დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 416 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 09/08/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 430060000.10.003.023629 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/08/2022 - 05/06/2023)
|
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტისა და 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესი და პირობები“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესი და პირობები
|
თავი I. ზოგადი დებულებები
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/ პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესს და პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელობა. 2. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაწესებულება – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება; ბ) დარგობრივი უნარების ორგანიზაცია – იურიდიული პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად რეგისტრირებულია დარგობრივი უნარების ორგანიზაციების რეესტრში; გ) დარგობრივი უნარების ორგანიზაციების რეესტრი – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – პროფესიული უნარების სააგენტოს (შემდგომში – პროფესიული უნარების სააგენტო) მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული ბაზა, რომელშიც რეგისტრირებულია დარგობრივი უნარების ორგანიზაციები; დ) პროგრამა – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა. თავი II. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება მუხლი 3. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმები 1. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი სწავლის შედეგის მიღწევას რეალურ ან/და იმიტირებულ სამუშაო გარემოში. 2. პროგრამით განსაზღვრული ზოგიერთი სწავლის შედეგის რეალურ სამუშაო გარემოში მიღწევა შესაძლებელია დუალური ან კოოპერაციული სწავლებით. 3. პროგრამით განსაზღვრული ზოგიერთი სწავლის შედეგის იმიტირებულ სამუშაო გარემოში მიღწევა შესაძლებელია, განხორციელდეს დაწესებულებაში. მუხლი 4. დუალური და კოოპერაციული სწავლება 1. დუალური სწავლება გულისხმობს დაწესებულებისა და ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ პროგრამის ერთობლივად განხორციელებას, როდესაც პროგრამის დარგობრივი მოდულებით გათვალისწინებული კრედიტების 50%-ზე მეტის შესაბამისი სწავლის შედეგები მიიღწევა სასწავლო საწარმოში. 2. დუალური სწავლებისას პროგრამის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 2 წლისა. 3. დუალური სწავლებისას პროფესიულ სტუდენტსა და ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფორმდება შრომითი ან სამუშაოს შესრულების/მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს პროფესიული სტუდენტის მიერ ამავე საწარმოში მისაღწევ სწავლის შედეგებთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულებას. 4. კოოპერაციული სწავლება გულისხმობს დაწესებულებისა და ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ პროგრამის ერთობლივად განხორციელებას, როდესაც შესაბამისი პროგრამის დარგობრივი მოდულებით გათვალისწინებული კრედიტების არაუმეტეს 50%-ის შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევა ხდება რეალურ სამუშაო გარემოში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა. 5. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით განისაზღვრება კოოპერაციული სწავლების ფარგლებში პროგრამის დარგობრივი მოდულებით გათვალისწინებული კრედიტების 50%-ზე მეტის შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევის შესაძლებლობა/დასაშვებობა რეალურ სამუშაო გარემოში. მუხლი 5. პროგრამის დუალური და კოოპერაციული სწავლების სახით განხორციელების უფლების მქონე სუბიექტები 1. დაწესებულებასთან ერთად პროგრამის დუალური სწავლების სახით განხორციელების უფლება აქვს/აქვთ პირს/პირებს, რომელსაც საქართველოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად/რომელთაც ერთობლივად მოპოვებული აქვს/აქვთ სასწავლო საწარმოს სტატუსი (შემდგომში – სასწავლო საწარმო). 2. დაწესებულებასთან ერთად პროგრამის კოოპერაციული სწავლების სახით განხორციელების უფლება აქვს მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს. 3. დაწესებულებასთან ერთად პროგრამის კოოპერაციული სწავლების სახით განხორციელების მიზნით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) აცნობიერებდეს პროგრამის განხორციელების პროცესში ჩართულობის მნიშვნელობას და საკუთარ, როგორც საგანმანათლებლო მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებლობას და ჰქონდეს პროგრამის განხორციელებაში ჩართვის მოტივაცია; ბ) მისი ადამიანური და მატერიალური რესურსი შესაბამისობაში უნდა იყოს პროგრამის მოთხოვნებსა და სწავლის შედეგებთან; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზიას/ნებართვას ან სხვა სპეციალურ რეგულირებას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მოპოვებული ჰქონდეს ლიცენზია/ნებართვა ან სპეციალური რეგულირებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება. 4. დაწესებულება უფლებამოსილია, დაადგინოს დამატებითი კრიტერიუმები, რომელთაც კოოპერაციულ სწავლებაში ჩართვის მიზნით უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტი. 5. დაწესებულება ვალდებულია, დაადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შეფასების წესი. 6. დაწესებულება ვალდებულია, შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში განათავსოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუქტებით გათვალისწინებული იმ სუბიექტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების პროცესში. მუხლი 6. პროგრამის შემუშავება და განხორციელება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით 1. დუალური სწავლების შემთხვევაში პროგრამა უნდა შემუშავდეს დაწესებულებისა და სასწავლო საწარმოს მიერ ერთობლივად, დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მხარდაჭერით. 2. სამუშაოზე დაფუძნებული პროგრამის ფარგლებში, პროფესიული სტუდენტის შეფასებისას, გამოიყენება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმსაზღვრელი შეფასება ხორციელდება სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურების მიზნით, ხოლო მიმდინარე და შუალედური შეფასებისას გამოიყენება განმავითარებელი შეფასება. 3. შუალედური შეფასება ტარდება პროგრამის განხორციელების შუა ეტაპზე და თემატიკა ეხება მხოლოდ შუალედური შეფასების ჩატარებამდე მიღწეულ სწავლის შედეგებს. შუალედური შეფასება სავალდებულოა. შუალედური შეფასების წესსა და პირობებს განსაზღვრავს დაწესებულება. დუალური სწავლების შემთხვევაში აღნიშნული წესი და პირობები განისაზღვრება სასწავლო საწარმოსთან თანამშრომლობით. ამასთანავე, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია უფლებამოსილია, დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვროს შუალედურ შეფასებასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები. 4. პროფესიული სტუდენტისათვის კრედიტის მინიჭება ხორციელდება მხოლოდ სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე. 5. დუალური სწავლების სახით პროგრამის განხორციელებისას პროფესიული სტუდენტი აწარმოებს ჩანაწერების ჟურნალს, რომლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 6. ჩანაწერების ჟურნალში აღირიცხება პროფესიული სტუდენტის მიერ განხორციელებული აქტივობები სასწავლო საწარმოში მისაღწევი სწავლის შედეგების ნაწილში. ჩანაწერების ჟურნალი წარმოადგენს პროფესიული სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების მიღწევის მტკიცებულებას. 7. სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, თვეში არანაკლებ ერთხელ ამოწმებს ჩანაწერების ჟურნალში ჩანაწერების არსებობას, სისრულესა და მართებულობას. სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი უფლებამოსილია არ დაეთანხმოს ჟურნალში არსებულ ჩანაწერებს და პროფესიულ სტუდენტს მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება. 8. სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი შუალედურ შეფასებამდე, ასევე პროგრამის დასრულებამდე და პროგრამის განხორციელების ადგილის ცვლილებამდე, ჩანაწერების ჟურნალში არსებული ჩანაწერების შეფასების საფუძველზე, ადასტურებს ან არ ადასტურებს პროფესიული სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების მიღწევას. 9. სასწავლო საწარმო ვალდებულია, შექმნას ინსტრუქტორის მიერ განხორციელებული ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შეფასების/მიღებული გადაწყვეტილებების პროფესიული სტუდენტის/დაწესებულების მიერ მიმართვის საფუძველზე გადამოწმების მექანიზმი. 10. საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა პროგრამით გათვალისწინებული ყველა სწავლის შედეგის დადასტურება და შუალედურ შეფასებაში მონაწილეობა. დუალური სწავლების შემთხვევაში შუალედურ შეფასებასა და საკვალიფიკაციო გამოცდაზე პროფესიული სტუდენტის დაშვების დამატებით წინაპირობას წარმოადგენს სრულფასოვნად შევსებული ჩანაწერების ჟურნალი. 11. პროფესიული სტუდენტისთვის კვალიფიკაციის მინიჭების აუცილებელი პირობაა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, რომლის მიზანია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების პროფესიული მოვალეობებისა და ამოცანების შესრულების პროცესში კომპლექსურად გამოყენების უნარის შეფასება. 12. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ზოგად წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. შესაბამისი დარგობრივი უნარების ორგანიზაცია უფლებამოსილია, დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვროს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების დამატებითი პირობები. მუხლი 7. დაწესებულებისა და პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების უფლებამოსილების მქონე სუბიექტების პასუხისმგებლობები 1. დაწესებულება და ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბიექტები, პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებით განხორციელებას და პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან, ასევე პროფესიული უნარების სააგენტოსა და შესაბამის დარგობრივი უნარების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. 2. პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით შემუშავებისა და განხორციელების პროცესში დაწესებულება უზრუნველყოფს: ა) ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბიექტების მოძიებას, შერჩევასა და სასწავლო საწარმოსთან ხელშეკრულების გაფორმებას, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან თანამშრომლობის დოკუმენტირებას; ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებსა და შესაბამისი დარგობრივი უნარების ორგანიზაციასთან პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლასა და მათთან კონსულტაციებს; გ) პროგრამის სასწავლო გეგმისა და სხვა დოკუმენტების სასწავლო საწარმოსთან ერთობლივად შემუშავებას; დ) პროგრამებზე აპლიკანტების ჩარიცხვის პროცედურების ორგანიზების მიზნით, შესაბამის დარგობრივი უნარების ორგანიზაციასა და სასწავლო საწარმოსთან თანამშრომლობას, აპლიკანტებთან კომუნიკაციას; ე) საჭიროების შემთხვევაში სასწავლო საწარმოსა და პროფესიულ სტუდენტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შედგენაში მონაწილეობას; ვ) შუალედური შეფასებისა და საკვალიფიკაციო გამოცდების დაგეგმვას დარგობრივი უნარების ორგანიზაციასა და ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ სუბიექტებთან ერთად, ასევე პროცესის ადმინისტრაციულ მხარდაჭერას; ზ) სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობას; თ) დაინტერესებული პირების კონსულტირებასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელებას; ი) ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას. 3. პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბიექტები: ა) დაწესებულებებსა და შესაბამის დარგობრივი უნარების ორგანიზაციებს უზიარებენ პროგრამის განხორციელების პროცესში მიღებულ გამოცდილებას, ასევე აწვდიან ინფორმაციას გამოვლენილი ხარვეზებისა და პრობლემების შესახებ; ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, დაწესებულებასთან ერთად არჩევენ აპლიკანტებს და ამ მიზნით თანამშრომლობენ შესაბამის დარგობრივი უნარების ორგანიზაციასთან; გ) უზრუნველყოფენ პროფესიულ სტუდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას; დ) დუალური სწავლებისთვის არჩევენ ინსტრუქტორებს და ხელს უწყობენ მათ პროფესიულ განვითარებას; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ პროგრამებს; ვ) მონაწილეობენ შუალედური შეფასებისა და საკვალიფიკაციო გამოცდების დაგეგმვასა და ჩატარებაში; ზ) ახორციელებენ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს. მუხლი 8. დაწესებულებისა და ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტების თანამშრომლობის ფორმა 1. პროგრამის დუალური სწავლების სახით განხორციელების მიზნით, დაწესებულებასა და სასწავლო საწარმოს შორის წერილობით ფორმდება ხელშეკრულება, ხოლო კოოპერაციული სწავლების სახით განხორციელებასთან დაკავშირებით, დაწესებულება და ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი წერილობითი ფორმით ადგენენ დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ (ხელშეკრულება/მემორანდუმი/შეთანხმება და სხვა). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს: ა) სასწავლო საწარმოსა და დაწესებულების საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) პროგრამის სახელწოდებას (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომლის ფარგლებშიც ხორციელდება თანამშრომლობა; გ) სასწავლო საწარმოსა და პროგრამის განხორციელების ადგილის მისამართებს; დ) პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების განაწილებას დაწესებულებასა და სასწავლო საწარმოს შორის; ე) პროგრამაზე ერთობლივად მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობას; ვ) პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემის აღწერას, მათ შორის, ინფორმაციას შუალედური შეფასებისა და საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ; ზ) ინფორმაციას პროფესიული სტუდენტის შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პროფესიული სტუდენტისთვის შრომითი ხელშეკრულების მიღმა მატერიალური/ფინანსური დახმარების გაწევის, დაზღვევის პირობების თუ სხვა ზომების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; თ) პროფესიული სტუდენტის სწავლის/სამუშაოს შესრულების პირობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სასწავლო საწარმოში/დაწესებულებაში პროფესიული სტუდენტის გამოცხადების შესაძლებლობას და მის ჩართულობას აღნიშნულ პროცესებში, ასევე აღნიშნულ პროცესებში მისი ჩართულობის უზრუნველყოფის მექანიზმებს (გეოგრაფიული მდებარეობა, ტრანსპორტირება და სხვა); ი) სასწავლო საწარმოს ვალდებულებებს პროფესიული სტუდენტის სასწავლო საწარმოში სწავლის/სამუშაოს შესრულების პერიოდში შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ; კ) ხელშეკრულების ვადას, რომელიც არ უნდა იყოს პროგრამის ხანგრძლივობაზე ნაკლები და ხელშეკრულების შეწყვეტის წესს; ლ) სასწავლო საწარმოს/დაწესებულების სხვა უფლებებს, ვალდებულებებს, პასუხისმგებლობებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საკითხებს. 3. პროგრამის დარგობრივი მოდულებით გათვალისწინებული თეორიული სწავლების თემატიკისა და პრაქტიკული სწავლების/მუშაობის დროში თანხვედრის საკითხები წყდება დაწესებულებისა და სასწავლო საწარმოს მიერ, ურთიერთშეთანხმებით. 4. პროგრამაზე ჩასარიცხ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროგრამის განხორციელებაში ჩართულ ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტ(ებ)თან დადებული ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობების ჯამს. 5. დაწესებულება ვალდებულია, ცალმხრივად, ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ: ა) სასწავლო საწარმოს გაუუქმდა სასწავლო საწარმოს სტატუსი; ბ) სასწავლო საწარმოს შეუჩერდა სასწავლო საწარმოს სტატუსი, რაც გამორიცხავს სასწავლო საწარმოს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 6. ხელშეკრულება ვადამდე წყდება, თუ დაწესებულებას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე/გაუუქმდა ავტორიზაცია ან დაწესებულებამ დაკარგა პროგრამის განხორციელების უფლება. 7. დაწესებულება ვალდებულია, სასწავლო საწარმოს მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების სტანდარტებისა და პროგრამის განხორციელების წესების, პროფესიული სტუდენტების უფლებების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ასევე სასწავლო საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის ან/და სხვა სპეციალური რეგულირებით გათვალისწინებული უფლებამოსილების გარეშე საქმიანობის განხორციელების ან საწარმოს მიმართ გაკოტრების/ლიკვიდაციის საქმისწარმოების დაწყების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით, აცნობოს დარგობრივი უნარების ორგანიზაციას. 8. ხელშეკრულება სასწავლო საწარმოს/დაწესებულების ინიციატივით ვადამდე შეიძლება შეწყდეს შეწყვეტის თარიღამდე არანაკლებ 3 თვით ადრე, მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით ხელშეკრულება წყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის მომენტიდან. 9. ხელშეკრულება ავტორიზაციის, პროგრამის დამატების ან განხორციელების უფლების მოპოვების, პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობის გაზრდისა და პროგრამის განხორციელების ადგილის ცვლილების მიზნებისთვის წარედგინება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. მუხლი 9. ხელშეკრულება პროფესიულ სტუდენტსა და სასწავლო საწარმოს შორის 1. პროგრამის დუალური სწავლების ფორმით განხორციელების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტსა და სასწავლო საწარმოს შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფორმდება შრომითი ან სამუშაოს შესრულების/მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. 2. თუ დაწესებულებას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება რამდენიმე სასწავლო საწარმოსთან, პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია, დაწესებულებასთან შეთანხმებით, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე და მიმღები სასწავლო საწარმოს თანხმობით, შეიცვალოს სასწავლო საწარმო. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს: ა) თითოეული მხარის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) პროგრამის სახელწოდებას (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სწავლება; გ) სასწავლო საწარმოსა და სასწავლო გარემოს მისამართებს; დ) ინფორმაციას პროფესიული სტუდენტის შრომის/შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ოდენობისა და წესის, ასევე სწავლის დაფინანსებისა და მისთვის მატერიალური და/ან სხვა სახის ფინანსური დახმარების გაწევის, წახალისების სხვა ზომების განხორციელების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) სასწავლო საწარმოში სწავლის/სამუშაოს შესრულების პირობებს (მათ შორის, ინფორმაციას გაცდენების შემთხვევებზე რეაგირების ზომების თაობაზე), რომლებიც არ შეუშლის ხელს პროფესიული სტუდენტის ჩართულობას დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესში; ვ) სასწავლო საწარმოს ვალდებულებებს, პროფესიული სტუდენტის სწავლის/სამუშაოს შესრულების პერიოდში, შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ; ზ) სასწავლო საწარმოს კანონიერი ინტერესების ფარგლებში მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულებას; თ) პროფესიული სტუდენტის ვალდებულებებს სასწავლო საწარმოში დადგენილი წესების დაცვასთან დაკავშირებით; ი) სასწავლო საწარმოს/პროფესიული სტუდენტის სხვა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს; კ) ხელშეკრულების ვადას და შეწყვეტის წესს; ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ და მხარეთა მიერ შეთანხმებულ სხვა საკითხებს. 4. ხელშეკრულება ფორმდება წერილობითი ფორმით. ხელშეკრულების ვადის ფარგლებში შესაძლებელი უნდა იყოს პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისათვის პროგრამით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება. მუხლი 10. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება 1. პროფესიულ სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება, თუ დაწესებულებასა და სასწავლო საწარმოს შორის შეწყდა ხელშეკრულება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულება და შესაბამისი დარგობრივი უნარების ორგანიზაცია, შესაძლებლობის ფარგლებში, ერთობლივად უზრუნველყოფენ პროგრამის განხორციელებაში ახალი სასწავლო საწარმოს ჩართვას. პროფესიულ სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება და დარგობრივი უნარების ორგანიზაცია შესაბამისი გარემოების დადგომიდან 1 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფენ სასწავლო პროცესის განახლებას. მუხლი 11. პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით 1. პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების უფლება აქვს იურიდიულ პირს, რომელიც „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, მოიპოვებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებას. 2. პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამები ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით და რეგულირდება „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილებით, ასევე „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის №59/ნ ბრძანებით. მუხლი 12. მაკოორდინირებელი ორგანოები 1. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესის კოორდინაცია ხორციელდება დარგობრივი უნარების ორგანიზაციისა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. 2. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის ფუნქციებია: ა) შესაბამის დარგში შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარების იდენტიფიცირება/პროგნოზირება და პროფესიის სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავება; ბ) სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება, მათ შორის: ბ.ა) სასწავლო საწარმოებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღება; ბ.ბ) დუალურ სწავლებაში სასწავლო საწარმოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება; ბ.გ) პროგრამის შემუშავების/განხორციელებისა და პროფესიულ სტუდენტთა შერჩევის პროცესებში დაწესებულებისა და სასწავლო საწარმოს მხარდაჭერა; ბ.დ) სასწავლო საწარმოსა და პროფესიულ სტუდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი და კონფლიქტების პრევენციის მიზნით ღონისძიებების განხორციელება; ბ.ე) სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებული საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურების დანერგვა და ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვა ღონისძიებების განხორციელება; ბ.ვ) დაწესებულებებსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მხარდაჭერა, მათ შორის, სასწავლო საწარმოების კონსულტირება და სასწავლო საწარმოებსა და დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია; გ) შუალედური შეფასებისას დაწესებულებებსა და სასწავლო საწარმოებთან თანამშრომლობა, ასევე საკვალიფიკაციო გამოცდების დაგეგმვა-ორგანიზების უზრუნველყოფა ან/და მასში მონაწილეობა; დ) დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან იურიდიული პირის/მეწარმე სუბიექტის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის შესაბამისობის შეფასების საკითხებში/პროცესებში დაწესებულებების ხელშეწყობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. პროფესიული უნარების სააგენტოს ფუნქციებია: ა) სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში ჩართული მხარეების შესაძლებელობების გაძლიერება, მათ შორის, სწავლების, შეფასებისა და გამოცდების ორგანიზების საკითხებზე; ბ) სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და შესაბამისი დარგის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების განხორციელება; გ) დარგობრივი უნარების ორგანიზაციების მეთოდოლოგიური გზამკვლევის შემუშავება და დამტკიცება; დ) საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი III. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება მუხლი 13. დარგობრივი უნარების ორგანიზაცია 1. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით. 2. დარგობრივი უნარების ორგანიზაციად შეიძლება დარეგისტრირდეს იურიდიულ პირთა წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც: ა) უზრუნველყოფს დარგის მაღალ წარმომადგნელობითობას (მათ შორის, წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის ობიექტურ და არადისკრიმინაციულ პროცედურებს), ამასთანავე, მისი ორგანიზაციული და მართვის სისტემა უზრუნველყოფს შესაბამისი დარგის წარმომადგენლების მონაწილეობას ორგანიზაციის მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ბ) უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაციის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო მატერიალურ და ადამიანურ რესურსს, ასევე შესაბამისი ბიზნესპროცესების მოწესრიგებას; გ) უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მდგრადი განვითარებისთვის შესაბამისი რესურსისა და მექანიზმების არსებობას. 3. შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის ან/და დასაქმების სფეროში შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ ერთი დარგობრივი უნარების ორგანიზაცია. 4. დარგობრივი უნარების ორგანიზაციად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირი შეიძლება, დარეგისტრირდეს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დარგობრივი უნარების ორგანიზაციისთვის განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე ფუნქციის განხორციელების უფლებით. 5. დარგობრივი უნარების ორგანიზაცია არანაკლებ წელიწადში ერთხელ უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის წლიური ანგარიშის შემუშავებასა და მის წარდგენას პროფესიული უნარების სააგენტოსთვის, ასევე მის ხელმისაწვდომობას დაინტერესებული პირებისთვის. 6. თუ რომელიმე ეკონომიკური საქმიანობის ან/და დასაქმების სფეროში არ არსებობს დარგობრივი უნარების ორგანიზაცია ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რომელიმე უფლებამოსილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით არ ახორციელებს, შესაბამის უფლებამოსილებას, დარგის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, ახორციელებს პროფესიული უნარების სააგენტო. მუხლი 14. დარგობრივი უნარების ორგანიზაციად რეგისტრაციის მიზნით განაცხადის წარდგენა და ფორმალური შესაბამისობის დადგენა 1. დარგობრივი უნარების ორგანიზაციად რეგისტრაციის მიზნით, იურიდიულ პირთა წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი (შემდგომში – განმცხადებელი) ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენს განაცხადს პროფესიული უნარების სააგენტოს. 2. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის სახელწოდებას, სამართლებრივ ფორმასა და საიდენტიფიკაციო კოდს; ბ) განმცხადებლის საკონტაქტო ინფორმაციას (მისამართს (იურიდიული და ფაქტობრივი), ტელეფონის ნომერსა და ელფოსტის მისამართს); გ) იმ ეკონომიკური საქმიანობის/დასაქმების სფეროების ჩამონათვალს, რომელშიც სურს განმცხადებელს დარგობრივი უნარების ორგანიზაციად რეგისტრაცია; დ) დარგობრივი უნარების ორგანიზაციის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ უფლებამოსილებ(ებ)ის ჩამონათვალს, რომლის განხორციელების უფლების მოპოვებაც სურს განმცხადებელს; ე) პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას. 3. განაცხადს უნდა დაერთოს მტკიცებულებები, რაც ადასტურებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და მის შესაბამისობას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან. 4. პროფესიული უნარების სააგენტო ამოწმებს განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შეუსაბამობის შემთხვევაში, პროფესიული უნარების სააგენტო ხარვეზის გამოსასწორებლად განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას. 5. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, განაცხადის განხილვა გრძელდება, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის ან არასრულად გამოსწორების შემთხვევაში, განაცხადი დარჩება განუხილველი, რის შესახებაც ეცნობება განმცხადებელს. მუხლი 15. კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება 1. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან ამოწმებს და შეფასების ანგარიშის პროექტს ამზადებს სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი), რომელსაც ქმნის და მისი მუშაობის წესს განსაზღვრავს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ჯგუფი განაცხადის განხილვისას დაადგენს ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობას, განმცხადებელს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს და რეკომენდაციების შესასრულებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. თუ განმცხადებელი ეთანხმება სამუშაო ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, იგი დადგენილ ვადაში წარმოადგენს განახლებულ განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტაციას. სამუშაო ჯგუფი ახალი გარემოებების გათვალისწინებით შეიმუშავებს შეფასების ანგარიშის პროექტს. განმცხადებლის მიერ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა ან/და აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრებების წარუდგენლობა არ აფერხებს სამუშაო ჯგუფის შეფასების ანგარიშის შემდგომ განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას. 3. სამუშაო ჯგუფის შეფასების ანგარიშის პროექტი გასაცნობად წარედგინება განმცხადებელს და განესაზღვრება გონივრული ვადა მოსაზრებების წარსადგენად. განმცხადებლის მოსაზრებების გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, გადაამუშაოს შეფასების ანგარიშის პროექტი. სამუშაო ჯგუფის შეფასების ანგარიშის პროექტზე მოსაზრებების წარდგენა განმცხადებლის უფლებაა და მისი წარუდგენლობა ან განმცხადებლის მოსაზრებების გაუთვალისწინებლობა არ აფერხებს სამუშაო ჯგუფის შეფასების ანგარიშის შემდგომ განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას. 4. სამუშაო ჯგუფის შეფასების ანგარიში და მასთან დაკავშირებით განმცხადებლის მიერ წარდგენილი მოსაზრებები სამუშაო ჯგუფის მიერ გადაეცემა პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორს, რომელიც, თავის მხრივ, განსახილველად წარუდგენს პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს. მუხლი 16. დარგობრივი უნარების ორგანიზაციად რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღება 1. პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს წარმოდგენილ შეფასების ანგარიშს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) განმცხადებლის დარგობრივი უნარების ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ; ბ) განმცხადებლის დარგობრივი უნარების ორგანიზაციად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; გ) სამუშაო ჯგუფისთვის შეფასების ანგარიშის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ვადის გაგრძელების შესახებ. 2. პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პროფესიული უნარების სააგენტო უზრუნველყოფს განმცხადებლის რეგისტრაციას დარგობრივი უნარების ორგანიზაციების რეესტრში უვადოდ. 3. განმცხადებელი უფლებამოსილია, განახორციელოს განაცხადში მითითებული დარგობრივი უნარების ორგანიზაციის ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებები დარგობრივი უნარების ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მუხლი 17. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის შემდგომი შეფასება 1. დარგობრივი უნარების ორგანიზაცია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს დარგობრივი უნარების ორგანიზაციის ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების დამატებით განხორციელების მიზნით შემდგომი შეფასება. ამ შემთხვევაში, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია ფასდება ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმთან მიმართებით. 2. დარგობრივი უნარების ორგანიზაცია ვალდებულია, ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში აცნობოს პროფესიული უნარების სააგენტოს იმგვარი ცვლილების განხორციელების შესახებ, რომელიც უკავშირდება ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დარგობრივი უნარების ორგანიზაციის უფლებამოსილებების განხორციელებას. 3. პროფესიული უნარების სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით, ასევე ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების შესაბამისობისა და დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმების მიზნით (მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე), შეაფასოს დარგობრივი უნარების ორგანიზაცია. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის შემდგომი შეფასების დაწყებაზე გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი. 4. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის შემდგომ შეფასებას ახორციელებს სამუშაო ჯგუფი, რასთან დაკავშირებითაც ადგენს შეფასების ანგარიშს, რომელიც შეიძლება, ითვალისწინებდეს: ა) დარგობრივი უნარების ორგანიზაციის განვითარებისა და მისი საქმიანობის სრულყოფის, ასევე დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მიერ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანი განხორციელების მიზნით შესაბამის რეკომენდაციებს; ბ) რეკომენდაციას დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მიერ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დამატებით განხორციელებაზე ან განხორციელების მიზანშეუწონლობის შესახებ; გ) რეკომენდაციას დარგობრივი უნარების ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა, რომ დარგობრივი უნარების ორგანიზაცია არ ასრულებს მასზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებსა და აღარ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებს და აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემას არ ექნება შედეგი ან/და დარგობრივი უნარების ორგანიზაცია უარს აცხადებს რეკომენდაციების შესრულებაზე. 5. სამუშაო ჯგუფის შეფასების ანგარიშის პროექტი გასაცნობად წარედგინება დარგობრივი უნარების ორგანიზაციას და განესაზღვრება გონივრული ვადა მოსაზრებების წარდგენის მიზნით. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მოსაზრებების გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, გადაამუშაოს შეფასების ანგარიშის პროექტი. სამუშაო ჯგუფის შეფასების ანგარიშის პროექტზე მოსაზრებების წარდგენა განმცხადებლის უფლებაა და მისი წარუდგენლობა ან განმცხადებლის მოსაზრებების გაუთვალისწინებლობა არ აფერხებს სამუშაო ჯგუფის შეფასების ანგარიშის შემდგომ განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას. 6. სამუშაო ჯგუფის შეფასების ანგარიში და დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მოსაზრებები წარედგინება პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტრს, რომელიც ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას დარგობრივი უნარების ორგანიზაციისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემის შესახებ და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას რეკომენდაციების შესასრულებლად, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, შეფასების ანგარიშს გადასცემს პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს. 7. პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს შეფასების ანგარიშს თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით და ეთანხმება სამუშაო ჯგუფს ან უფლებამოსილია, დასაბუთებული შენიშვნებით დაუბრუნოს შეფასების ანგარიში სამუშაო ჯგუფს. 8. პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პროფესიული უნარების სააგენტო უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაციების რეესტრში შესაბამისი ცვლილების განხორციელებას. მუხლი 18. გადაწყვეტილების მიღების ვადები 1. დარგობრივი უნარების ორგანიზაციად რეგისტრაციაზე გადაწყვეტილება მიიღება განცხადების რეგისტრაციიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში. 2. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის შემდგომი შეფასების ვადები არ უნდა აღემატებოდეს დარგობრივი უნარების ორგანიზაციის შემდგომი შეფასების დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 90 კალენდარულ დღეს. 3. ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადა შეიძლება, გაგრძელდეს ერთხელ, არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ვადით. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ამ წესის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით, მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებითა და მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში. თავი IV. გარდამავალი დებულებები მუხლი 19. გარდამავალი დებულებები 1. პროფესიული უნარების სააგენტომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყონ ამ წესით გათვალისწინებული რეგულაციების შემუშავება და მიღება/გამოცემა. 2. პროფესიული უნარების სააგენტომ ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში უზრუნველყოს ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის შექმნის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ელექტრონული სისტემის შექმნამდე შესაბამისი საქმისწარმოება განხორციელდეს მატერიალური ფორმით. 3. პროგრამების სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განმახორციელებელმა სუბიექტებმა პროფესიული სტუდენტის შუალედური შეფასების წესისა და პირობების დადგენა უზრუნველყონ ამ წესის ამოქმედებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. 4. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზე უფლებამოსილმა სუბიექტებმა ამ წესის შესაბამისად საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება უზრუნველყონ – დუალური სწავლების შემთხვევაში – საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ზოგადი წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – 2023 წლის პირველი იანვრიდან. 5. ამ დადგენილების ამოქმედებამდე დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის დუალურ სწავლებად ჩაითვალოს პროგრამის განხორციელება, თუ პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით პროგრამის განხორციელების ალტერნატიული შესაძლებლობა არ არის გათვალისწინებული. 6. ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაწესებულებასა და სასწავლო საწარმოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები არ საჭიროებს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობაში მოყვანას. |
დოკუმენტის კომენტარები