გაყიდული საქონლისათვის კომიტენტს გადაეხდება არაუგვიანეს მესამე დღისა მისი გაყიდვიდან კომისიის ხელშეკრულების, პასპორტის ან მისი შემცვლელი პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის წარდგენისას. კომისიონერის მიზეზით კომიტენტისათვის ფულის გადახდის დაგვიანებისას, კომისიონერი უხდის კომიტენტს პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით. კომიტენტის სურვილით ფულის გადახდა გაყიდული საქონლის და პირგასამტეხლოსათვის შეიძლება განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო დაწესებულებების მეშვეობით.

6.2. ანგარიშსწორება გაყიდული საქონლისათვის კომისიონერსა და კომიტენტს (საწარმოს, ორგანიზაციას, დაწესებულებას) შორის ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო დაწესებულებების მეშვეობით.

6.3. კომიტენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს დაზუსტება კომისიონერისაგან კომისიაზე მიღებული საქონლისა, რომელიც არ არის გაყიდული, ხელშეკრულების, პასპორტის ან მისი შემცვლელი პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის წარდგენისას, კომისიონერისათვის შენახვაზე ხარჯების ანაზღაურებით.

6.4 კომისიაზე მიღებული, მაგრამ არგაყიდული საქონლის დაბრუნება, აგრეთვე გაყიდული საქონლის საფასურის ან პირგასამტეხლოს გადახდა კომისიონერის მიერ სხვა პირზე შეიძლება განხორციელდეს კომისიის ხელშეკრულების და დადგენილი წესით გაფორმებული კომიტენტის მიერ გაცემული მინდობილობის წარდგენისას.

 

7. კონტროლი

კონტროლს წინამდებარე წესების დაცვაზე ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური.

 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი                                           ვ. პაპავა

 

საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო

ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი                               კ. ზალდასტანიშვილი