დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 204 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 430060000.10.003.024037 |
|
„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/ პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/08/2022, 430060000.10.003.023629) და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროფესიული უნარების სააგენტომ უზრუნველყოს ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის შექმნის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება 2024 წლის 31 დეკემბრამდე. ელექტრონული სისტემის შექმნამდე შესაბამისი საქმისწარმოება განხორციელდეს მატერიალური ფორმით.“. 2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შუალედური შეფასებისა და იმავე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო გამოცდის სავალდებულოობა გავრცელდეს 2024 წლის მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები