ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ (კოდი 08 06 07) ფარგლებში საცურაო აუზების ან/და ფიტნესდარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ (კოდი 08 06 07) ფარგლებში საცურაო აუზების ან/და ფიტნესდარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13-76
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/08/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017014
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
13-76
09/08/2022
ვებგვერდი, 10/08/2022
010250050.35.101.017014
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ (კოდი 08 06 07) ფარგლებში საცურაო აუზების ან/და ფიტნესდარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/08/2022 - 04/11/2022)

 

  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13-76

2022 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ (კოდი 08 06 07) ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ (კოდი 08 06 07) ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე



დანართი
ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ (კოდი 08 06 07) ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ (კოდი 08 06 07) (შემდგომში  ქვეპროგრამა)  ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების  მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს,  ქვეპროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის  საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების (შემდგომში-მომსახურება) დაფინანსების პირობებსა და პროცედურებს.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური).


მუხლი 2. ქვეპროგრამით მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა
1. ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები (შემდგომში – მოსარგებლეები).

2. მოსარგებლეებს ქვეპროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს  თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.

3. მოსარგებლეებს მომსახურების მიღება შეუძლიათ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში.


მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი

 

1. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება მოსარგებლისათვის მომსახურების მისაღებად საჭირო ბარათის გადაცემის გზით ან მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში შესაბამისი რაოდენობის ვიზიტის ელექტრონულად ასახვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბარათი, მოსარგებლეებს გადაეცემათ სარგებლობაში უსასყიდლოდ, ხოლო დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ბარათის ხელმეორედ დამზადების საფასურს იხდის მოსარგებლე.

4. მომსახურების მიმწოდებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი“ (ს/ნ 400085572) (შემდგომში  მომსახურების მიმწოდებელი).


მუხლი 4. მოსარგებლეების ჩართვა ქვეპროგრამაში
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებულ დაფინანსებას მიიღებენ, საქართველოს მოქალაქეები,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები, რომლებიც გამოცხადდებიან მომსახურების მიმწოდებელთან და შეავსებენ მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრულ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თვეში არაუმეტეს 300 მოსარგებლე.

3. მოსარგებლეებმა მომსახურების მიმწოდებელს უნდა წარუდგინონ:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

ბ)  ცნობა, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან რეგისტრაციის ადგილის შესახებ.

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).

4. მოსარგებლეებს აქვთ მომსახურების მიმწოდებლის საცურაო აუზის ან/და ფიტნეს დარბაზის თავისუფალი არჩევის საშუალება.

5. მომლოდინეთა რეესტრში ხვდებიან მოსარგებლეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. რიგის ფორმირების შემთხვევაში, ვაკანტური ადგილის გამოჩენისას,  მომლოდინეთა რეესტრში არსებულ მოსარგებლეთა ჩართვა მოსარგებლეთა სიაში ხდება რიგითობის დაცვით.

6. ვაკანტური ადგილის გამოჩენის შემთხვევაში, მომლოდინე 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში თანხმობას აცხადებს ვაკანტური ადგილის დაკავებაზე. თუ მომლოდინეთა რეესტრში დარეგისტრირებული პირი 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში თანხმობას არ განაცხადებს ვაკანტური ადგილის დაკავების თაობაზე, მას შეეცვლება რიგითობა მომლოდინეთა რეესტრში.

7. მომლოდინეთა რეესტრში რეგისტრაცია უწყდება მოსარგებლეს, თუ იგი უარს აცხადებს ქვეპროგრამაში ჩართვაზე.

8. მოსარგებლისთვის დაფინანსების შეწყვეტის და ქვეპროგრამიდან გასვლის საფუძველი შეიძლება იყოს:

ა)  მომსახურების მიმწოდებელთან თვეში 5 (ხუთი) ვიზიტზე გამოუცხადებლობა (საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოტოვებული ვიზიტი, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით). განხორციელებული ვიზიტები ექვემდებარება ანაზღაურებას;

ბ) მოსარგებლის  მიმართვა ქვეპროგრამიდან გასვლის შესახებ. 


მუხლი 5. მომსახურების დაფინანსება
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში, მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამსახურში წარდგენილი ერთი ვიზიტის ფასის შესაბამისად (არაუმეტეს 4 (ოთხი) ლარი).

2. ერთი ვიზიტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) ლარს. სამსახურის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება თვეში არაუმეტეს 9 (ცხრა) ვიზიტი.


მუხლი 6. ანგარიშგება

 

1. გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად მომსახურების მიმწოდებელი სამსახურს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას (მოსარგებლეთა რეესტრი და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი) საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.

2. მომსახურების მიმწოდებელი აწარმოებს მოსარგებლეთა დასწრების ელექტრონულ აღრიცხვას.

3. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ფორმას ამტკიცებს სამსახურის უფროსი.


მუხლი 7. მოსარგებლეებისათვის მომსახურების მიწოდების შემოწმება

 

1. მომსახურების მიმწოდებლის შემოწმებას, საჭიროებისამებრ, ახორციელებს სამსახური. შემოწმებისას ხდება მომსახურების მიმწოდებელთან სამსახურის უფლებამოსილი პირის (შემდგომში – შემმოწმებელი) ვიზიტი და გაწეული მომსახურების შესახებ, სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმება. შესაძლებელია,  მოსარგებლეებთან და მომსახურების მიმწოდებელთან დასაქმებულ პერსონალთან გასაუბრება.

2. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამსახურში წარდგენილი მომსახურების გაწევის შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტაცია)  არ შეესაბამება შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთ შემთხვევაში, ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვით.


მუხლი 8. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება

 

1. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამსახურში წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებას ახორციელებს სამსახური.

2. წარდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, სამსახური  აცნობებს მომსახურების მიმწოდებელს აღმოჩენილი შეუსაბამობის შესახებ და განუსაზღვრავს 5 (ხუთი) სამუშაო დღეს, შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად და დოკუმენტაციის თავიდან წარსადგენად.

3. მომსახურების მიმწოდებლის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაუცველობის შემთხვევაში, დოკუმენტები განიხილება, როგორც დაგვიანებით წარდგენილი და ანაზღაურდება მომდევნო თვეში.


მუხლი 9. გაწეული მომსახურების ანაზღაურება 
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად:

ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;

ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

2. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მომსახურების მიმწოდებელსა და სამსახურს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (დამტკიცებული სამსახურის უფროსის  მიერ) 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მომსახურების მიმწოდებელს, მეორე ეგზემპლარი რჩება სამსახურთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი ეგზავნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს.

3. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამსახურში წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს/მონაცემებს, რის შესახებაც ეცნობება მომსახურების მიმწოდებელს.

4. სამსახური განიხილავს მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტებს, სამსახურში წარდგენიდან არაუგვიანეს  5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში და შეუსაბამობის არ არსებობის შემთხვევაში, მიმართავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, მომსახურების მიმწოდებლისათვის თანხის გადარიცხვის მოთხოვნით.