დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 284 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017616 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით (https://matsne.gov.ge, 31/12/2021, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017540) დამტკიცებულ „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის პირველ მუხლს:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „.11. ინვენტარიზაციას ექვემდებარება სახელმწიფო ერთეულების მიერ როგორც საკუთარი სახელით ფლობილი აქტივები და აღებული ვალდებულებები, ასევე სახელმწიფოს სახელით ფლობილი აქტივები და აღებული ვალდებულებები, რომლებიც აღიარებულია ფინანსურ ანგარიშგებაში ან ასახულია განმარტებით შენიშვნებში ან/და საცნობარო ანგარიშებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არასაბალანსო კატეგორიების სახით.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. რეკომენდებულია სახელმწიფო ერთეულმა სპეციფიკის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშაოს და ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დაამტკიცოს ინვენტარიზაციის ჩატარების შიდა წესი და შიდა წესით გათვალისწინებული მოთხოვნები და პირობები გაითვალისწინოს სააღრიცხვო პოლიტიკაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები