,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016412
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
24/11/2023
ვებგვერდი, 28/11/2023
010250020.35.109.016412
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/11/2023 - 28/12/2023)

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2023 წლის 24 ნოემბერი

ქ. მარტვილი

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების  წესის  დამტკიცების      შესახებ“     მარტვილის     მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022  წლის  27  მაისის  №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2022, საიდენტიფიკაციო კოდი: 010250020.35.109.016376) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა

საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა თვეში შეადგენს 1000 (ათასი) ლარს.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს ამ დანართის მე-2 მუხლით დადგენილი თანხის ზღვრული ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მისი ფაქტობრივი დასწრების გათვალისწინებით, თითოეული გაცდენილი სხდომისათვის: საკრებულოს სხდომის გაცდენისათვის 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით, კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის გაცდენისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2024 წლის 1 იანვრიდან.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან სურმავა