დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 83/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 07/07/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.018191 |
|
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016102) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“; ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,“; გ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური დანართი №2-ის შესაბამისად.“; დ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1) შესაბამისად გაწეული მომსახურების საფასური დანართი №4-ის შესაბამისად.“; ე) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი: „23. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების წესი და პირობები დანართი №5-ის შესაბამისად.“; 2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების (დანართი №1): ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულება“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. რეგულირების სფერო ეს დებულება ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომ – დაწესებულებები) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების (შემდგომ – აკრედიტაციის სტანდარტები) დაკმაყოფილების პირობებს, აკრედიტაციის, აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგის, უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების პროცედურას, უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და პროცედურას, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის და ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის წესსა და პირობებს, სააპელაციო საჩივრის განხილვის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს, სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესებს.“; გ) მე-2 მუხლის გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. აკრედიტაციის მიზანია დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.“; გ.ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;“; გ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, 3. აკრედიტაცია არის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის გზით, ხელს უწყობს დაწესებულებაში სისტემატური თვითშეფასების პროცესის დამკვიდრებას და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებას. თვითშეფასებას ახორციელებს დაწესებულება საკუთარი საქმიანობის შეფასების წესის შესაბამისად და ადგენს აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშს, ხოლო გარე შეფასებას – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი).“; დ) თავი II (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები) ამოღებულ იქნეს; ე) თავი IV (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები)-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები“; ვ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 13. დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები განისაზღვრება ამ ბრძანების დანართი №3-ით.“; ზ) მე-19 მუხლის: ზ.ა) პირველი პუნქტის: ზ.ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის/საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის თაობაზე დაწესებულების მაძიებლად (შემდგომ – აკრედიტაციის მაძიებელი) ცნობა;“; ზ.ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლა და სააკრედიტაციო ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;“; ზ.ა.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) აკრედიტაციის მაძიებლის მიერ, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, არგუმენტირებული პოზიციის ცენტრში წარდგენა;“; ზ.ა.დ) „კ“ - ,,ნ „ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) აკრედიტაციის მაძიებლისთვის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის გაცნობა; ლ) სააკრედიტაციო განაცხადის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის მიერ ცენტრისთვის წარმოდგენილი არგუმენტირებული პოზიციის აკრედიტაციის საბჭოს (შემდგომ – საბჭო) წევრებისთვის გაგზავნა; მ) აკრედიტაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და საგანმანათლებლო პროგრამების საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება; ნ) ცენტრის მიერ საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება.“; ზ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს მიერ აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრში ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.“; თ) მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი: „მუხლი 191. აკრედიტაციის პროცესისთვის მოსამზადებელი შეხვედრა 1. სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 1 თვით ადრე დაწესებულება უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს ცენტრს აკრედიტაციის პროცესისთვის მოსამზადებელი შეხვედრის განხორციელების თხოვნით. 2. მოსამზადებელ შეხვედრას აქვს საკონსულტაციო ხასიათი და შეეხება: ა) თვითშეფასების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას; ბ) სააკრედიტაციო ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებას; გ) აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების განმარტებას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიცემა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აკრედიტაციის პროცესისთვის მოსამზადებელი შეხვედრის განხორციელებაზე უფლებამოსილი ცენტრის თანამშრომლის/თანამშრომლების განსაზღვრისა და მოსამზადებელი შეხვედრის ჩატარების შესახებ. აკრედიტაციის პროცესისთვის მოსამზადებელი შეხვედრა შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ აკრედიტაციის პროცესისათვის მოსამზადებელი შეხვედრის შემდეგ დგება წერილობითი ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია გაწეული კონსულტაციის შესახებ. დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს აკრედიტაციის პროცესისათვის მოსამზადებელი შეხვედრის განხორციელებასა და შესაბამისი ოქმის მომზადებას, აგრეთვე გამოყოს უფლებამოსილი პირი, რომელიც დაწესებულების სახელით ხელს მოაწერს აკრედიტაციის პროცესისათვის მოსამზადებელი შეხვედრის ოქმს. ცენტრის მხრიდან ოქმს ხელს აწერს ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის თანამშრომელი/თანამშრომლები.“; ი) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. სააკრედიტაციო განაცხადი 1. დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის/საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის მიზნით ცენტრში წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადს უნდა დაერთოს: ა) საგანმანათლებლო პროგრამისათვის/საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერისთვის შედგენილი აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში და მასზე დასართავი დოკუმენტაცია; ბ) სააკრედიტაციო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენის შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულება ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის წარდგენის შემთხვევაში, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად მის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულების პროექტის ცენტრთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ერთი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა დასაშვებია თუ: ა) დაწესებულება „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ შესაბამის სწავლის სფეროში ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის დაჯგუფება ვერ ხერხდება სხვა საგანმანათლებლო პროგრამასთან/პროგრამებთან ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად; ბ) დაწესებულება, პირველი აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში წარადგენს სააკრედიტაციო განაცხადს იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის კლასტერსაც შესაბამის წელს არ უწევს აკრედიტაცია; გ) დაწესებულება აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში წარადგენს პირობითი აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო პროგრამას; დ) დაწესებულება აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში წარაგენს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. 3. საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერში დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში წარდგენილი ერთი სააკრედიტაციო განაცხადი ითვალისწინებს არაუმეტეს რვა საგანმანათლებლო პროგრამას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების წესი და პირობები განისაზღვრება ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად. 5. სააკრედიტაციოდ წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამა სწავლის შედეგების მიხედვით გადის მხოლოდ ერთ კვალიფიკაციაზე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთი სააკრედიტაციო განაცხადი ითვალისწინებს: ა) მაგისტრატურის ისეთ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სწავლის შედეგების მიხედვით გადის სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ერთი და იმავე დეტალური სფეროს ფარგლებში არსებული სწავლის სფეროების გათვალისწინებით, ერთზე მეტ, მაგრამ არაუმეტეს სამ კვალიფიკაციაზე, გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა; ბ) მასწავლებლის მომზადების ისეთ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სწავლის შედეგების მიხედვით ითვალისწინებს მასწავლებლის მომზადების დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში საგნების სწავლების მეთოდიკის მოდულების სწავლებას. 6. დაწესებულებამ საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციისას, საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს ამ დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტითა და 22-ე მუხლით დადგენილი ვადები იმგვარად, რომ საბჭოს მიერ აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული 180 კალენდარული დღე დაეთმოს ამ დებულების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აკრედიტაციის პროცესის ეტაპების განხორციელებას. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. 7. დაწესებულება უფლებამოსილია მიმართოს ცენტრს, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის/ექსპერტების შეყვანის თხოვნით, რის შესახებაც დაწესებულება მიუთითებს აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში შემავალი საერთაშორისო ექსპერტი განისაზღვრება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარედ. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია სააკრედიტაციო განაცხადს დამატებით დაურთოს ან განაცხადის წარდგენის შემდგომ, ცენტრთან წერილობით შეთანხმებულ ვადაში, წარადგინოს ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრედიტაციის თვითშეფასების შევსებული ანგარიშისა და მასზე თანდართული იმ დოკუმენტების ინგლისურენოვანი თარგმანი, რომელთა ინგლისურ ენაზე არსებობის მოთხოვნის შესახებ დათქმა მითითებულია აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის დამტკიცებულ ფორმაში. 9. დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ცენტრში წარუდგენლობის შემთხვევაში, ცენტრი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს ქმნის მასში საერთაშორისო ექსპერტის შეყვანის გარეშე. 10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის თარგმანის სისწორესა და ავთენტურობაზე პასუხისმგებელია დაწესებულება. თუ აკრედიტაციის პროცესში გამოიკვეთა თარგმანთან დაკავშირებული ხარვეზი, რომელიც გავლენას ახდენს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენაზე, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. სხვა შემთხვევაში, დოკუმენტების ქართულ და ინგლისურენოვან ტექსტებს შორის განსხვავებისას, უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ტექსტს. 11. იმ შემთხვევაში, როდესაც სააკრედიტაციო განაცხადით წარდგენილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/საგანმანათლებლო პროგრამები (გარდა მასწავლებლის მომზადების ან ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა) ან/და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა (როგორც ცალკე მდგომი, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერში შემავალი) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში შედის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც განისაზღვრება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარედ. ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც სააკრედიტაციო განაცხადით წარდგენილია ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის განხორციელებაც იგეგმება უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან ერთობლივი თანამშრომლობით, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში შედის/შედიან განმახორციელებელი ქვეყნის/ქვეყნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტი/ექსპერტები. 12. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის/ექსპერტების მონაწილეობის შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენისას ან ცენტრთან წერილობით შეთანხმებულ ვადაში, ინგლისურ ენაზე თავად წარადგინოს ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრედიტაციის თვითშეფასების შევსებული ანგარიშის და მასზე დასართავი იმ დოკუმენტაციის თარგმანი, რომელთა ინგლისურ ენაზე თარგმნის არსებობის მოთხოვნაც მითითებულია აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის დამტკიცებულ ფორმაში. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დოკუმენტაციის თარგმანის სისწორესა და ავთენტურობაზე პასუხისმგებელია დაწესებულება. თუ აკრედიტაციის პროცესში გამოიკვეთა თარგმანთან დაკავშირებული ხარვეზი, რომელიც გავლენას ახდენს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენაზე, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. სხვა შემთხვევაში, დოკუმენტების ქართულ და ინგლისურენოვან ტექსტებს შორის განსხვავებისას, უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ტექსტს. 14. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის/ექსპერტების მონაწილეობის შემთხვევაში, დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, ცენტრი ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრული თანხის გადახდის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრედიტაციის თვითშეფასების შევსებული ანგარიშისა და მასზე თანდართული იმ დოკუმენტების ინგლისურენოვან თარგმანს, რომელთა ინგლისურ ენაზე არსებობის მოთხოვნის შესახებ დათქმა მითითებულია აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის დამტკიცებულ ფორმაში. 15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთარგმნელობითი მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით, ცენტრი თარგმანს უგზავნის დაწესებულებას. დაწესებულება უფლებამოსილია აცნობოს ცენტრს თარგმანთან დაკავშირებული მოტივირებული შენიშვნები, ამ დოკუმენტაციის მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ დაწესებულებას არ გააჩნია შენიშვნა თარგმანთან დაკავშირებით. 16. საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა ხორციელდება წელიწადში ორჯერ - პირველი იანვრიდან პირველი მაისის ჩათვლით და პირველი სექტემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით. 17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი სააკრედიტაციო განაცხადის ცენტრში წარდგენის ვადები არ ვრცელდება: ა) საგანმანათლებლო პროგრამის/საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების პირველი აკრედიტაციის მიზნით ცენტრში წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადზე; ბ) პირობით აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადებზე. 18. ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით.“; კ) 21-ე მუხლის: კ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თვითშეფასების მიზანია აკრედიტაციის მისაღებად საგანმანათლებლო პროგრამის/ საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის მზაობის შეფასება.“; კ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საგანმანათლებლო პროგრამის და საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერში დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის ფორმები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.“; ლ) 22-ე მუხლის: ლ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო კლასტერში დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნით სააკრედიატციო განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში - 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს სააკრედიტაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.“; ლ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. თუ დაწესებულება ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.“; ლ.გ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,41 დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში ერთჯერადად წარადგინოს ცვლილებები თვითშეფასების ანგარიშში ასახულ ინფორმაციასთან ან/და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ამასთან, თუ ცვლილება ითვალისწინებს რომელიმე დოკუმენტის ჩანაცვლების აუცილებლობას, აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად დაწესებულებამ უნდა წარადგინოს ცვლილებების წერილობითი აღწერა/განმარტება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ დაუშვებელია თვითშეფასების ანგარიშსა და თანდართულ დოკუმენტაციაში ასახული ინფორმაციის ცვლილება.“; ლ.დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ აკრედიტაციის მაძიებელი მაძიებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის აკრედიტაციის საფასურს და ამავე ვადაში ცენტრში არ წარმოადგენს აკრედიტაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.“; მ) 24-ე მუხლის: მ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრედიტაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრში ოფიციალურად წარდგენიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ. 2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალი, საერთაშორისო ექსპერტი (გარდა ამ დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ინდივიდუალური ფორმით წარმოდგენილი - ქართულ ენაში მომზადების, მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამებისა) სტუდენტი, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ დამსაქმებლები, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები.“; მ.ბ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს; მ.გ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: ,,22. იმ შემთხვევაში, როდესაც სააკრედიტაციო განაცხადით წარდგენილია ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის განხორციელებაც იგეგმება უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან ერთობლივი თანამშრომლობით, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში შედის/შედიან განმახორციელებელი ქვეყნის/ქვეყნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტი/ექსპერტები.“; მ.დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში, თუკი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში გათვალისწინებულია საერთაშორისო ექსპერტი, იგი განისაზღვრება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარედ.“; მ.ე) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 - მე-13 პუნქტები: „12. საერთაშორისო ექსპერტის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ექსპერტთა ანაზღაურების წესის შესაბამისად, ცენტრსა და საერთაშორისო ექსპერტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით და დაემატება აკრედიტაციის საფასურს. 13. ცენტრი დაწესებულებას უგზავნის საერთაშორისო ექსპერტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილ ინვოისს. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ინვოისის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის საერთაშორისო ექსპერტის შრომის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხას და ამავე ვადაში არ წარმოადგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.“; ნ) 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს უგზავნის ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას ამ დებულების 24-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ.“; ო) 26-ე მუხლის: ო.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიურება.“; ო.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს აკრედიტაციის ვიზიტის განმავლობაში საჭირო მთარგმნელობითი მომსახურების გაწევას. ცენტრმა თარჯიმნის შერჩევისას უნდა უზრუნველყოს აკრედიტაციის მაძიებელთან ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება.“; პ) 271 მუხლის: პ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აკრედიტაციის მაძიებელი საგანმანათლებლო პროგრამაზე დასკვნის პროექტის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის შემთხვევაში - 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს.“; პ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საგანმანათლებლო პროგრამის და საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმები და მათთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ჟ) 272 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. საბჭოს წევრების მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები შესაძლებელია ასევე განხორციელდეს დისტანციურად ან ნახევრად დისტანციურად კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).“; რ) 273 მუხლის: რ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭოს მუდმივი წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით, ხოლო საბჭოს მოწვეული წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრების საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“; რ.ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საბჭო შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. საბჭოს საქმიანობაში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების მიერ წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადში მითითებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომ - დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა). საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება.“; რ.გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული არაუმეტეს 2 პირი, რომელთა საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მოწვეულ პირებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (ჰონორარი მიეცემათ) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან.“; რ.დ) მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) ცენტრის შუამდგომლობის გათვალისწინებით/საკუთარი ინიციატივით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.“; რ.ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, 4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“; ს) 274 მუხლის: ს.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, დაწესებულების წარმომადგენლის, საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას.“; ს.ბ) 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,52 ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს დაინტერესებული მხარის – დაწესებულების პოზიცია.“; ტ) 275 მუხლის: ტ.ა) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სასწავლო წლის განმავლობაში იქნება მიღებული, საბჭო უფლებამოსილია, შესაბამისი დაწესებულების შუამდგომლობისა და სტუდენტების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, აკრედიტაციის დარჩენილი ვადის მიუხედავად, სათანადო გადაწყვეტილებით სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წელი შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტებულ რეჟიმში დაასრულებინოს და აკრედიტაციის გაუქმების შესახებ ან ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი მიუთითოს.“; ტ.ბ) 32 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი: „33. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებით, საბჭოს მუდმივი და მოწვეული წევრების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ან ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, საბჭო დაწესებულებისთვის დადგენილ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, განსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას აკრედიტაციის ვადის განმავლობაში.“; ტ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან ერთად ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.“; ტ.დ) 71 და 72 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,71. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის უწყვეტობის მიზნით, საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციისას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში მიეთითება აკრედიტაციის ვადის დასაწყისი (გადაწყვეტილების ამოქმედების თარიღი), რომელიც, დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, შესაძლებელია განისაზღვროს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან დარჩენილ მიმდინარე აკრედიტაციის ვადის დასრულების მომდევნო დღიდან ან გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან დარჩენილ მიმდინარე აკრედიტაციის დასრულებამდე არსებული კონრეტული თარიღიდან. 72. იმ შემთხვევაში, თუკი, დაწესებულებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ამ დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, შესაძლებელია აკრედიტაციის ვადის დასაწყისი (გადაწყვეტილების ამოქმედების თარიღი) დადგინდეს ამ მუხლის 71 პუნქტისგან განსხვავებული წესით.“; უ) 276 მუხლის: უ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ან ,,დ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებულ სტანდარტთან მიმართებით შეფასდა, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან” და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ან „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“ და სტანდარტის მეტწილი შესაბამისობა განპირობებულია ამავე სტანდარტის არაუმეტეს ერთი კომპონენტის შეფასებით, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შესახებ და მიმართავს ცენტრს შუამდგომლობით ამ დებულებით დადგენილი წესით დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ (არაუმეტეს 2 წლის ვადაში), რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში;“; უ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: ,,11. პირობითი აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო პროგრამის მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში, თუ საბჭოს მიერ საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციის ერთ სტანდარტთან მიმართებით მაინც შეფასდა, როგორც ,,ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;“; უ.გ) 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, 24. თუ დაწესებულება ცენტრს არ წარუდგენს ამ მუხლის 21 პუნქტის შესაბამის ანგარიშს ან მასზე დასართავ დოკუმენტს, ცენტრი დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.“; უ.დ) 210 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, 210. ამ მუხლის 27-29 პუნქტების გათვალისწინებით, ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა წარედგინება საბჭოს და, ასევე, გასაცნობად შესაბამის დაწესებულებას.“; უ.ე) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადაა 7 წელი. საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ცენტრში სააკრედიტაციოდ წარდგენილია იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს არ უწევთ განმეორებითი აკრედიტაცია, სააკრედიტაციოდ წარდგენილ საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია ენიჭება აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე. 4. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 4 წელი. საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ცენტრში სააკრედიტაციოდ წარდგენილია იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს არ უწევთ განმეორებითი აკრედიტაცია, სააკრედიტაციოდ წარდგენილ საგანმანათლებლო პროგრამას პირობითი აკრედიტაცია ენიჭება აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე, მაგრამ არაუმეტეს 4 წლის ვადისა. პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.“; ფ) 278 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 278. აკრედიტაციაზე უარის თქმის, აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები 1. დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) დაწესებულებას ეზღუდება იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების/ აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების მიღების უფლება, რომელზეც უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, გაუუქმდა აკრედიტაცია ან აკრედიტაციის ვადა ამოეწურა; ბ) სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლებამოსილია ამ დებულების 275 მუხლის 32 პუნქტის შესაბამისად, საბჭოს მიერ დადგენილი ვადით (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, გადავიდეს სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა გადაიტანოს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე; გ) სტუდენტს, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამ დებულების 275 მუხლის 32 პუნქტის შესაბამისად, საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; დ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; ე) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით. 2. საგანმანათლებლო პროგრამისთვის ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში, დაწესებულების დასაბუთებული შუამდგომლობის, საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სტუდენტს უფლება აქვს მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში სტუდენტს უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.“; ქ) 278 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 279 და 2710 მუხლები: „მუხლი 279. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა 1. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის საფუძველია დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადში, ან სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა. 2. დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადში მითითებული სტუდენტენთა ადგილების ზღვრული რაოდენობა უნდა ეფუძნებოდეს დაწესებულების და საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტენთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიას, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნებს, საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკას, ადამიანურ რესურსებს, დაწესებულების, პრაქტიკის ობიექტების, ლაბორატორიული და კლინიკური ბაზების რესურსებს. 3. საბჭო ამ დებულებით დადგენილი წესით განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, საიდანაც მოწვეულ წევრთა ხმები უნდა შეადგენდეს დამსწრე მოწვეულ წევრთა არანაკლებ 3/4-ს. 4. საბჭო უფლებამოსილია დაეთანხმოს დაწესებულების მოთხოვნას ან შეამციროს მის მიერ მოთხოვნილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. მუხლი 2710. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა 1. დაწესებულება, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მისთვის დადგენილ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, უფლებამოსილია ცენტრს წარუდგინოს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადი. 2. ცენტრისათვის წარსადგენი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ წერილობითი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ. 4. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/ სამეცნიერო/მოწვეული პერსონალი და სტუდენტი, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ დამსაქმებლები, ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის, დაწესებულების და საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტენთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის, შესაბამისი დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნების, საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის, ადამიანური რესურსების, დაწესებულების, პრაქტიკის ობიექტების, ლაბორატორიული და კლინიკური ბაზების რესურსების გათვალისწინებით, ვიზიტის შედეგად დგება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს. 6. ცენტრი ადგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 23-ე მუხლის მე-3 და ამ მუხლის მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი. 7. დაწესებულება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა მოიცავს ინფორმაციას ექსპერტთა ჯგუფის მიერ არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არ გაზიარების არგუმენტაციის თაობაზე. 10. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას და საბჭოს. 11. სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების 279 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 12. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის ან სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. 13. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გადაჭარბება არის ამ პროგრამისთვის აკრედიტაციის გაუქმების საფუძველი, გარდა სტუდენტის სტატუსის აღდგენისას სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გადაჭარბების შემთხვევისა. 14. ცენტრის ინიციატივით, ამ დებულების 31-ე მუხლის შესაბამისად აკრედიტაციის პირობების შემოწმების საფუძველზე, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შესაძლებელია შემცირდეს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა. 15. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ღ) 28-ე მუხლის: ღ.ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, ცენტრი აღიარებს აკრედიტაციას, რომელიც მინიჭებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით და მოპოვებული აქვს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება. დაწესებულება ცენტრს აწვდის წინასწარ ინფორმაციას შერჩეული ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ.“; ღ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღიარება ხორციელდება დაწესებულების მიერ ცენტრში შესაბამისი განცხადების, უცხოური ორგანიზაციის მიერ შექმნილი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და უცხოური ორგანიზაციის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე.“; ღ.გ) მე-5 - მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების მიზნით, დაწესებულება ამ ორგანიზაციისათვის სააკრედიტაციო განაცხადით მიმართვას ახდენს ცენტრისაგან წინასწარი თანხმობის გაცემის საფუძველზე. ცენტრის წინასწარი თანხმობა გაიცემა, თუ ორგანიზაციის მიერ გამოყენებული გარე შეფასების მექანიზმი, ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, თავსებადია ეროვნულ დონეზე მოქმედ აკრედიტაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრი გასცემს უარს დაწესებულების მიერ მითითებული ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარებაზე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყების საფუძველია დაწესებულების მიერ ცენტრში წერილობითი განცხადებისა და ამ განცხადების განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამ პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი განაცხადი ცენტრს წარედგინება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციისთვის მიმართვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. წარდგენილი განცხადება უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის (მათ შორის, სახელწოდების, მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების, პროგრამის შემადგენელი კომპონენტების, კრედიტების რაოდენობის, კრედიტების განაწილების მითითებით), ასევე, ინფორმაციას აკრედიტაციის განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსისა და უფლებამოსილების, აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღიარება ხორციელდება დაწესებულების მიერ ცენტრში შესაბამისი განცხადების, უცხოური ორგანიზაციის მიერ შექმნილი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და უცხოური ორგანიზაციის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე. 8. გარდა ამ მუხლის მე-2, 21 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ცენტრი უფლებამოსილია აღიაროს უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია, თუ ამ ორგანიზაციის მიერ გამოყენებული გარე შეფასების მექანიზმი, ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, თავსებადია ეროვნულ დონეზე მოქმედ აკრედიტაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან, და ამგვარი აღიარების შესახებ დათქმა გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით. საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმებამდე ცენტრი, ამ ხელშეკრულების პროექტის მომზადებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურის მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს უცხოური ორგანიზაციის გარე შეფასების მექანიზმების თავსებადობის დადგენას ეროვნულ დონეზე მოქმედ აკრედიტაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღიარება ხორციელდება დაწესებულების მიერ ცენტრში შესაბამისი განცხადების, უცხოური ორგანიზაციის მიერ შექმნილი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და უცხოური ორგანიზაციის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე. წარდგენილი განცხადება უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის (მათ შორის, სახელწოდების, მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების, პროგრამის ხანგრძლივობის, პროგრამის შემადგენელი კომპონენტების, კრედიტების რაოდენობის, კრედიტების განაწილებისა და მისანიჭებელი კვალიფიკაციის მითითებით).“; ღ.დ) მე-11 - მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. დაწესებულება ვალდებულია აცნობის ცენტრს ამ მუხლით გათვალისწინებული უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილებაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 12. ცენტრი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2, 21, მე-4 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ უცხოურ ორგანიზაციასთან წინასწარი შეთანხმებით განახორციელოს უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის პირობების შემოწმება არაგეგმიური მონიტორინგის გზით ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა ეგზავნება შესაბამის უცხოურ ორგანიზაციას და დაწესებულებას. 13. დაწესებულება ვალდებულია ცენტრს აცნობოს უცხოური ორგანიზაციის მიერ აკრედიტაციის პირობების შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაცია.“; ყ) 281 მუხლის: ყ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ დებულების 275 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში დაწესებულებამ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში. დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ სააპელაციო საჩივარს უნდა ერთოდეს საჩივრის განხილვის დასაშვებობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. სააპელაციო საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით. სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ავტორიზაციის საბჭოს წევრი ან საბჭოს წევრი.“; ყ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. სააპელაციო საბჭო ფუნქციურად დამოუკიდებელია დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისგან.“; ყ.გ) მე-5 პუნქტის ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულში საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც სისტემატურად ახორციელებს ხარისხის მართვის უზრუნველყოფას; ზ) ცენტრის შუამდგომლობის გათვალისწინებით/საკუთარი ინიციატივით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.“. შ) 282 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. სააპელაციო საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს სხვა წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას.“; ჩ) 283 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. სააპელაციო საბჭოს მიერ სააპელაციო საჩივრის მიღების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში დაწესებულებამ ცენტრში უნდა წარადგინოს სააპელაციო საჩივრის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ცენტრის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.“; ც) 285 მუხლის: ც.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სააპელაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის, სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შესახებ აკრედიტაციის მაძიებლის მოსაზრებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საბჭოს გადაწყვეტილების შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.“; ც.ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი: „14. სააპელაციო საბჭოს წევრების ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები შესაძლებელია ასევე განხორციელდეს დისტანციურად ან ნახევრად დისტანციურად კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).“; ძ) 286 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 286. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს მონაწილეობა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ წარმოებაში 1. სააპელაციო საბჭოს მიერ სააპელაციო საჩივრის მიღების შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღებ საბჭოს, სამდივნოს მეშვეობით, ეგზავნება სააპელაციო საჩივარი და მასზე დართული დოკუმენტების ასლები. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები საბჭო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის ასლის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოს სააპელაციო საბჭოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება სააპელაციო საჩივრის შესახებ. 3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები საბჭო სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე დაინტერესებულ მხარეს. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები საბჭო ადმინისტრაციულ წარმოებაში, მათ შორის, ზეპირ მოსმენაზე, წარმოდგენილი უნდა იყოს ამ საბჭოს თავმჯდომარით ან მისი თანხმობით, საბჭოს სხვა წევრით.“; წ) 287 მუხლის: წ.ა) მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ; ბ) საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.“; წ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში გასაჩივრება არ იწვევს ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.“; ჭ) 288 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში. 2. საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი საბჭო განიხილავს საკითხს ამ დებულების 272 და 275 მუხლებით დადგენილი წესით და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. 3. საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბჭო სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებისა და სხდომის ოქმის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში გადაწყვეტილებას იღებს ამ დებულების 272 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, საბჭოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების, სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების განხილვისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. 4. აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ამ თავით განსაზღვრული წესით გასაჩივრება დაწესებულებას შეუძლია მხოლოდ ერთხელ.“; ხ) 29-ე მუხლის: ხ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრედიტაციის პირობების შემოწმების მიზნით, დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკრედიტებულ პროგრამას, ვალდებულია ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. საგანმანათლებლო პროგრამის/საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის თვითშეფასების ანგარიში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში და მასზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით.“; ხ.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) რომელსაც მიენიჭა აკრედიტაცია ან პირობითი აკრედიტაცია არაუმეტეს 4 წლის ვადით; გ) რომელსაც მიენიჭა აკრედიტაცია და რომელზეც საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე ამ დებულების 276 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტის ან 31-ე მუხლის საფუძველზე განხორციელდა აკრედიტაციის პირობების შემოწმება; დ) რომელსაც აკრედიტაცია მინიჭებული აქვს ცენტრის მიერ აღიარებული უცხოური ორგანიზაციის მიერ და ცენტრმა მოახდინა ამ პროგრამაზე მინიჭებული აკრედიტაციის აღიარება; ე) რომელსაც აკრედიტაცია მიენიჭა „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის №09/ნ ბრძანებით გათვალისწინებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების“ ძალაში შესვლამდე მოქმედი დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების საფუძველზე; “; ხ.გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საგანმანათლებლო პროგრამის და საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის თვითშეფასების ანგარიშის ფორმებს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საგანმანათლებლო პროგრამის თაობაზე დაწესებულების მიერ წარმოდგენილი თვითშეფასების ანგარიშის შესაბამისობას ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.“; ხ.დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ცენტრი 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის თაობაზე დაწესებულების მიერ წარმოდგენილი თვითშეფასების ანგარიშის შესაბამისობას ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.“; ხ.ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. დაწესებულება დასკვნის პროექტის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის შემთხვევაში - 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს.“; ხ.ვ) მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,15. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი დაწესებულებას უგზავნის ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. „ 16. ამ მუხლით გათვალისწინებული თვითშეფასების ანგარიშის შეფასების შედეგები ცენტრის მიერ გამოიყენება დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის/საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის ფარგლებში სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრების, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების განვითარებისა და დაწესებულებების საჭიროებებზე დაფუძნებული განმავითარებელი და მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით.“; ხ.ზ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. საგანმანათლებლო პროგრამის და საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმები და მისთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ჯ) 30-ე მუხლის: ჯ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში განხორციელებული ცვლილებები“ ჯ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამის დასახელების, საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობ(ებ)ის, სწავლის შედეგ(ებ)ის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურის (ძირითადი სწავლის სფეროს კომპონენტების და მისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობის არანაკლებ 30%-ით ცვლილება - დამატება ან/და ამოღება, რაც არ ცვლის საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგებს ან/და კონცენტრაციის დამატება ან/და ამოღება) ცვლილების შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და წარუდგინოს შეცვლილი საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე ცვლილებების განხორციელების მიზეზი და მის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტი“; ჯ.გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამაში მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელების ცვლილება ან/და აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის რეჟიმში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების გაყოფა დასაშვებია, თუ აღნიშნული უკავშირდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანას ან არსებულ დარგობრივ მახასიათებელში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების დარგობრივ მახასიათებელთან შესაბამისობაში მოყვანას. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები არ განიხილება ახალ პროგრამად/პროგრამებად და აკრედიტებულ რეჟიმში აგრძელებენ მოქმედებას ამ პუნქტით გათვალისწინებული მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელების ცვლილებამდე ან/და აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის რეჟიმში არსებული საგანმანათლებლო პროგრამის გაყოფამდე მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრული აკრედიტაციის დარჩენილი ვადით. 4. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანა გამოიწვევს საგანმანათლებლო პროგრამის ორ ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამად გაყოფას, დაწესებულება ვალდებულია იმავე კალენდარული წლის განმავლობაში გაყოფილი საგანმანათლებლო პროგრამები, მიუხედავად მათი დეტალური სფეროს კოდებისა, მოიყვანოს შესაბამისობაში ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან.“; ჰ) 31-ე მუხლის: ჰ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. საგანმანათლებლო პროგრამების გეგმიური მონიტორინგის წლიური გეგმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება შესაბამის დაწესებულებას.“; ჰ.ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული საჩივარი შესაძლოა ცენტრში წარმოდგენილი იქნეს იმ დაინტერესებული პირის (კანონიერი წარმომადგენელი, სტუდენტი, აკადემიური, მოწვეული, სამეცნიერო ან ადმინისტრაციული პერსონალი და სხვა) მიერ, რომელიც მიიჩნევს, რომ ირღვევა ამ დებულებით განსაზღვრული სტანდარტები. ამასთან, საჩივრის ფორმა, საჩივრის შედგენისა და განხილვის მეთოდოლოგია მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7. საგანმანათლებლო პროგრამის ან საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერში დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით, გეგმიური ან/და არაგეგმიური მონიტორინგის განხორციელებისას ცენტრი უფლებამოსილია დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში გეგმიური და/ან არაგეგმიური მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.“; ჰ.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,9. გეგმიური და/ან არაგეგმიური მონიტორინგის გზით აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შემთხვევაში აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალი. ასევე, მონიტორინგის ფარგლებისა და შინაარსის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს – სტუდენტი, დამსაქმებელი, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენელი და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.“; ჰ.დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,13. აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების თვითაცილების ან/და აცილების საკითხები რეგულირდება ამ დებულების 24-ე მუხლის მე-4-მე-9 პუნქტების შესაბამისად. დაწესებულების მიერ აცილების გამოყენების უფლება არ აბრკოლებს ვიზიტის განხორციელებას.“; ჰ.ე) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. დაწესებულება დასკვნის პროექტის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის შემთხვევაში - 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს.“; ჰ.ვ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,22. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების დარჩენილი ვადების გათვალისწინებით, დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.“; ჰ.ზ) 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,27. საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება საბჭოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.“; ჰ1) 311 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. დაწესებულება ან/და სააკრედიტაციო პროცესში მონაწილე სხვა დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია ცენტრში აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებით, აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას კონკრეტული გარემოების დადგომიდან ან პროცესის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს საჩივარი, თუკი, ცენტრის თანამშრომლის/თანამშრომლების ან/და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის/წევრების მიერ დაირღვევა ამ დებულებით, ამ დებულების 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსით“ ან/და ცენტრის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები."; ჰ2) 311 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 312 მუხლი: „მუხლი 312. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია 1. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაცია და პირობების შემოწმება ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. საკითხები, რომლებიც არ არის დარეგულირებული ამ მუხლით, წესრიგდება ამავე ბრძანების შესაბამისი მუხლებით. 2. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრს სააკრედიტაციო განაცხადის წარმოდგენამდე არანაკლებ 2 თვით ადრე წერილობით აცნობებს საგანმანათლებლო პროგრამაზე სააკრედიტაციო პროცესის დაწყების სურვილის შესახებ. 3. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს ცენტრს აკრედიტაციის პროცესისათვის საკონსულტაციო შეხვედრის განხორციელების თხოვნით, რომელიც შეეხება: ა) საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს; ბ) სააკრედიტაციო განაცხადის მომზადებასა და თვითშეფასების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას; გ) სააკრედიტაციო ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებას; დ) აკრედიტაციის სტანდარტების, დარგობრივი მახასიათებლების განმარტებას. 4. საკონსულტაციო შეხვედრის და აკრედიტაციის საფასური განისაზღვრება ამ ბრძანების მე-4 დანართით; 5. უცხო ქვეყანაში მოქმედი უმაღლესი განათლების სისტემის, დარგობრივი მახასიათებლებისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია დაუკავშირდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქვეყანაში მოქმედ უმაღლესი განათლების გარე ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანიზაცია/ორგანიზაციებს. 6. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სააკრედიტაციო განაცხადი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე. ცენტრი უზრუნველყოფს იმ დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმანს, რომელთა ქართულ ენაზე არსებობის მოთხოვნის შესახებ დათქმა მითითებულია უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესავსებ აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის დამტკიცებულ ფორმაში. 7. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის ეტაპზე ცენტრსა და დაწესებულებას შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, სააკრედიტაციო დოკუმენტაციის თარგმნის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრების, ცენტრის წარმომადგენლის/წარმომადგენლების მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები და აკრედიტაციის საფასური. 8. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასებისას ჯგუფში სავალდებულოა იმ ქვეყნის წარმომადგენელი ექსპერტის მონაწილეობა, რომელშიც საერთაშორისო აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება ფუნქციონირებს. აღნიშნული ექსპერტი განისაზღვრება დაწესებულების ქვეყანაში უმაღლესი განათლების გარე ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციასთან კონსულტაციის საფუძველზე. 9. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალი და სტუდენტი, საერთაშორისო ექსპერტი, დამსაქმებელი, ასევე შესაძლებელია მონაწილეოდებდნენ რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – შესაბამისი ქვეყნიდან მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები. 10. საგანმანთლებლო პროგრამების საბჭოს მიერ უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის განხილვისას, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული არაუმეტეს 2 საერთაშორისო ექსპერტი, რომლის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მოწვეულ პირებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (ჰონორარი მიეცემათ) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. 11. იმ შემთხვევაში, როდესაც სააკრედიტაციო განაცხადით წარდგენილია დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა, შეფასების პროცესში ცენტრი ითვალისწინებს ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებულ მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელს, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის სტანდარტებს საბაზო სამედიცინო განათლების შესახებ და ასევე, აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების ქვეყანაში მოქმედ დარგობრივი მახასიათებლის ძირითად მოთხოვნებს (არსებობის შემთხვევაში). 12. საბჭოს გადაწყვეტილება უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით და საბჭოს სხდომის ოქმის შესაბამისი ნაწილი გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. 13. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ინგლისურ ენაზე წარმოადგინოს სააპელაციო საჩივარი საგანმანათლებლო პროგრამების საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ. 14. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება და საბჭოს სხდომის ოქმის შესაბამისი ნაწილი გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე.“; ჰ3) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 34. საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის განხილვა საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე დაწესებულების მიერ 2020 წლის 30 იანვრამდე წარდგენილი ანგარიშის განხილვა ხორციელდება ანგარიშის წარმოდგენის პერიოდისთვის მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.“; ჰ4) 35-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 36-ე მუხლი: „მუხლი 36. ცალკეულ შემთხვევაში აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობასთან დაკავშირებული რეგულირების მოქმედების პერიოდი 2023 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს მე-20 მუხლის მე-11 პუნქტი.“. 3. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად. 4. ბრძანების 21 პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად. 5. ბრძანების დანართი №4-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1) შესაბამისად გაწეული მომსახურების საფასური“; 6. ბრძანების 23 პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების წესი და პირობები“ (დანართი №5) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებით სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაწყებულ შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებებზე გავრცელდეს ამავე ბრძანების ამოქმედებამდე არსებული რეგულაციები. |
მუხლი 3 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაწყებულ შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებებზე არ გავრცელდეს ამავე ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-20 მუხლის მე-11 პუნქტი. ასეთ წარმოებებზე გავრცელდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1) მე-20 მუხლის 51 პუნქტი. |
მუხლი 4 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაწყებულ შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებებზე არ გავრცელდეს ამავე ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „მ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი და „მ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი. ასეთ წარმოებებზე გავრცელდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1) 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები. |
მუხლი 5 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაწყებულ შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებებზე არ გავრცელდეს ამავე ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 278 მუხლი. ასეთ წარმოებებზე გავრცელდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1) 278 მუხლი. |
მუხლი 6 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაწყებულ შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებებზე არ გავრცელდეს ამავე ბრძანების მე-3 და მე-4 პუნტებით გათვალისწინებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური“ და „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები“. ასეთ წარმოებებზე გავრცელდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური“ და „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები“. |
მუხლი 7 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-20 მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტების, ამ ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „მ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ტ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 275 მუხლის 33 პუნქტის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „უ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 276 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და ამ ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 279 და 2710 მუხლებისა. |
მუხლი 8 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-20 მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტები, ამ ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „მ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
მუხლი 9 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ტ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 275 მუხლის 33 პუნქტი, ამ ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „უ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 276 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, ამ ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 279 და 2710 მუხლები ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები