„დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016467
36
26/12/2022
ვებგვერდი, 29/12/2022
010250050.35.156.016467
„დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №36

2022 წლის 26 დეკემბერი

ქ. დმანისი

„დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ოქტომბრის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/10/2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016456) და დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2023 წლის 1 იანვრიდან;

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი

დანართი №1

დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები

1. ქალაქ დმანისში, 9 აპრილის ჩიხზე გაუქმდეს ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმი ბაზრიდან ფოსტის მიმართულებით წმინდა ნინოს ქუჩის კვეთამდე.

2. ქალაქ დმანისში, ცხრა აპრილის ჩიხზე  აიკრძალოს სატვირთო ავტომობილების გადაადგილება.