დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.026.017012 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/07/2022 - 29/07/2022)
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის №90 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016832) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს საერთაშორისო ურთიერთობების კომუნიკაციისა და საინფორმაციო გარემოს ანალიზის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სტრატეგიული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის ან კვლევით და ანალიტიკურ სფეროში მუშაობის 2 წლის გამოცდილება.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, რუსული ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.“. 2. მე-8 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს საერთაშორისო ურთიერთობების კომუნიკაციისა და საინფორმაციო გარემოს ანალიზის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სტრატეგიული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის ან კვლევით და ანალიტიკურ სფეროში მუშაობის 1 წლის გამოცდილება.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, რუსული ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.“. 3. მე-9 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 9. სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს საერთაშორისო ურთიერთობების კომუნიკაციისა და საინფორმაციო გარემოს ანალიზის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, რუსული ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები