საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016470
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
21
15/06/2022
ვებგვერდი, 16/06/2022
010260020.35.113.016470
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/06/2022 - 03/08/2022)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2022 წლის 15 ივნისი

ქ. ოზურგეთი

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 2093 მუხლის, 239-ე მუხლის, 240-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვრონ:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის საჯარო მოსამსახურეები – „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 465, 466, 1728 და 1729 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის“ თანამშრომლები – „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 533, 55-ე, 552, მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 150-ე, 1501 , 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591, 1726, 1735 და 1792 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

მუხლი 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლებზეც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის შესაბამისად სამართალდარღვევის ადგილზევე ხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სამართალდამრღვევზე ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის“ თანამშრომლები – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 556, 642, 771, 772, , 103-ე, 1075 , 1191 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341-ე, 135-ე, 1351, 1461, 148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512 და 1561 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.
მუხლი 3
თუ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში წინამდებარე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვას არ მიაკუთვნებს საერთო სასამართლოების განსჯადობას, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-თ გათვალისწინებულ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვრონ იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) და იმ იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი (დირექტორი), სადაც მუშაობს წინამდებარე დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი.
მუხლი 4
დაევალოს ამ დადგენილების პირველი და მე-3 მუხლით განსაზღვრულ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (სამსახურის უფროსი) და იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს (დირექტორი) სამართლებრივი აქტით განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც ვალდებული იქნებიან სამართალდარღვევათა ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში დადგენილი წესით აცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).
მუხლი 5
ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად სამართალდარღვევის საქმის ადგილზევე განხილვისას და სამართალდამრღვევზე ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის ადგილზევე შეფარდებისას, სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
მუხლი 6
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის შემდეგ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ დაუყოვნებლივ მოხდეს ოქმის განსახილველად გადაგზავნა საამისოდ უფლებამოსილი ორგანოსადმი (სასამართლოსადმი, თანამდებობის პირისადმი).
მუხლი 7
ამ დადგენილების საფუძველზე გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (მათ შორის საჯარიმო ქვითრის) წარმოებაზე და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვრონ იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) და იმ იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი (დირექტორი), სადაც მუშაობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი.
მუხლი 8
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 9
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 10
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  ფორმების აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმები დანართი №3 და დანართი №4 შესაბამისად.
მუხლი 11
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 აპრილის  №9 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 08/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.113.016441).
მუხლი 12
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 2 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



დანართი №1

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის

წარმოების, გამოყენებისა და  აღრიცხვა-ანგარიშგების წესი


მუხლი 1. რეგულირების საგანი
1. ეს წესი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირში და სტრუქტურულ ერთეულში (შემდგომში – „სამსახურში“) თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმის)  წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების  სამართლებრივ მექანიზმებს.

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირში და სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.


მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, ფორმებით მომარაგება, გაცემა და დაბრუნება
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების წარმოების ორგანიზებისა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირის მიერ სათანადო წესით უფლებამოსილი პირი.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი/სათანადოდ უფლებამოსილი პირი წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადების (წერილის) საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს;

ბ) ინფორმაციას მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახელწოდებისა და მიზნობრივი დანიშნულების შესახებ;

გ) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუში გაყალბებისაგან დამცავი ყველა ნიშნის აღნიშვნით;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დასკვნას მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშის (პროექტების) შეთანხმების თაობაზე, შესაბამის ნიმუშთან (პროექტთან) ერთად;

ე) მკაცრი აღრიცხვის ფორმაზე აღნიშნული უნდა იყოს ფორმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები ,, სემგს-ს რეგისტრაციის №”.

4. მკაცრი აღრიცხვის ფორმები (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები)  ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას.

5. სათანადო წესით უფლებამოსილი პირის მიერ ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება შესაბამის ჟურნალში.


მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და საქმის წარმოება
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს სათანადოდ უფლებამოსილი პირი ადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.

2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:

ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და ერთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს;

ბ) მეორე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო სამართალდამრღვევი ესწრება ოქმის შედგენას;

გ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან.

3. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით, დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).

4. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლება-მოვალეობანი, რაც აღინიშნება ოქმში.

5. ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ოქმში აღინიშნება:

ა) ოქმის შედგენის ადგილი და თარიღი;

ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

გ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში მისი დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული;

ე) ნორმატიული აქტი (ნორმაზე მითითებით), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან;

ზ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;

თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

6. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც.

7. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმის შემდგენის მიერ ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

8. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

9. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

10. ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი ორგანო ვალდებული არიან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).


მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა რეგისტრაცია
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მონაცემები შეიტანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი №3) (შემდგომში – რეგისტრაციის ჟურნალი) შესაბამისი გრაფების შევსებისა და საქმის რეგისტრაციის ნომრის დაფიქსირების გზით.

2. რეგისტრაციის ჟურნალი იწარმოება სამსახურში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი პასუხისმგებელი პირის მიერ.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ექვემდებარება აუცილებელ რეგისტრაციას რეგისტრაციის ჟურნალში მათი შედგენიდან (გამოტანიდან) სამი სამუშაო დღის ვადაში.


მუხლი 5. რეგისტრაციის ჟურნალის შევსების წესი
1. რეგისტრაციის ჟურნალის პირველ და მეორე გრაფაში შეიტანება საქმის რიგითი ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.

2. მე-3-მე-10 გრაფებში მიეთითება მონაცემები სამართალდარღვევის ჩამდენი პირის შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში – გვარი, სახელი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, უფლებამოსილი წარმომადგენლის გვარი, სახელი, თანამდებობა, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის ნომერი და მოქალაქეობა.

3. მე-11-მე-14 გრაფებში მიეთითება მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.

4. მე-15-21-ე გრაფებში მიეთითება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების თაობაზე.

5. 22-ე გრაფაში მიეთითება მონაცემები გადახდილი ჯარიმის თაობაზე.

6. 23-ე გრაფაში მიეთითება ინფორმაცია დანაშაულის ნიშნების არსებობის თაობაზე.

7. თუ ოქმი იგზავნება სასამართლოში განსახილველად, 24-ე გრაფაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა, ხოლო მე-15-23-ე გრაფები არ ივსება.


მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა
1. ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო;

2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის (დანართი 5) (შემდგომში – ჩამოწერის აქტი) შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური ნუმერაცია.

3. ჩამოწერილი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანების შესაბამისად.



 

დანართი №2


ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

სერია 000000

 ------------------------------------

1. ------------ ------------------------------- 20 ----წ.                     2. -------------------------------------------

      ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)                ოქმის შედგენის ადგილი

 

3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

               ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი

 

4. დავადგინე, რომ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------

                           ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი

 

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------------

             დასახელება ნორმატიული აქტისა, რომელიც  დაირღვა

 

5. პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ----------------- მუხლით / მუხლის –––––------- ნაწილით.

6. ინფორმაცია სამართალდამრღვევის შესახებ:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

         სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობანი, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით.

 

7. მოწმე ან/და დაზარალებული: -----------------------------         --------------------------------

                                                          ხელმოწერა                            სახელი, გვარი, მისამართი

8. ოქმის შემდგენელი პირი: --------------------------------           -------------------------------------           

                                                          ხელმოწერა                            სახელი, გვარი

9. სამართალდამრღვევი პირი: ------------------------------          -------------------------------------

                                                          ხელმოწერა                             სახელი, გვარი

10. ჩავიბარე ოქმი: -------------------------------------------------------------------------------------

                                        სამართალდამრღვევის ხელმოწერა

11. დამრღვევის ახსნა-განმარტება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

12. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

13.  შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი:  ––––––––––––––––––––––––––

                                                                               ჯარიმის თანხა (ციფრებით და სიტყვიერად)

 

14. შენიშვნა: ------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------

დამკვეთი:

დამამზადებელი:

სემგს-ს რეგისტრაციის №


ანართი №3

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი

გაცემის თარიღი

ოქმის ნომერი

ოქმის გამცემი

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაგრძელება

ოქმის მიმღები

შედგენილი (გამოყენებული) ოქმები

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

8

9

10

11

12

13

14

15

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაგრძელება

 

დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები

დაბრუნების თარიღი

აქტის ნომერი

გვარი

სახელი

თანამდებობა

შენიშვნა

16

17

18

19

20

21

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი №4

აქტი №

 

 

გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ

_________________________________________________

(აქტის შედგენის ადგილი)

 

________    ____________________   20--- წელი

რაოდენობა

ოქმის ინდივიდუალური ნომერი (ნომრები)

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი

უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს:

 

სამსახურის

 

უფროსი                                                                            / -----------------------------------/

 

ოქმების გამოყენებასა და

აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი                                                  / -----------------------------------/