სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/07/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.139.016470
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
79
22/07/2022
ვებგვერდი, 26/07/2022
010250050.35.139.016470
სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/07/2022 - 25/05/2023)

სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №79

2022 წლის 22 ივლისი

ქ. ბორჯომი

სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 156​1 მუხლის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე, 2401 და 242-ე მუხლების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიენიჭოს, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის უფლებამოსილება.
მუხლი 2
დამტკიცდეს სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესი №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 4
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა №3 დანართის შესაბამისად.
მუხლი 5
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა №4 დანართის შესაბამისად.
მუხლი 6
დამტკიცდეს დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტის ფორმა №5 დანართის შესაბამისად.
მუხლი 7
დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმა №6 დანართის შესაბამისად.
მუხლი 8
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებაზე.
მუხლი 9
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი