დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.109.016376 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
17
27/05/2022
ვებგვერდი, 31/05/2022
010250020.35.109.016376
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/05/2022 - 23/06/2022)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად და „მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №5 დადგენილების მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივნისიდან.
|
|
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა
|
მუხლი 1.
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება |
საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდებათ შემდეგი საქმიანობისთვის გაწეულიხარჯები: |
ა)
საკრებულოს სხდომებისა და საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობა; |
ბ)
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 47-ემუხლის შესაბამისად ამომრჩევლებთან ურთიერთობა; |
გ)
საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა; |
დ)
საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულება. |
მუხლი 2.
ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა |
საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა თვეში შეადგენს 650 (ექვსას ორმოცდათი) ლარს. |
მუხლი 3.
საკრებულოს წევრისთვის ხარჯების დადასტურება და ანაზღაურება |
1.
ამ დანართის პირველი მუხლის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიების სხდომებში დეპუტატების დასწრების აღრიცხვას, ხოლო დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, დროებით სამუშაო ჯგუფში დეპუტატების მონაწილეობის აღრიცხვას და ყოველი თვის 18 რიცხვამდე საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ წერილობით ინფორმაციას. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების დასწრების აღრიცხვა ხორციელდება საკრებულოს სხდომის სარეგისტრაციო ფურცლით, რომელსაც უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსი ერთიან მოხსენებით ბარათს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. |
2.
საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს ამ დანართის მე-2 მუხლით დადგენილი თანხის ზღვრული ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მისი ფაქტობრივი დასწრების გათვალისწინებით, თითოეული არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომისათვის: საკრებულოს სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით, კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის გაცდენისათვის 20 (ოცი) ლარი. |
3.
თუ საკრებულოს წევრი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ გამოცხადდა საკრებულოს სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად. |
4.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, ამ წესის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის-ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
7.
26/12/2025 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
29 -
ვებგვერდი, 29/12/2025
6.
20/12/2024 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
11 -
ვებგვერდი, 24/12/2024
5.
28/12/2023 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
29 -
ვებგვერდი, 28/12/2023
4.
28/12/2023 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
28 -
ვებგვერდი, 28/12/2023
3.
24/11/2023 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
22 -
ვებგვერდი, 28/11/2023
2.
26/12/2022 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
31 -
ვებგვერდი, 28/12/2022
1.
23/06/2022 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
18 -
ვებგვერდი, 27/06/2022
დოკუმენტის ცვლილებები
7
მიღების თარიღი : 26/12/2025
გამოქ. თარიღი : 29/12/2025
დოკუმენტის ნომერი : 29
„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
6
მიღების თარიღი : 20/12/2024
გამოქ. თარიღი : 24/12/2024
დოკუმენტის ნომერი : 11
„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
5
მიღების თარიღი : 28/12/2023
გამოქ. თარიღი : 28/12/2023
დოკუმენტის ნომერი : 29
,,,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №22 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
4
მიღების თარიღი : 28/12/2023
გამოქ. თარიღი : 28/12/2023
დოკუმენტის ნომერი : 28
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3
მიღების თარიღი : 24/11/2023
გამოქ. თარიღი : 28/11/2023
დოკუმენტის ნომერი : 22
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2
მიღების თარიღი : 26/12/2022
გამოქ. თარიღი : 28/12/2022
დოკუმენტის ნომერი : 31
„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1
მიღების თარიღი : 23/06/2022
გამოქ. თარიღი : 27/06/2022
დოკუმენტის ნომერი : 18
„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები