დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 30/10/1991 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, -, 31/10/1991 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/1995 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
შეტანილ იქნეს „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 27 აგვისტოს კანონში შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს უფლება აქვს კაბინეტის ცალკეულ წევრს, კომიტეტის ან დეპარტამენტის ხელმძღვანელს მოსთხოვოს ანგარიში. კაბინეტის წევრის საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასებისას შეიძლება დაისვას დაკავებულ თანამდებობაზე მისი დატოვების მიზანშეწონილობის საკითხი“.
2. 21-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომიტეტებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს მინისტრის კაბინეტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით“.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 30 ოქტომბერი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები