დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.141.016356 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/05/2022 - 25/06/2024)
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის. 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის. 3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. |
| მუხლი 2 |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგინდეს ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:
1.მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. 2. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. 3. მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად: - საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის – 1 ლარის ოდენობით. - არასაცხოვრებელი და სამეწარმეო/კომერციული დანიშნულების ობიექტებისთვის – 2 ლარის ოდენობით. - შენობების აღდგენითი სამუშაოების/რეკონსტრუქციის შემთხვევაში (თუ არ იცვლება შენობის ფართი) მოსაკრებელი განისაზღვროს -0,50 ლარით. 3. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარის ოდენობით, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარის ოდენობით, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარს.. 4. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის განისაზღვროს – 0,50 ლარით. 5. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობას, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აგრეთვე, სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას. |
| მუხლი 3 |
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს:
1. ერთ სულ მოსახლეზე 0,5 ლარის ოდენობით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 25 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე. |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი:
1. თითოეულ სამორინეს მაგიდაზე კვარტალში – 30 000 ლარის ოდენობით; 2.თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში – 2000 ლარის ოდენობით; 3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %-ის ოდენობით. 4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში – 275 000 ლარი; 5. ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%. 6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში – 10 000 ლარი. 7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში – 7000 ლარი. |
| მუხლი 5 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.141.016199). |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები