დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 348 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/07/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023559 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/07/2022 - 03/10/2022)
|
„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2018, 300160070.10.003.020788) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქონლის ან/და პროდუქტის შეფუთვისთვის გათვალისწინებულ პლასტიკის პარკებზე, როდესაც პლასტიკის პარკი გამოიყენება მწარმოებლიდან მომხმარებლამდე ჯაჭვში, როგორც ნედლეულის, ასევე დამუშავებული პროდუქტის შესაფუთად, დასაცავად, გადასატანად, მისაწოდებლად და მისი მოცილება უშუალოდ ნედლეულის/პროდუქტის მოხმარების დროს ხდება (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 მუხლის პირველი, 21, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებებისა);“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) არანაკლებ 50 მიკრონი სისქისა და ამავე დროს არანაკლებ 45X100 სმ ზომის (იმ შემთხვევაში, თუ პარკს აქვს ჩასაკეც(ებ)ი, პარკი იზომება ჩაკეცილ მდგომარეობაში) პლასტიკის პარკებზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებებისა);“; გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) პოლიპროპილენის ძაფისგან მოქსოვილ პარკებზე (ტომრებზე, ჩანთებზე);“; დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მუნიციპალური ნარჩენებისთვის (ნაგვისთვის) განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დებულებებისა).“. 2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები: „ვ) შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკი − ნებისმიერი ზომისა და სისქის პლასტიკის პარკი, ხელსაკიდის გარეშე, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ზ) მუნიციპალური ნარჩენებისთვის (ნაგვისთვის) განკუთვნილი პლასტიკის პარკი − ნებისმიერი ზომისა და სისქის პლასტიკის პარკი, ხელსაკიდის გარეშე, თასმით ან უთასმოდ, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.“. 3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად, ასევე დატანილი უნდა იყოს: საქონლის ან პროდუქტის დასახელება, რის შესაფუთადაც არის განკუთვნილი პარკი ან/და შესაბამისი საქონლის ან პროდუქტის სასაქონლო ნიშანი, ასევე შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკის დამკვეთი (საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით). 22. მუნიციპალური ნარჩენებისთვის (ნაგვისთვის) განკუთვნილ პლასტიკის პარკზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად, ასევე ქართულ ენაზე დატანილი უნდა იყოს წარწერა − „ნარჩენებისთვის“.“. |
მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 22 პუნქტისა, ამოქმედდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „ზ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 22 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები