საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

  • Word
საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/357
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 14/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110315002, 16/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240050.22.024.016050
  • Word
1-1/357
14/03/2011
ვებგვერდი, 110315002, 16/03/2011
010240050.22.024.016050
საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/357

2011 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საშიში საწარმოო ობიექტის ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ დებულების თაობაზე საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2003 წლის 17 ივლისის №20 ბრძანება;

ბ) „საშიშ საწარმოო ობიექტებზე უბედური შემთხვევის გარეშე მომხდარი ავარიების ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის შესახებ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2003 წლის 17 ივლისის №21 ბრძანება;

გ) „საქართველოში მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისა და მომსახურების სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2003 წლის 7 აპრილის №16 ბრძანება;

დ) „საშიში საწარმოო ობიექტის სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების თაობაზე საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2003 წლის 17 ივლისის №22 ბრძანება.

2. ეს ბრძანება, გარდა პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ ბრძანების პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ამოქმედდეს შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია