„დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ“

„დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/10/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016456
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
25
17/10/2022
ვებგვერდი, 19/10/2022
010250050.35.156.016456
„დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ“
დმანისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/10/2022 - 26/12/2022)

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №25

2022 წლის 17 ოქტომბერი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები დანართი №1-ის შესაბამისად;
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 01 ნოემბრიდან;

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი



დანართი №1

 

დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები

1. ქალაქ დმანისში, 9 აპრილის ჩიხზე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა ბაზრიდან ფოსტის მიმართულებით წმინდა ნინოს ქუჩის კვეთამდე.

2. ქალაქ დმანისში, წმინდა ნინოს ქუჩიდან ცხრა აპრილის ჩიხის მიმართულებით, აიკრძალოს სატრანსპორტო საშუალებების შესვლა.