საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ

საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 479
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 300390000.10.003.023690
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
479
10/10/2022
ვებგვერდი, 11/10/2022
300390000.10.003.023690
საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/10/2022 - 27/06/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №479

2022 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ

მუხლი 1
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძ­ველ­ზე:

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგდანოვკაში 1,117,450 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №55.02.51.063.618 და №55.02.51.063.619) შეიქმნას საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (შემდგომში − საგარეჯოს თიზ), 50 წლის ვადით.

2. საგარეჯოს თიზ-ის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის უფლებამოსილებას განახორციელებს შპს „ასი გრუპ ჯორჯია“ (საიდენტიფიკაციო №406336004).

3. საგარეჯოს თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყებად გა­ნი­საზღვროს არაუგვიანეს 2023 წლის 1 სექტემბერი.  

4. საგარეჯოს თიზ-ის ფუნქციონირების დაწყების მიზნით, ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა  უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული  შპს „ასი გრუპ ჯორჯიას“ მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგდანოვკაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე სსიპ − შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 აგვისტოს №22395 ბრძანებაში მითითებული:

ა) საგარეჯოს თიზ-ისათვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთზე ფუნქციონირების დაწყებამდე საგარეჯოს თიზ-ის შესასვლელ-გამოსასვლელში საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა შემდეგი პირობების დაცვით:

ა.ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის (მათ შორის, ხელბარგის რენტგენოსკანერის) განთავსება წარმოდგენილი სიტუაციური გეგმის (ნახაზის) შესაბამისად;

ა.ბ) სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება;

ა.გ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა და შესაბამისად აღჭურვა (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);

ა.დ) საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერისა და კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით, ქსელით, ასევე სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან ამავე სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფა;

ა.ე) საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში სსიპ − შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით;

ა.ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა;

ბ) ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის პროცედურების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

5. საგარეჯოს თიზ-ის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით დაშვებულ იქნეს მხოლოდ საქონლის, საავტომობილო ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება.

6. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია სსიპ − შემოსავლების სამსახურის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში საბაჟო გამშვები პუნქტის სტაციონარული საავტომობილო რენტგენო-სკანერით აღჭურვა განახორციელოს  მოთხოვნიდან ერთი წლის განმავლობაში.

7. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისად საგარეჯოს თიზ-ის ტერიტორიისა და საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.

8. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა საქართველოს მთავრო­ბასთან გააფორმოს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შე­ქმ­ნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შე­სახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთვალდებულებათა შე­სა­ხებ ხელშეკრულება.

9. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა შეიმუშაოს და საქარ­თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შესათანხ­მებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გა­ნა­შენიანების დეტალური გეგმა.

10.   ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია საგარეჯოს  თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებამდე წარადგინოს შესაბამისი გარანტია „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 იანვრის №25 დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.

11.   ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია საგარეჯოს  თიზ-ის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველ­ყოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

მუხლი 2
სახელმწიფო მომსახურება და ზედამხედვე­ლობა საგარეჯოს თიზ-ში განხორციელდეს მის ფარგლებს გარეთ განთავსებული სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით.
მუხლი 3
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზ­რუნ­ველყონ, ამ დადგენილების შესრულების მიზნით, კა­ნონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი