“საქართველოში მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისა და მომსახურების სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ”

  • Word
“საქართველოში მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისა და მომსახურების სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 07/04/2003
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 14/04/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 16/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.12.219.005.773
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
16
07/04/2003
სსმ, 33, 14/04/2003
310.150.000.12.219.005.773
“საქართველოში მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისა და მომსახურების სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ”
საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/04/2003 - 14/03/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.12.219.005.773

საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის (საქტექზედამხედველობა) უფროსის ბრძანება №16

2003 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოში მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისა და მომსახურების სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ”

„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 დეკემბრის №775 ბრძანებულების საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის 2000 წლის 23 მარტის №11 „საქართველოში ავტოტრანსპორტის აირის საწვავზე გადაყვანის თაობაზე” ბრძანების საფუძველზე ქვეყანაში მგზავრთა გადაყვანისა და სამეურნეო ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:

1. გაზგასამართ საკომპრესორო სადგურებმა არ დაუშვან იმ გაზბალონიანი ავტოტრანსპორტის გამართვა, რომელთაც არ გააჩნიათ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის 2000 წლის 23 მარტის №11 „საქართველოში ავტოტრანსპორტის აირის საწვავზე გადაყვანის თაობაზე” ბრძანების მოთხოვნით გაფორმებული გაზის ბალონების გამოცდისა და ტექნიკური მომსახურების ჩატარების დამადასტურებელი საბუთი, ხოლო ავტობუსების სალონებში განთავსებულ ბალონებს – ვენტილირებადი დამცავი მექანიზმი.

2. ეთხოვოს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას, როგორც საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალურ ორგანოს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სისტემაში აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სასერტიფიკაციო შემოწმებისას ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2000 წლის 23 მარტის №11 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების დაცვას.

3. ეთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (კ. ნარჩემაშვილი) დაავალოს შესაბამის სამსახურებს:

ა) ავტოტრანსპორტზე გაზბალონიანი მოწყობილობის იურიდიული ან ფიზიკური პირების მიერ უნებართვოდ კუსტარულად დამონტაჟების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;

ბ) გაზბალონიანი ავტოტრანსპორტის მოწყობილობაზე ყალბი მოწმობების გამოვლენა და ჩამორთმევა.

ა. ბეჟანიშვილი