დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/03/1991 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 3, 29/03/1991 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/06/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
(ძალადაკარგულია - 15.05.1996, №221)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიისა და საოლქო სარეფერენდუმო კომისიების მოვალეობების შესრულება ეკისრებათ შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების საოლქო ან საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოთა არჩევნების ტერიტორიულ საარჩევნო კომისიებს. საუბნო სარეფერენდუმო კომისიებს ქმნიან საოლქო სარეფერენდუმო კომისიები ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია.
თბილისი, 1991 წლის 20 მარტი.
დოკუმენტის კომენტარები