„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 16/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.017012
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
56
28/07/2022
ვებგვერდი, 29/07/2022
010320040.22.026.017012
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/07/2022 - 29/07/2022)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №56

2022 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის №90 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016832) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის:

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს საერთაშორისო ურთიერთობების კომუნიკაციისა და საინფორმაციო გარემოს ანალიზის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი,  კატეგორია პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)“;

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სტრატეგიული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის ან კვლევით და ანალიტიკურ სფეროში მუშაობის 2 წლის გამოცდილება.“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, რუსული ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.“.

2. მე-8 მუხლის:

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს საერთაშორისო ურთიერთობების კომუნიკაციისა და საინფორმაციო გარემოს ანალიზის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)“;

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სტრატეგიული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის ან კვლევით და ანალიტიკურ სფეროში მუშაობის 1 წლის გამოცდილება.“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, რუსული ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.“.

3. მე-9 მუხლის:

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს საერთაშორისო ურთიერთობების კომუნიკაციისა და საინფორმაციო გარემოს ანალიზის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, რუსული ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი აგვისტოდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე