სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებისთვის – სს “ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნისა” და სს “ჭიათურმანგანუმისთვის” ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ

  • Word
სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებისთვის – სს “ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნისა” და სს “ჭიათურმანგანუმისთვის” ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 30/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 127, 30/12/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.14.011.005.629
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
18
30/12/2002
სსმ, 127, 30/12/2002
300.280.000.14.011.005.629
სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებისთვის – სს “ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნისა” და სს “ჭიათურმანგანუმისთვის” ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2002 - 04/08/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.14.011.005.629

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება  18

2002 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებისათვის სს “ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნისა” და სს “ჭიათურმანგანუმისთვის” ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ

     საქართველოს პარლამენტის ბიუროსა და დარგობივი ეკონომიკის კომიტეტის 1999 წლის 10 მაისის გაფართოებული სხდომის 196 საოქმო გადაწყვეტილების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2002 წლის 12 სექტემბრის 88/1 თათბირის ოქმის და 2002 წლის 22 სექტემბრის 336/14 დავალების, 2002 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ა.ზოიძესთან გამართული თათბირის 54/5 საოქმო გადაწყვეტილებისა და სემეკ-ში შემოსული 450/2 წერილის, საქართველოს სათბობ-ენერეგტიკის მინისტრთან 2002 წლის 19 სექტემბერს ჩატარებული თათბირის 4/1 ოქმისა და სემეკ-ისათვის გამოგზავნილი 2002 წლის 7 ნოემბერის 01/1520 წერილის, საქართველოს საპროგნოზო ელექტრობალანსის, სს ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნისა და სს „ჭიათურმანგანუმის, როგორც პირდაპირი მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების, ასევე ელექტროენერგიის ტარიფების მეთოდოლოგიის, დადგენის წესების და პროცედურების დამტკიცების შესახებ სემეკის 1998 წლის 1 ივლისის 3 დადგენილების გათვალისწინებით, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ქვეპუნქტის, მე –5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 44 - ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ დაადგინა:

    მუხლი 1

სს ზესტაფონის . ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა  ქარხნისა და სს ჭიათურმანგანუმის მიერ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრიდან (სესბი) შესასყიდი ტარიფი

1.სს ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნისა და სს „ჭიათურმანგანუმისთვის ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფი განისაზღვროს 1,85 აშშ ცენტის ექვივალენტი თანხის ეროვნულვალუტაში, გადახდის ღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით (დღგ-ის ჩათვლით).

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სს ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხანასა და სესბს შორის 2002 წლის 14 იანვრის 52 და სს ჭიათურმანგანუმისა და სს „ძევრულაჰესს შორის 2001 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულებების, აგრეთვე, სემეკ-ის 2000 წლის 7 სექტემბრის 61 და 2001 წლის 30 ნოემბრის 110 გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, სს ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხანას და სს ჭიათურმანგანუმზე მიწოდებული ელექტროენერგიაზე, 2002 წლის 1 იანვრიდან, ანგარიშსწორება ხორციელდება ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტარიფით.

    მუხლი 2

სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნისა” და სს “ჭიათურმანგანუმის” ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფის შემადგენელი კომპონენტები

1. წარმოებული ელექტროენერგიის, მისი მიწოდების, გადაცემა-დისპეტჩერიზაციის და ელექტროენერგეტიკული მომსახურების ტარიფები, აშშ ცენტი/კვტ.სთ ევივალენტი თანხით ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით:

 

N

1

2

3

4

1

დასახელება

დღგ-ის გარეშე

დღგ-ის 20%

დღგ-ის ჩათვლით

2

წარმოებული ელექტროენერგია

1.142

0.228

1.37

3

სს “საქრუსენერგო”

0.058

0.012

0.07

4

შპს “საქართველოს სახელწიფო ელექტროსისტემა” (გადაცემა)

0.192

0.038

0.23

5

შპს “საქართველოს სახელწიფო ელექტროსისტემა” (დისპეტჩერიზაცია)

0.067

0.013

0.08

6

მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგების საფასური

0.042

0.008

0.05

7

მეზობელი ქვეყნების ენეროსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების ანგარიშსწორების კომპონენტი

0.042

0.008

0.05

 

2. მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგებისა და მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების ანგარიშსწორების კომპონენტებით მიღებული თანხა ჩაირიცხება სესბის ტრანსფერტულ ანგარიშზე და აუნაზღაურდებათ ელექტროენერგეტიკული სექტორის შესაბამის ლიცენზიატებს.

    მუხლი 3. დასკვნითი დებულებანი

1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე -2 პუნქტი და მე -2 მუხლი, აგრეთვე გამოყენებულ იქნეს ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე წარმოებულ შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სს “ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ” სემეკის 2002 წლის 16 ოქტომბრის 11 დადგენილება.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

    თავმჯდომარე                 ელ. ერისთავი