დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მესამე პირებისათვის პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის, საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომისათვის საფასურის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.120.016426 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/06/2022 - 19/12/2022)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დადგნიდეს, სამტრედიის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარი დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
ა.ა) 1 საათამდე პერიოდი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი; ა.ბ) 3 საათამდე პერიოდი – 1 (ერთი) ლარი; ა.გ) ყოველი შემდეგი 1 (ერთი) საათი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი; ბ) 1 დღე – 2 (ორი) ლარი; გ) 7 დღე – 5 (ხუთი) ლარი; დ) 30 დღე – 10 (ათი) ლარი; ე) 182 დღე – 25 (ოცდახუთი) ლარი; ვ) 365 დღე – 40 (ორმოცი) ლარი; |
| მუხლი 2 |
დადგინდეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
ა) ტაქსებისათვის: ა.ა) 1 დღე – 1 (ერთი) ლარი; ა.ბ) 10 დღე – 10 (ათი) ლარი; ა.გ) 20 დღე – 20 (ოცი) ლარი; ა.დ) 30 დღე – 30 (ოცდაათი) ლარი. ბ) სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისათვის: ბ.ა) 1 დღე – 3 (სამი) ლარი; ბ.ბ) 30 დღე – 30 (ოცდაათი) ლარი; ბ.გ) 182 დღე – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი; ბ.დ) 365 დღე – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი. გ) საინკასაციო მომსახურების ავტომობილებისათვის: 365 დღე – 1000 (ათასი) ლარი; დ) საჯარიმო (დაცულ) სადგომზე ავტომობილის გადაყვანა – 40 (ორმოცი) ლარი; ე) საჯარიმო (დაცულ) ავტოსადგომზე განთავსების ღირებულება – გადაყვანიდან 24 საათი განმავლობაში უფასო, ხოლო, ყოველი შემდგომი დღე – 2 (ორი) ლარი. |
| მუხლი 3 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ პარკირების საფასურის გადახდა განხორციელდება პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში, ელექტრონული გადახდის საშუალებების ან კანონით დაშვებული სხვა ნებისმიერი ფორმით. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები