დასაქმების შესახებ

დასაქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 25/07/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1991
ძალის დაკარგვის თარიღი 17/10/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
-
25/07/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1991
000000000.00(0).000.000000
დასაქმების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი N1084)

საქართველოს კანონი

დასაქმების შესახებ

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

 

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოსახლეობის დასაქმების პოლიტიკას, უმუშევართა სოციალური დაცვის ეკონომიკურ, სოციალურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს.

კანონი ვრცელდება რესპუბლიკის ყველა მცხოვრებზე. თანაბარ პირობებში სამუშაოზე მოწყობისას უპირატესობით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქენი.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

 

კარი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები დასაქმების სფეროში

დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:
ა) საქართველოს ყველა მოქალაქისათვის შრომის უფლების განხორციელების თანასწორი შესაძლებლობის უზრუნველყოფა რასის, ეროვნების, სქესის, რელიგიური მრწამსის. პოლიტიკური შეხედულებებისა და ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად;
ბ) მოქალაქის შრომითი ინიციატივის მხარდაჭერა და წახალისება;
გ) მოქალაქის დასაქმებისათვის ხელშეწყობა, უმუშევრობის მაქსიმალურად შემცირება;
დ) უმუშევრის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა;
ე) დასაქმების სფეროში და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის სხვა მიმართულებით (სოციალური უზრუნველყოფა, შემოსავლების ზრდა და განაწილება, ინფლაციის თავიდან აცილება და სხვა) გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაცია;
ვ) დასაქმების სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავების, რეალიზაციისა და კონტროლისათვის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან პროფკავშირებისა და მეწარმეთა ასოციაციების (კავშირების) აქტიური თანამშრომლობა;
ზ) დასაქმების პრობლემათა გადაჭრაში საერთაშორისო თანამშრომლობა.
საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 2. დასაქმების ცნება და ფორმები

1. დასაქმება არის მოქალაქის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მის პირად და საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებასთან, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და, როგორც წესი, მოაქვს მისთვის შრომითი შემოსავალი (შემდგომში – ანაზღაურება).

2. მოქალაქის დაუსაქმებლობა არ შეიძლება გახდეს მისი ადმინისტრაციული ან სხვა პასუხისმგებლობის საფუძველი. იძულებითი შრომა დაუშვებელია, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. ანაზღაურებადი არარეგისტრირებული შრომითი საქმიანობა აკრძალულია.

4. დასაქმებულად ითვლება:

ა) შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე სრული ან არასრული სამუშაო დროით მომუშავე, მათ შორის, ისიც, ვინც ასრულებს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (სამსახურს) (სეზონური, დროებითი სამუშაოების ჩათვლით);

ბ) სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებით (ნარდობის ხელშეკრულებით) მომუშავე, მათ შორის, ხელშეკრულებით პროდუქციის რეალიზატორი;

გ) მოქალაქე, რომელიც დროებით არ ასრულებს სამუშაოს დროებითი შრომისუუნარობის, შვებულებაში ყოფნის, სასწავლებლად ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივლინების, გაფიცვის, წარმოების დროებით შეჩერების გამო;

დ) მოქალაქე, რომელიც გადის სამხედრო სამსახურს;

ე) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოში, საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ანაზღაურებად თანამდებობაზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული მოქალაქე;

ვ) საქართველოში ან საზღვარგარეთ ერთობლივ ან უცხო ქვეყნის წარმოება-დაწესებულებაში, საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ანაზღაურებად სამუშაოზე მყოფი მოქალაქე;

ზ) მოქალაქე, რომელიც დამოუკიდებლად უზრუნველყოფს თავს სამუშაოთი და აქვს შემოსავალი ამ საქმიანობიდან;

თ) სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული მოქალაქე;

ი) 1 ჰექტარი ან მეტი მიწის ფართობის მესაკუთრე.
საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64
მუხლი 3. უმუშევარი

1. უმუშევრად ითვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელსაც არა აქვს სამუშაო და შესაბამისად – ანაზღაურება (შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით იმ კომპენსაციის გარდა, რომელიც მოქალაქეს უნარჩუნდება ორგანიზაციის ლიკვიდაციის, ან მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირების გამო) და რომელიც რეგისტრირებულია დასაქმების სამსახურში შესაფერისი სამუშაოს მოსაძებნად, ეძებს სამუშაოს და მზად არის შეუდგეს მის შესრულებას.

2. კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო ასაკის მოქალაქე, რომელიც სწავლობს ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლაში ან პროფესიული (მათ შორის, უმაღლესი და უმაღლესის შემდგომი) სასწავლებლის დასწრებული სწავლების განყოფილებაზე, უმუშევრად არ ჩაითვლება.

3. მოქალაქეს, რომელსაც დადგენილი წესით არ შეიძლება მიენიჭოს უმუშევრის სტატუსი, უფლება აქვს აღრიცხვაზე დადგეს დასაქმების სამსახურში, როგორც სამუშაოს მაძიებელი.

4. უმუშევართა რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 4. შესაფერისი სამუშაო

1. უმუშევრად რეგისტრირებული მოქალაქისათვის, რომელიც სამუშაოდან განთავისუფლდა და არა აქვს ხელფასი, შესაფერისად ჩაითვლება ის სამუშაო, მათ შორის, დროებითიც, რომელიც მის პროფესიულ მომზადებას, ასაკს, სქესს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, შრომის სტაჟს შეესაბამება და მოსახერხებელია სატრანსპორტო თვალსაზრისით.

2. თუ დასაქმების სამსახურმა უმუშევარს ვერ გამოუნახა შესაფერისი სამუშაო, მას უფლება აქვს სურვილისამებრ აირჩიოს სამუშაო, რომელიც საჭიროებს პროფესიის (სპეციალობის) შეცვლას, ასაკის, სქესის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შრომის სტაჟის და შრომის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით.

3. შესაფერისად ჩაითვლება ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, მათ შორის, დროებითიც, რომელიც საჭიროებს ან არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას მოქალაქისათვის, რომელიც:

ა) პირველად ეძებს სამუშაოს და არა აქვს პროფესია (სპეციალობა);

ბ) უარს აცხადებს თავისი პროფესიით (სპეციალობით) აიმაღლოს კვალიფიკაცია, მიიღოს მომიჯნავე პროფესია (სპეციალობა) ან გაიაროს გადამზადება 6 თვის უმუშევრობის გასვლის შემდეგ;

გ) დასაქმების სამსახურში აღრიცხვაზე იმყოფება არანაკლებ 12 თვის განმავლობაში და 3 წლის განმავლობაში არ უმუშავია;

დ) სეზონური სამუშაოების დამთავრების შემდეგ მიმართავს დასაქმების სამსახურს.

4. სამუშაო შესაფერისად არ ჩაითვლება, თუ:

ა) იგი დაკავშირებულია მოქალაქის თანხმობის გარეშე მისი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან;

ბ) შრომის პირობები არ შეესაბამება შრომის დაცვის წესებსა და ნორმებს;

გ) შეთავაზებული ანაზღაურება ნაკლებია მოქალაქის უკანასკნელ სამუშაო ადგილზე ბოლო 3 თვის საშუალო ხელფასზე.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 5. შრომის უფლების დაცვის სახელმწიფო გარანტიები

1. უმუშევარს სახელმწიფოსაგან გარანტირებული აქვს:

ა) უფლება, ისარგებლოს უფასო პროფესიული მომზადებით, გადამზადებით და პროფესიული კონსულტაციით;

ბ) საქმიანობისა და სამუშაოს სახეობის არჩევის თავისუფლება;

გ) შესაფერისი სამუშაოს შერჩევასა და სამუშაოზე მოწყობაში უფასო ხელშეწყობა;

დ) პროფესიის და სამუშაოს მიღების, პროფესიული მომზადების, დასაქმებისა და შრომის პირობების შერჩევის დროს ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან დაცვა;

ე) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის დაკვეთის შესაბამისად სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა შესაფერისი სამუშაოთი უზრუნველყოფა;

ვ) დასაქმების სამსახურის საგზურის საფუძველზე ახალ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილზე გადასვლასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსაცია;

ზ) დროებით სამუშაოებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

2. სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ სტატისტიკური მონაცემებისა და საინფორმაციო მასალების სისტემატურ პუბლიკაციას სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების, შრომითი მოწყობის შესაძლებლობების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების, სოციალურ-შრომითი რეაბილიტაციისა და დასაქმების სფეროს სხვა საკითხების თაობაზე.

შენიშვნა: ცნებაში „გადამზადება“ იგულისხმება კვალიფიკაციის ამაღლებაც.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 6. დასაქმების დამატებითი გარანტიები მოსახლეობის ცალკეული ჯგუფებისათვის

სახელმწიფო დასაქმების დამატებითი გარანტიებით უზრუნველყოფს შრომის ბაზარზე დაბალკონკურენტუნარიან მოქალაქეს (ახალგაზრდა, ინვალიდი, მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობელი, რომელიც ზრდის 14 წლამდე ასაკის ან ინვალიდ ბავშვს, წინასაპენსიო ასაკის მოქალაქე, მოქალაქე, რომელსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში  არ ჰქონდა სამუშაო, სასჯელის აღმასრულებელი ან იძულებითი მკურნალობის დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირი), რომელსაც უჭირს სამუშაოს მოძებნა და საჭიროებს განსაკუთრებულ სოციალურ დაცვას. მოქალაქეთა ამ კატეგორიისათვის სახელმწიფო ქმნის სპეციალურ დამატებით სამუშაო ადგილებს, სპეციალიზებულ საწარმოებს, მათ შორის, საწარმოებს ინვალიდებისათვის, ახორციელებს სწავლების სპეციალურ პროგრამებს და სხვა ღონისძიებებს.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 7. კანონმდებლობა დასაქმების შესახებ

1. ურთიერთობანი დასაქმების სფეროში საქართველოს ტერიტორიაზე რეგულირდება ამ კანონით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

2. ავტონომიურ რესპუბლიკათა კანონმდებლობით დასაქმების შესახებ, რესპუბლიკის თავისებურებებიდან გამომდინარე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს უმუშევართა სოციალური დაცვის დამატებითი პირობები და გარანტიები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას დასაქმების შესახებ.

3. თუ  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილია სხვა წესები, რომლებიც განსხვავდება დასაქმების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისაგან, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების წესები.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

 

კარი II

მოქალაქის უფლება დასაქმებაზე

მუხლი 8. სამუშაოზე მოწყობის უფლება

1. საქართველოს მოქალაქეს აქვს სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლება საწარმოსათვის, დაწესებულების და ორგანიზაციისათვის (მისი საკუთრების ფორმის მიუხედავად) უშუალო მიმართვის გზით ან დასაქმების სამსახურის მეშვეობით.

2. სამუშაოზე მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რის შესახებაც აუცილებლად უნდა ეცნობოს დასაქმების სამსახურს.

3. შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) დადების წესი და პირობები რეგულირდება რესპუბლიკის შრომის კანონმდებლობით.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 9. მოქალაქის უფლება საზღვარგარეთ შრომით საქმიანობაზე

1. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს აქვს საზღვარგარეთ შრომითი საქმიანობის უფლება.

2. ამ მოქალაქის უფლებებისა და ინტერესების დაცვის წესი და საშუამავლო დახმარების პირობები განისაზღვრება საქართველოს და შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოსა და სხვა სახელმწიფოს შორის დადებული შეთანხმებებით.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 91. დასაქმების კერძო სამსახურების საქმიანობა
დასაქმების ის კერძო სამსახურები, რომლებიც მოქალაქის სამუშაოდ მოწყობის (მათ შორის, საზღვარგარეთ) ფასიან მომსახურებას ეწევიან, ექვემდებარებიან აღრიცხვას საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროში.
საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2035 სსმ 20 (27) მუხლი 98

მუხლი 10. უმუშევრის სოციალური დაცვა

მოქალაქეს აქვს უმუშევრობისაგან სოციალური დაცვის უფლება. დადგენილი წესით უმუშევრად ცნობილ პირს უფლება აქვს მიიღოს შემწეობა უმუშევრობისათვის.

მუხლი 11. დასაქმების სამსახურის მუშაკთა ქმედების გასაჩივრების უფლება

მოქალაქეს უფლება აქვს გაასაჩივროს დასაქმების სამსახურის მუშაკთა ქმედება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

 

კარი III

დასაქმების სახელმწიფო რეგულირება და ორგანიზაცია

მუხლი 12. დასაქმების სახელმწიფო რეგულირება

დასაქმების ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 14. დამსაქმებლის მოვალეობანი

დამსაქმებელი, საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, ვალდებულია ხელი შეუწყოს დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, რისთვისაც:

ა) იცავს შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) იმ პირობებს, რომლებიც საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებს შრომით ურთიერთობებს;

ბ) ქმნის სათანადო პირობებს მუშაკთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

გ) კანონით დადგენილი ოდენობით და განსაზღვრული წესით, რეგულარულად რიცხავს შესაბამის სახსრებს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის ანგარიშზე;

დ) დადგენილ ვადაში წარუდგენს დასაქმების სამსახურს ინფორმაციას თავისუფალი სამუშაო ადგილებისა (თანამდებობებისა) და მუშაკთა მოსალოდნელი გამოთავისუფლების შესახებ, მათი რაოდენობის, პროფესიის (სპეციალობის) და გამოთავისუფლების ვადის ჩვენებით, დადგენილი სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით;

ე) ვალდებულია იზრუნოს შრომის ბაზარზე დაბალკონკურენტუნარიანი პირების პროფესიულ მომზადებაზე, გადამზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებაზე, დადგენილი კვოტების ფარგლებში.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 141. პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების გაერთიანებების (ასოციაციების) მონაწილეობა მოსახლეობის დასაქმების სფეროში

პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირების გაერთიანებები (ასოციაციები) მონაწილეობენ დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკისა და საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან გამოთავისუფლებულ მუშაკთა სოციალური დაცვის ღონისძიებათა შემუშავებაში „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 15. დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი

1. დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი არის სპეციალური სახელმწიფო ფონდი, რომლის მიზანია მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა დაფინანსება.

2. დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის ბიუჯეტი მტკიცდება საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 16. უმუშევრის პროფესიული მომზადება და გადამზადება

1. უმუშევრის პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას დასაქმების სამსახური ახორციელებს, თუ:

ა) დასაქმების სამსახურმა უმუშევარს 3 თვის განმავლობაში ვერ შეურჩია შესაფერისი სამუშაო იმის გამო, რომ მას არა აქვს არსებული ვაკანსიების შესაბამისი პროფესია (სპეციალობა) და კვალიფიკაცია;

ბ) დასაქმების სამსახური ვერ სთავაზობს უმუშევარს შესაფერის სამუშაოს და საჭირო ხდება მის მიერ პროფესიის (სპეციალობის) შეცვლა;

გ) უმუშევარმა დაკარგა თავისი ადრინდელი პროფესიით (სპეციალობით) საქმიანობის უნარი;

დ) უმუშევარმა გამოთქვა პროფესიის (სპეციალობის) შეცვლის სურვილი.

2. უმუშევრის პროფესიული მომზადება და გადამზადება ხორციელდება დასაქმების სახელმწიფო სამსახურის, ასევე პროფესიული განათლების, მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრებსა და მომზადება-გადამზადების სხვა სასწავლო დაწესებულებებში, როგორც დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის, ისე სხვა დაინტერესებული საწარმო – დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხარჯზე.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 17. დროებითი საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზება

1. მოსახლეობის დროებით დასაქმების მიზნით სახელმწიფო განსაზღვრავს და აფინანსებს ანაზღაურებად საზოგადოებრივ სამუშაოებს (ქალაქის ან რაიონის კეთილმოწყობა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა შესრულება და სხვა).

2. დროებითი საზოგადოებრივი სამუშაოს ორგანიზება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და დასაქმების სამსახურის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3. დროებით საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებული მოქალაქე მუშაობის პერიოდში არ ღებულობს შემწეობას უმუშევრობისათვის.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

 

კარი IV

უმუშევარის სოციალური დაცვის გარანტიები

მუხლი 18. უმუშევრის მატერიალური მხარდაჭერის გარანტიები

1. უმუშევარს სახელმწიფოსაგან გარანტირებული აქვს:
ა) უმუშევრობისათვის შემწეობის მიღება მოქმედი კანონმდებლობის შესა-ბამისად;
ბ) უმუშევრობისათვის შემწეობის შენარჩუნება პროფესიული განათლების, მომზადებისა და გადამზადების პერიოდში.
2. ამ ხნის განმავლობაში უმუშევარს უნარჩუნდება უწყვეტი შრომის სტაჟი.
საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 19. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 20. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 21. უმუშევრისათვის შემწეობის დანიშვნის პირობები

1. უმუშევარს, რომელსაც აქვს ბოლო 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 6 თვის ანაზღაურებადი მუშაობის საერთო სტაჟი, რეგისტრირებულია დასაქმების სამსახურში და ეს სამსახური რეგისტრაციის დღიდან 10 დღის განმავლობაში ვერ სთავაზობს მას შესაფერის სამუშაოს ან ვერ უქმნის გადამზადების შესაძლებლობას, ენიშნება შემწეობა რეგისტრირების დღიდან 6 თვის განმავლობაში.

2. შემწეობა გაიცემა დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრებიდან.

3. შემწეობა არ დაენიშნება:

ა) კანონმდებლობით დადგენილ სამუშაო ასაკზე ახალგაზრდა და უხნეს მოქალაქეებს;

ბ) სოფლად მცხოვრებ მოქალაქეს, თუ მის ან მისი ოჯახის წევრის სახელზე სოფლად ირიცხება მიწის ნაკვეთი კანონით დაწესებული ნორმის ფარგლებში;

გ) მოქალაქეს, რომელიც იღებს პენსიას ან სხვა დახმარებას.

4. შემწეობის დადგენისა და გაცემის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 22. (ამოღებულია)
საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64
მუხლი 23. უმუშევრისათვის შემწეობის გაცემის შეწყვეტა ან შეჩერება
1. უმუშევრისათვის შემწეობის გაცემა შეწყდება, თუ:
ა) დამთავრდა შემწეობის გაცემის ვადა;
ბ) დასაქმდა;
გ) დაენიშნა პენსია;
დ) შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და არ დადგა აღრიცხვაზე;
ე) უარი განაცხადა შეთავაზებულ შესაფერის სამუშაოზე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შემდეგ, სადაც გაგზავნილი იყო დასაქმების სამსახურის მიერ;
ვ) დაარღვია შემწეობის გაცემის წესითა და პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ზ) აღრიცხვაზე ყოფნის პერიოდში არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და ამის შესახებ არ შეატყობინა დასაქმების სამსახურს;
თ) შემწეობის მიღების პერიოდში იშოვა მუდმივი ან დროებითი სამუშაო და ამის შესახებ არ შეატყობინა დასაქმების სამსახურს;
ი) იღებს სხვა დახმარებას;
კ) შეეცადა უკანონოდ მიეღო ან მიიღო შემწეობა.
2. შემწეობის გაცემა 3 თვემდე ვადით შეჩერდება, თუ უმუშევარი:
ა) უარს განაცხადებს მისთვის შეთავაზებულ ორ შესაფერის სამუშაოზე მაინც;
ბ) განთავისუფლდა სამუშაოდან შრომის დისციპლინის დარღვევის გამო ან საკუთარი ინიციატივით საპატიო მიზეზის გარეშე;
გ) დასაქმების სამსახურის მიერ გაგზავნილი იყო პროფესიული მომზადებისა და გადამზადებისათვის და თვითნებურად შეწყვიტა იგი.
3. პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უმუშევრისათვის შემწეობის გაცემა შეჩერებული იყო, ჩაითვლება შემწეობის გაცემის საერთო პერიოდში, მაგრამ არ ჩაითვლება შრომის უწყვეტ სტაჟში.
4. უმუშევრისათვის შემწეობის გაცემის შეჩერების ან შეწყვეტის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 24. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

 

კარი V

კონტროლი დასაქმების შესახებ კანონმდებლობის განხორციელებაზე და პასუხისმგებლობა მისი დარღვევისათვის

მუხლი 25. მაკონტროლებელი ორგანოები

კონტროლს მოსახლეობის დასაქმების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე ახორციელებენ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, კანონით უფლებამოსილი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

მუხლი 26. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1082, პარლამენტის უწყებანი 1997 წ. №46 გვერდი 64

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი     ზვიად გამსახურდია.

თბილისი, 1991 წლის 25 ივლისი