დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-თ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 15 ივნისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.113.016477 |
|
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-თ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 15 ივნისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 2093 მუხლის, 239-ე მუხლის, 240-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-თ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 15 ივნისის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2022; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016470) და დადგენილების:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 2093 მუხლის, 239-ე მუხლის, 240-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“. 2. დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის საჯარო მოსამსახურეები - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 465, 466, 1726, 1728, და 1729 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის“ თანამშრომლები - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 533, 55-ე, 552, მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 150-ე, 1501 , 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591, და მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.“. 3. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლებზეც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის შესაბამისად სამართალდარღვევის ადგილზევე ხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სამართალდამრღვევზე ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის“ თანამშრომლები – „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 556, 642, 771, 772, , 103-ე, 1191 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341-ე, 135-ე, 1351, 1461, 148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512 და 1561 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.“. 4. დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები