დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 221 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/05/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 14, 12/06/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
II. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
1. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 29 იანვრის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები,1991 წ., №1, მუხ.18);
2. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 239);
III. კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში საქართველოს იმ რეგიონებში სადაც მოსახლეობა არ ფლობს სახელმწიფო ენას, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი ბიულეტენში შეტანილ იქნეს მათთვის გასაგებ ენაზეც.
IV. დაევალოს საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტს:
1. „რეფერენდუმის შესახებ“ კანონის დებულებათა განხორციელების მიზნით 1 თვის ვადაში შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარმოუდგინოს პროექტი მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების და დამატებების შესატანად.
2. შეიმუშავოს და განსახილველად წარმოადგინოს წინადადებები რეფერენდუმის შედეგების განხორციელების მექანიზმის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია.
თბილისი,
1996 წლის 15 მაისი.
№221 –II ს.
დოკუმენტის კომენტარები