„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.141.016424
17
25/06/2024
ვებგვერდი, 26/06/2024
210020010.35.141.016424
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
 
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2024 წლის 25 ივნისი

ქ. ახალქალაქი

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მაისის №13 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.141.016356) შეტანილი შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

ა)  სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 275 000 ლარი; 

ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 275 000 ლარი;

გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 275 000 ლარი;“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. მოსაკრებლების ანგარიშგება და გადახდა განხორციელდეს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან