„სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებისადმი სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობი ქარხნისა” და სს „ჭიათურმანგანუმისათვის” ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ“ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2002 წლის 30 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 04/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 85, 11/08/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.14.011.005.993
  • Word
10
04/08/2003
სსმ, 85, 11/08/2003
300.280.000.14.011.005.993
„სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებისადმი სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობი ქარხნისა” და სს „ჭიათურმანგანუმისათვის” ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ“ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2002 წლის 30 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.14.011.005.993

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №10

2003 წლის 4 აგვისტო

 ქ. თბილისი

„სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებისათვის სს „ზესტაფონის გ.ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნისა“ და სს „ჭიათურმანგანუმისათვის“ ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ“ სემეკის 2002 წლის 30 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

     საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის №321 ბრძანებულების მე-5 პუნქტის, სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ 2003 წლის 9 ივლისის №4/22 დ-368 და სს „ჭიათურმანგანუმის“ 2003 წლის 9 ივლისის №01-22-126 წერილების გათვალისწინებით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ დადგინა:

მუხლი 1

     „სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებისათვის სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნისა“ და სს „ჭიათურმანგანუმისათვის“ ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ“ სემეკის 2002 წლის 30 დეკემბრის №18 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №127, 30.12.2002, მუხ.1128) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს სიტყვები „და ძალაშია 2008 წლის 1 იანვრამდე“ და ეს პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2008 წლის 1 იანვრამდე.“

მუხლი 2

     ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე            ელ. ერისთავი