დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მესამე პირებისათვის პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის, საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 ივნისის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.120.016438 |
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მესამე პირებისათვის პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის, საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 ივნისის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“– პუნქტის „გ.ბ“-ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მესამე პირებისათვის პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის, საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 ივნისის №66 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებ-პორტალი, 07. 06. 2022. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016426) შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 ივნისის №66 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მესამე პირებისათვის პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის, საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომისათვის საფასურის დადგენის შესახებ’’ 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 ივნისის №66 დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. დადგნიდეს სამტრედიის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით: ა.ა) 1 საათამდე პერიოდი - 50 (ორმოცდაათი) თეთრი; ა.ბ) 3 საათამდე პერიოდი - 1 (ერთი) ლარი; ა.გ) ყოველი შემდეგი 1 (ერთი) საათი - 50 (ორმოცდაათი) თეთრი; ბ) 1 დღე - 2 (ორი) ლარი; გ) 7 დღე - 5 (ხუთი) ლარი; დ) 30 დღე - 10 (ათი) ლარი; ე) 182 დღე - 25 (ოცდახუთი) ლარი; ვ) 365 დღე - 40 (ორმოცი) ლარი;’’
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები