„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 348
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023559
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
348
04/07/2022
ვებგვერდი, 07/07/2022
300160070.10.003.023559
„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/07/2022 - 03/10/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №348

2022 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2018, 300160070.10.003.020788) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის:

  ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქონლის ან/და პროდუქტის შეფუთვისთვის გათვალისწინებულ პლასტიკის პარკებზე, როდესაც პლასტიკის პარკი გამოიყენება მწარმოებლიდან მომხმარებლამდე ჯაჭვში, როგორც ნედლეულის, ასევე დამუშავებული პროდუქტის შესაფუთად, დასაცავად, გადასატანად, მისაწოდებლად და მისი მოცილება უშუალოდ ნედლეულის/პროდუქტის მოხმარების დროს ხდება (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 მუხლის პირველი, 21, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებებისა);“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არანაკლებ 50 მიკრონი სისქისა  და ამავე დროს არანაკლებ 45X100 სმ ზომის  (იმ შემთხვევაში, თუ პარკს აქვს ჩასაკეც(ებ)ი, პარკი იზომება ჩაკეცილ მდგომარეობაში) პლასტიკის პარკებზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-6  მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებებისა);“;

გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) პოლიპროპილენის ძაფისგან მოქსოვილ პარკებზე (ტომრებზე, ჩანთებზე);“;

დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მუნიციპალური ნარჩენებისთვის (ნაგვისთვის) განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დებულებებისა).“.

2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკი − ნებისმიერი ზომისა და სისქის პლასტიკის პარკი, ხელსაკიდის გარეშე, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) მუნიციპალური ნარჩენებისთვის (ნაგვისთვის) განკუთვნილი პლასტიკის პარკი − ნებისმიერი ზომისა და სისქის პლასტიკის პარკი, ხელსაკიდის გარეშე, თასმით ან უთასმოდ, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად, ასევე დატანილი უნდა იყოს: საქონლის ან პროდუქტის დასახელება, რის შესაფუთადაც არის განკუთვნილი პარკი ან/და შესაბამისი საქონლის ან პროდუქტის სასაქონლო ნიშანი, ასევე შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკის დამკვეთი (საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით).

22. მუნიციპალური ნარჩენებისთვის (ნაგვისთვის) განკუთვნილ პლასტიკის პარკზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად, ასევე ქართულ ენაზე დატანილი უნდა იყოს წარწერა − „ნარჩენებისთვის“.“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 22 პუნქტისა, ამოქმედდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „ზ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 22 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი