დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
მიღების თარიღი | 26/08/1991 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1991 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/1995 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
(ძალადაკარგულია - 17.04.1997, №651)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კომპეტენციას, მისი საქმიანობის წესსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობას.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის აღმასრულებელ-განმკარგულებელი ორგანოა
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის აღმასრულებელ-განმკარგულებელი ორგანოა და ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს.
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი უფლებამოსილია გადაწყვიტოს სახელმწიფო მმართველობის ყველა საკითხი, თუ ისინი, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების თანახმად არ განეკუთვნებიან საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კომპეტენციას.
მუხლი 2 . კანონმდებლობა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
საქართველოს რეპუბლიკის მინიტრთა კაბინეტის კომპეტენციას, მისი საქმიანობის წესს და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, ეს კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები, ხოლო მინისტრთა კაბინეტის ამოცანებს - აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებები.
მუხლი 3 . საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების პრინციპებით.
მუხლი 4. საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებანი
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი გამოსცემს დადგენილებებსა და განკარგულებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ყველა ორგანოს, ორგანიზაციის, თანამდებობის პირისა და მოქალაქისათვის.
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებისა და განკარგულებების გაუქმების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აკონტროლებს და ამოწმებს თავისი გადაწყვეტილებების შესრულებას უშუალოდ ან მისდამი დაქვემდებარებული ორგანოების მეშვეობით.
თავი II
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შექმნა და შემადგენლობა
მუხლი 5. საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შექმნის წესი
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს რეპუბლიკის მინიტრთა კაბინეტს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით აყალიბებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი. ასეთივე წესით ხდება საქართველოს რეპუბლიკის მინიტრთა კაბინეტის შემადგენლობის შეცვლა.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
თუ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო არ დაეთანხმება პრემიერ-მინისტრის და კაბინეტის წევრის თანამდებობაზე წამოყენებულ კანდიდატურას, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი უზენაეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს ახალ კანდიდატურას.
მუხლი 6. საქართველოს რეპუბლიკის მინიტრთა კაბინეტის შემადგენლობა
საქართველოს რეპუბლიკის მინიტრთა კაბინეტი შედგება საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მისი მოადგილეებისა დსა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრებისაგან.
საქართველოს რეპუბლიკის მინიტრთა კაბინეტის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები.
მუხლი 7. საქართველოს რეპუბლიკის მინიტრთა კაბინეტის საქმიანობის პროგრამა
საქართველოს რესპუბლიკის ახლად შექმნილი მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს მომავალი საქმიანობის პროგრამას თავისი უფლებამოსილების ვადისათვის.
პრემიერ-მინისტრი კაბინეტის მომავალი საქმიანობის პროგრამას მოახსენებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს.
მუხლი 8 . საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების ვადა
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით და თავის უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის წინაშე.
თავი III
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ურთიერთობა საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოებთან
მუხლი 9 . საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი საქმიანობის შესახებ წელიწადში ერთხელ მაინც ანგარიშს აბარებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს უფლება აქვს კაბინეტის ცალკეულ წევრს, კომიტეტის ან დეპარტამენტის ხელმძღვანელს მოსთხოვოს ანგარიში. კაბინეტის წევრის საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასებისას შეიძლება დაისვას დაკავებულ თანამდებობაზე მისი დატოვების მიზანშეწონილობის საკითხი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს შეუძლია საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს გამოუცხადოს უნდობლობა, რაც გამოიწვევს კაბინეტის გადადგომას. დადგენილება ამ საკითხზე მიიღება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რიცხვის არანაკლებ ორი მესამედით.
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს აქვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 30 ოქტომბრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1991წ.
მუხლი 10. საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობა საქართველოს რესპუბლიკის კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს რესპუბლიკის კანონების, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებებისა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის აქტების საფუძველზე.
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის კანონების, საქართველოს რეპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებებისა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის აქტების შესრულებას. ამ მიზნით იგი ახორციელებს სისტემატურ კონტროლს სამინისტროებისა და მისდამი დაქვემდებარებული სხვა ორგანოებისადმი.
მუხლი 11. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრისა და კომისიის შეკითხვებზე პასუხები
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ან კაბინეტის წევრი, რომელსაც სესიის მიმდინარეობის დროს შეკითხვით მიმართა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრმა, წევრთა ჯგუფმა ან კომისიამ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ან მისდამი დაქვემდებარებული ორგანოს საქმიანობის შესახებ, ვალდებულია კანონით დადგენილი წესით ზეპირად ან წერილობით უპასუხოს მათ.
მუხლი 12 . საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების რეკომენდაციებისა და წინადადებების განხილვა
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების რეკომენდაციებსა და წინადადებებს კაბინეტის საქმიანობის საკითხებზე და ახორციელებს საჭირო ღონისძიებებს.
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ რეკომენდაციებისა და წინადადებების განხილვის შედეგებისა და მიღებული ზომების შესახებ ეცნობება მუდმივ კომისიას მათ მიერ დადგენილ ვადაში.
მუხლი 13. საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადადგომის უფლება
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს განუცხადოს თავისი გადადგომის შესახებ.
გადადგომის შემთხვევაში საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავის მოვალეობას ასრულებს საქართველოს რესპუბლიკის ახალი მინისტრთა კაბინეტის შექმნამდე.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გადადგომა არ იწვევს მთლიანად საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაგომას.
მუხლი 14 . საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ნდობის საკითხი
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს და საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს უფლება აქვთ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დააყენონ საქართველოს რეპუბლიკის მინიტრთა კაბინეტის ნდობის საკითხი.
გადაწყვეტილება საქართველოს რეპუბლიკის მინიტრთა კაბინეტის ნდობის შესახებ მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
თუ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო საქართველოს რეპუბლიკის მინიტრთა კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადებს, მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს.
მუხლი 15 . საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მონაწილეობა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუშაობაში
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს და კაბინეტის წევრებს უფლება აქვთ დაესწრონ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიებს, მუდმივ კომისიათა სხდომებს და გამოთქვან მოსაზრებები განსახილველ საკითხებზე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრების მიერ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ან მისი წევრების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების დაყენებისას პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს მოითხოვოს საჭირო განმარტება ამ საკითხებზე.
თავი IV
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ურთიერთობა ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ორგანოებთან
მუხლი 16 . საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ურთიერთობა ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებთან
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ახორციელებს ერთობლივ საქმიანობას ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებთან ეკონომიკური და სოციალური განვითარების დარგში.
ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს უფლება აქვთ საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის განსახილველად შეიტანონ წინადადებანი საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის საკითხებზე, რომელთა განხილვა სავალდებულოა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ.
საქართველოს რეპუბლიკის მინიტრთა კაბინეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს შეაჩეროს ავტონომიური რეპუბლიკების მინისტრთა საბჭოების დადგენილებათა და განკარგულებათა შესრულება.
მუხლი 17 . ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს შორის უთანხმოების მოწესრიგება
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი განიხილავს უთანხმოებას ავტონომიური რეპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს ან მისდამი დაქვემდებარებულ სხვა ორგანოებს შორის.
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს ავტონომიური რეპუბლიკის მინისტრთა საბჭოების წინადადებით შეუძლია განიხილოს ავტონომიური რესპუბლიკიების მინისტრთა საბჭოებს შორის წარმოშობილი უთანხმოება.
მუხლი 18 . საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ურთიერთობა სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი უფლებამოსილების შესაბამისად:
წარმართავს და ამოწმებს რესპუბლიკის მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობას; იძლევა თანხმობას პრეფექტების, თბილისის მერის დანიშვნასა დქა გათავისუფლებაზე. რესპუბლიკის პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პრეფექტურების სტრუქტურას, სათანადო დადგენილებით აჩერებს პრეფექტების, თბილისის მერის განკარგულებებისა და ბრძანებების შესრულებას, თუ ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას;
მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების (საწარმოოს ინფრასტრუქტურის) მართვას.
თავი V
ავტონომიური რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კომპეტენცია
მუხლი 19 . საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ძირითადი უფლებამოსილებანი
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:
წარმართავს სამეურნეო და სოციალურ-კულტურულ მშენებლობას;
ხელს უწყობს საკუთრების ფორმების მრავალგვარობის დამკვიდრებას. სამეწარმეო აქტივობის ამაღლებას; ახორციელებს მომხმარებელთა ინტერესების დაცვის ღონისძიებებს, ატარებს მოსახლეობის სოციალური დაცვის პოლიტიკას;
ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო და ადგილობრივ საკუთრებაში მყოფი საწარმოებისა და სოციალურ-კულტურული ობიექტების უშუალო სახელმწიფოებრივ მართვას;
უზრუნველყოფს აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სტატისტიკის ერთიანი სისტემის ორგანიზაციას; ატარებს ერთიან ფულად-საკრედიტო და საგადასახადო პოლიტიკას;
შეიმუშავებს და წარმართავს პრივატიზების სახელმწიფო პროგრამას საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. არეგულირებს სახელმწიფოსა და შერეული ან კერძო კაპიტალით შექმნილ საწარმოო სექტორს შორის ურთიერთობას;
შეიმუშავებს და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს განსახილველად და დასამტკიცებლად შეაქვს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგნოზები და პროგრამები, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, უზრუნველყოფს ბიუჯეტის შესრულებას, ამუშავებს პროექტებსა და პროგრამებს სამურნეო და სოციალური განვითარების პრიორიტეტების მიხედვით, უზრუნველყოფს მათ შესრულებას, კონტროლს უწევს რესპუბლიკაში განლაგებული საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობას მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა, აგრეთვე რესპუბლიკის გარეთ განლაგებული საქართველოს რესპუბლიკის საკუთრების ობიექტების საქმიანობას.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრთა კაბინეტი:
ახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა და მათი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანებების უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველსაყოფად და დასაცავად, სახელმწიფო უშიშროების უზრუნველსაყოფად და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად, უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური, კულტურული, სამეცნიერო და სხვა ურთიერთობის დასამყარებლად და გასავითარებლად;
კოორდინაცია უწევს საქართველოს რესპუბლიკის კანონების შესაბამისად და ამოწმებს ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობას.
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს სახელმწიფო მმართველობის სხვა საკითხებს.
მუხლი 20. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისადმი დაქვემდებარებული სხვა ორგანოების ხელმძღვანელობის ზოგადი საკითხები
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი წარმართავს სამინისტროებისა და მისდამი დაქვემდებარებული სხვა ორგანოების საქმიანობას უშუალოდ ან ამისთვის სპეციალურად შექმნილი კომისიების მეშვეობით.
საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებსა და სახელმწიფო მმართველობის სხვა ცენტრალურ ორგანოებში სახელმწიფო მმართველობის საკითხების შეთანხმებული გადაწყვეტისათვის იქმნება კოლეგიები, რომელთა შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელები.
საქართველოს რესპუბლიკის კომიტეტებსა და დეპარტამენტებს ქმნის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის წინადადებითა და საქართველოს უზენაესი საბჭოს თანხმობით. ასეთივე წესით ხდება მათი რეორგანიზაცია და გაუქმება.
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეთანხმებით ქმნის მთავარ სამმართველოებს, კომისიებს, სახელმწიფო ინსპექციებსა და საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ სხვა ორგანოებს, აგრეთვე ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, ახდენს მათ რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას.
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტებისა და მინისტრთა კაბინეტისადმი დაქვემდებარებული სხვა ორგანოების დებულებებს (წესდებებს) მათი ცენტრალური აპარატის სტრუქტურასა და რიცხოვნობას, აგრეთვე მათი შესანახი ასიგნებების ოდენობას ამ მიზნისათვის გამოყოფილი თანხების ფარგლებში.
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია მის კომპეტენციაში შემავალი სახელმწიფო მმართველობის ზოგიერთი საკითხი გადასაწყვეტად გადასცეს სამინისტროებსა და კაბინეტისადმი დაქვემდებარებულ სხვა ორგანოებს.
მუხლი 21. საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისადმი დაქვემდებარებული სახელმწიფო მმართველობის ორგანოების თანამდებობის პირთა დანიშვნა და გათავისუფლება
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ახორციელებს მისდამი დაქვემდებარებული სახელმწიფო მმართველობის ორგანოების თანამდებობის პირთა შერჩევას.
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მის მიერ შექმნილი სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებს.
კომიტეტებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს მინისტრის კაბინეტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით.
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრების და მინისტრთა კაბინეტისადმი დაქვემდებარებული ორგანოების ხელმძღვანელების წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრის მოადგილეებსა და მინისტრთა კაბინეტისადმი დაქვემდებარებული ორგანოების ხელმძღვანელთა მოადგილეებს, ამტკიცებს და ათავისუფლებს სამინისტროებისა და სხვა დაქვემდებარებული ორგანოების კოლეგიის წევრებს.
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 30 ოქტომბრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1991წ.
მუხლი 22 . საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კონტროლი საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებსა და მინისტრთა კაბინეტისადმი დაქვემდებარებული ორგანოების საქმიანობისადმი
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ახორციელებს კონტროლს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებისა და მინისტრთა კაბინეტისადმი დაქვემდებარებული ორგანოებისადმი.
საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები და მინისტრთა კაბინეტისადმი დაქვემდებარებული ორგანოები ვალდებულნი არიან სრულად გამოიყენონ მათთვის მინიჭებული უფლება დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, რათა დამოუკიდებლად გადაწყვიტონ მათი გამგებლობის საკითხები.
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს უფლება აქვთ გააუქმონ სამინისტროებისა და მინისტრთა კაბინეტისადმი დაქვემდებარებული სხვა ორგანოების მიერ გამოცემული აქტები.
მუხლი 23 . საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებისა და სახელმწიფო მმართველობის სხვა ცენტრალური ორგანოების საქმიანობის საკითხები
საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები და სახელმწიფო მმართველობის სხვა ცენტრალური ორგანოები ხელმძღვანელობენ მათთვის მინდობილი სფეროს საქმიანობას, პასუხისმგებელნი არიან იმ საკითხების გადაწყვეტაზე, რომლებიც მათ კომპეტენციას განეკუთვნება. თავიანთ საქმიანობაში, როგორც წესი, იყენებენ ეკონომიკურ მეთოდებს.
საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებისა და სახელმწიფო მმართველობის სხვა ცენტრალური ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ აქტებს საქართველოს რესპუბლიკის კანონების და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხვა გადაწყვეტილებების, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მინიტრთა კაბინეტის დადგენილებებისა და განკარგულებების საფუძველზე, ორგანიზაციას უწევენ და ამოწმებენ მათ შესრულებას.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრებს და სახელმწიფო მმართველობის სხვა ცენტრალური ორგანოების ხელმძღვანელებს ეკისრებათ პერსონალური პასუხისმგებლობა სამინისტროებისა და სახელმწიფო მმართველობის სხვა ცენტრალური ორგანოების წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტისათვის.
მუხლი 24 . საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების ნუსხა
საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებია:
არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა;
განათლების;
ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის;
ეკონომიკისა და ფინანსთა;
ელექტროენერგეტიკის;
ვაჭრობის;
თავდაცვის;
იუსტიციის;
კავშირგაბმულობის;
კულტურის;
მატერიალური რესურსების;
მეცნიერებისა და ტექნიკის;
მრეწველობის;
საგარეო საქმეთა;
სოფლის, სატყეო მეურნეობისა და კვების მრეწველობის;
სპორტისა და ტურიზმის;
ტრანსპორტის;
უშიშროების;
შინაგან საქმეთა;
შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის;
მუხლი 25. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული სამინისტროები, კომიტეტები და დეპარტამენტები
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის, საგარეო საქმეთა, უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროები და კონტროლის სახელმწიფო კომიტეტი უშუალოდ ექვემდებარებიან საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს.
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 15 სექტემბრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1991წ.
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 3 დეკემბრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1991წ.
თავი VI
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მუ შაობის ორგანიზაცია
მუხლი 26 . საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომები და სხდომებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომები მოიწვევა საჭიროების მიხედვით, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც.
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი უფლებამოსილია, თუ მის სხდომაში მონაწილეობს კაბინეტის წევრთა სულ მცირე ნახევარი;
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, ხოლო მისი ნებართვით - პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება კაბინეტის წევრთა ხმების უმრავლესობით.
მუხლი 27 . საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს მეთაურობს და მის საქმიანობას წარმართავს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი:
ორგანიზაციას უწევს მინისტრთა კაბინეტის მუშაობას;
ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას; წარმომადგენლობს საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და საქართველოს რესპუბლიკის კანონების შესაბამისად;
იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მმართველობის საკითხებზე, რომლებიც მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განხილვას არ საჭიროებენ.
უფლებამოსილია წაახალისოს საქართველოს რეპუბლიკის მინისტრები და მისდამი დაქვემდებარებული ორგანოების სხვა თანამდებობის პირები, დაადოს მათ დისციპლინური სასჯელები.
პრემიერ-მინისტრს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით აქვს სხვა უფლებამოსილებანიც, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონითა და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 28 . საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეები
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეები მოვალეობათა განაწილების შესაბამისად კოორდინაციას უწევენ სამინისტროებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისადმი დაქვემდებარებული სხვა ორგანოების მუშაობას, ახორციელებენ კონტროლს მათი საქმიანობისადმი და აძლევენ მითითებებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მათი საქმიანობის სხვა საკითხებზე; წინასწარ განიხილავენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში შესატან წინადადებებს, დადგენილებებისა და განკარგულებების პროექტებს.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის არყოფნის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე.
მუხლი 29 . საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრები
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრები:
პასუხს აგებენ მათზე დაკისრებულ საქმიანობის სფეროსა და მთლიანად მინისტრთა კაბინეტის საქმიანობისათვის;
მონაწილეობას იღებენ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე საკითხების განხილვაში;
შეუძლიათ შეიტანონ მინისტრთა კაბინეტში წინადადებები მინისტრთა კაბინეტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხილვის შესახებ;
აქვთ გადადგომის უფლება;
უფლება არა აქვთ დაიკავონ სხვა თანამდებობა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, ეწეოდნენ სამეწარმეო და კომერციულ საქმიანობას.
მინისტრთა კაბინეტის წევრების ხელფასისა და მატერიალურ-საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველყოფას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
მუხლი 30. საჯაროობის უზრუნველყოფა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობაში
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და მისი ორგანოების სხდომებში მათ მიერ დადგენილი წესით შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებმა.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებათა პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელობის საკითხებზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საზოგადოებრიობის განსახილველად.
განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პროექტების მომზადებისა და გადაწყვეტილებათა რეალიზაციისას, საზოგადოებრივი აზრის გამოვლენის მიზნით მინისტრთა კაბინეტი ატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვას.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ან მისი ორგანოების მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ ეცნობება ბეჭდვითი სიტყვის ორგანოებს, ტელევიზიასა და რადიოს.
მუხლი 31 . საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი და განკარგულებანი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებანი, რომელთაც ნორმატიული ხასიათი აქვთ, გამოიცემა დადგენილების სახით.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებები გამოქვეყნდება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებათა კრებულში, ხოლო თუ აუცილებელია მათი ფართო და დაუყოვნებლივ გამოქვეყნება - მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებას ხელს აწერენ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი.
გადაწყვეტილებანი ოპერატიულ ან სხვა მიმდინარე საკითხებზე გამოიცემა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის განკარგულების სახით, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ან მისი პირველი მოადგილე.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებები და განკარგულებები ძალაში შედის მათი მიღების მომენტიდან, თუ ამ აქტებში სხვა რამ არ არის გათვალიწინებული.
პრემიერ-მინისტრის მოადგილე მისი გამგებლობის საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის მითითების ფორმით.
მუხლი 32. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატი
ანალიზური, საინფორმაციო და სხვა მასალების მომზადებისათვის, შესაბამისი წინადადებების შესამუშავებლად დადგენილებათა და განკარგულებათა პროექტების მომზადებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებათა შესრულების სისტემატურად შემოწმებისათვის იქმნება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატი.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატს სათავეში უდგას მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეთანხმებით.
მინისტრთა კაბინეტის აპარატის ძირითად სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.
მინისტრთა კაბინეტის აპარატის მუშაკების უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული დებულება.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატის სტრუქტურას, შტატებს, მუშაკების ხელფასის ანაზღაურების პირობებს, მატერიალურ-საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფას და მათ შესანახ ხარჯებს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის შენახვისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული თანხის ფარგლებში.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 26 აგვისტო
დოკუმენტის კომენტარები