დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 225 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.023438 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/05/2022 - 24/06/2022)
|
| მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის 33 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოში წარმოებული სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა (შემდგომში − ეთილის სპირტი) და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის (შემდგომში − დისტილატი) სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. საქართველოში წარმოებული სპირტიანი სასმელი, ეთილის სპირტი და დისტილატი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 3. საქართველოში წარმოებული სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სერტიფიცირება – პროცედურა, რომლითაც ხორციელდება საქართველოში წარმოებული სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი – სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ) პროდუქცია – სპირტიანი სასმელი, ეთილის სპირტი და დისტილატი; დ) ინსპექტირება – პროცედურა, რომელსაც ახორციელებს სააგენტო სერტიფიცირებისათვის წარდგენილი სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტის და/ან დისტილატის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დასადგენად; ე) ბიზნესოპერატორი − პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, რეგისტრირებულია სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში და პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის; ვ) ელექტრონული განაცხადი − სააგენტოს ბაზაში ელექტრონული ფორმით რეგისტრირებული განაცხადი; ზ) ლოტი – ბიზნესოპერატორის მიერ დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ერთისა და იმავე ტიპის სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ან სტაციონარულ ან სატრანსპორტო ჭურჭელში მოთავსებული და სარეალიზაციოდ განკუთვნილი ერთგვაროვანი პროდუქციის პარტია. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 3. ბიზნესოპერატორის რეგისტრაცია 1. შესაბამისობის სერტიფიკატის მიღების აუცილებელ პირობას წარმოადგენს სააგენტოში ბიზნესოპერატორის რეგისტრაცია, მის მიერ წარდგენილი ელექტრონული განაცხადის საფუძველზე. 2. რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების რეესტრი ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 3. რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორებს სააგენტოს მიერ ენიჭებათ უნიკალური ოთხნიშნა კოდი. მუხლი 4. სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატების სერტიფიცირების ეტაპები სერტიფიცირება მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) ბიზნესოპერატორის მიერ ნიმუშის აღება; ბ) ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა; გ) სერტიფიცირებაზე განაცხადის წარდგენა; დ) ინსპექტირება, სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე; ე) შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის (ან მის გაცემაზე უარის თქმის) შესახებ გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა. მუხლი 5. ლოტის ნომერი 1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია საექსპორტოდ განკუთვნილ პროდუქციას სამომხმარებლო ტარაში დაფასოებისთანავე ან სტაციონარულ ან სატრანსპორტო ჭურჭელში მოთავსებისთანავე მიანიჭოს ლოტის ნომერი. 2. ლოტის ნომერი მითითებული უნდა იყოს სპირტიანი სასმლის სამომხმარებლო ტარის ეტიკეტსა და მის თანმხლებ დოკუმენტებზე, ეთილის სპირტისა და დისტილატის შემთხვევაში − თანდართულ დოკუმენტაციაზე. 3. საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე დატანილი ლოტის ნომერი შედგება 11 სიმბოლოსაგან (გამოსახული ციფრებით ან/და ლათინური ასოებით), რომლის წინ კეთდება აღნიშვნა L (ლოტი). ლოტის ნომრის პირველი ოთხი სიმბოლო წარმოადგენს სააგენტოს მიერ ბიზნესოპერატორისთვის მინიჭებულ უნიკალურ ოთხნიშნა კოდს, ხოლო შემდგომი შვიდი სიმბოლო (რომლის განმეორებაც დაუშვებელია) შეირჩევა ბიზნესოპერატორის მიერ. 4. ლოტის მონაცემები (მათ შორის, პროდუქციის სახეობა, დასახელება, რაოდენობა, მახასიათებლები) ინახება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. 5. შესაბამისობის სერტიფიკატი გაიცემა მთლიან ლოტზე ან ლოტის ნაწილზე. 6. ლოტის ნაწილზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევაში, იმავე ლოტის დარჩენილი ნაწილის სერტიფიცირებისათვის ლაბორატორიული გამოცდის ჩატარება სავალდებულო არ არის 12 თვის განმავლობაში. მუხლი 6. ბიზნეოსპერატორის მიერ ნიმუშის აღება 1. სერტიფიცირების მიზნებისთვის ნიმუშის აღებას, ნიშანდებას, დალუქვასა და ნიმუშის აღების პროცედურის დოკუმენტირებას ახორციელებს ბიზნესოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია ნიმუშის აღების კეთილსინდისიერად განხორცილებაზე. 2. ნიმუში აღებული უნდა იქნეს: ა) სპირტიანი სასმლის შემთხვევაში − სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმის შემდეგ ან ჩამოსხმამდე, სტაციონარული ან სხვა სახის ჭურჭლიდან; ბ) ეთილის სპირტისა და დისტილატის შემთხვევაში − სტაციონარული ან სხვა სახის ჭურჭლიდან ან უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული ცისტერნიდან ან კონტეინერიდან. 3. აკრედიტებულ ლაბორატორიაში წარსადგენად ნიმუში აიღება: სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმული − 4 ბოთლის ოდენობით (ჯამური მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 2 ლიტრისა), ხოლო ცისტერნიდან − 4 ბოთლის ოდენობით (ჯამური მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 2 ლიტრისა). 4. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ნიმუშის აღებისას გააფორმოს „ნიმუშის აღების აქტი“ (დანართი №1) და წარუდგინოს აკრედიტებულ ლაბორატორიას ნიმუშებთან ერთად. მუხლი 7. ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა 1. ნიმუშის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების კვლევას აკრედიტებული ლაბორატორია ახორციელებს „ტექნიკური რეგლამენტის − სპირტიანი სასმელების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №554 დადგენილების შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კვლევასთან ერთად, ბიზნესოპერატორის ან/და სააგენტოს მოთხოვნით, შესაძლებელია, ლაბორატორიული კვლევა განხორციელდეს პროდუქციის სხვა მახასიათებლებზეც. 3. აკრედიტებული ლაბორატორია გამოცდის შედეგებს ასახავს ლაბორატორიული გამოცდის ოქმში, რომელსაც შემდგომში გადასცემს სააგენტოს. მუხლი 8. სერტიფიცირებაზე განაცხადის წარდგენა 1. შესაბამისობის სერტიფიკატის მიღების მიზნით, განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) ელექტრონული განაცხადი შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ, სადაც მითითებული უნდა იყოს იმ პროდუქციის დასახელება, ლოტის ნომერი, პროდუქციის რაოდენობა, სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმის თარიღი, სატრანსპორტო საშუალების და/ან ცისტერნის (კონტეინერის) ნომერი, ინფორმაცია კალენდარული წლის დასაწყისიდან ეთილის სპირტისა და დისტილატის წარმოებისას გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ნედლეულის) სახეობისა და რაოდენობის შესახებ, მიმწოდებელი კომპანიის დასახელება და მისამართი, მიმღები კომპანიის დასახელება და მისამართი, ხელშეკრულების ნომერი და თარიღი, ინვოისის ნომერი და თარიღი, ტრანსპორტირების სახეობა და მიმღები ქვეყანა; ბ) ინფორმაცია შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის დროისათვის ბიზნესოპერატორის საკუთრებაში არსებული სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის რაოდენობის, წარმოშობის, მოძრაობისა და ნაშთების შესახებ (დანართი №2); გ) სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის შესყიდვის (ან/და უსასყიდლოდ გადაცემის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ ის საკუთრებაში მიღებულია სხვა პირისაგან, რომელსაც აღნიშნული პროდუქცია აღრიცხული აქვს სააგენტოში; დ) სააგენტოს მოთხოვნით ბიზნესოპერატორი ვალდებულია, წარადგინოს პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია. 2. განმცხადებელი პასუხისმგებელია მის მიერ სააგენტოსათვის წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობაზე. 3. განმცხადებლის მიერ შესაბამისობის სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოსათვის არასრული ან/და შეუსაბამო მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენა, სერტიფიცირების პროცედურების დაწყებაზე და/ან შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. მუხლი 9. ინსპექტირება 1. ინსპექტირების მიზანია სერტიფიცირებისათვის წარდგენილი სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტის და/ან დისტილატის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენა. 2. ინსპექტირება ხორციელდება სერტიფიცირების ნებისმიერ ეტაპზე ან/და სერტიფიცირების შემდეგ. 3. ინსპექტირება ხორციელდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 4. ინსპექტირების განხორციელებისას, სააგენტოს წარმომადგენელი ახდენს ლოტის იდენტიფიცირებას და თითოეული ლოტიდან იღებს ნიმუშებს: ნიმუში აიღება ოთხი ან, დასაბუთებული საჭიროების შემთხვევაში, მეტი ბოთლის ოდენობით. ნიმუშები უნდა მოთავსდეს ერთუჯრიან მუყაოს ყუთში, რაც ზედა და ქვედა მხრიდან ილუქება ერთჯერადი სპეციალურნომრიანი წებოვანი ლენტით და უკეთდება წარწერა პროდუქციის დასახელებით. 5. ნიმუშის აღებისას ფორმდება საინსპექციო ნიმუშის აღების აქტი (დანართი №3), რომელსაც ხელს აწერენ ნიმუშის აღების პროცესში მონაწილე პირები. საინსპექციო ნიმუშის აღების აქტი ფორმდება სამ ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი რჩება სააგენტოს, ხოლო მესამე − ნიმუშის ერთ ბოთლთან ერთად გადაეცემა ბიზნესოპერატორს. 6. სააგენტო აგზავნის ნიმუშს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული გამოცდის შედეგების საფუძველზე, სააგენტო ადგენს ბიზნესოპერატორის მიერ სასერტიფიკაციოდ წარდგენილი ნიმუშის ლოტთან შესაბამისობას. მუხლი 10. შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა, რეგისტრაცია და გაუქმება 1. ლაბორატორიული გამოცდის შედეგებზე დაყრდნობით, სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების მონიტორინგისა და დოკუმენტური შემოწმების შედეგებისა და ინსპექტირების შედეგების გათვალისწინებით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. 2. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაეცემა შესაბამისობის სერტიფიკატი (დანართი №4). 3. სააგენტო, განმცხადებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, გასცემს შესაბამისობის სერტიფიკატს ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. 4. ნებადართულია სააგენტოს მიერ შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა ელექტრონული ფორმით. 5. შესაბამისობის სერტიფიკატში მონაცემები ივსება ელექტრონულად და იბეჭდება ტოპოგრაფიული წესით დაბეჭდილ ისეთ ფერად ბლოკპერფექტული ფონის, საქართველოს სახელმწიფო დროშისა და სააგენტოს სასაქონლო ნიშნის მქონე A4 ფორმატის ქაღალდზე, რომელზეც მექანიკური ან ქიმიური წესით გაკეთებული ჩასწორებები ან დოკუმენტში ცვლილების შეტანის მცდელობა ვიზუალურად შესამჩნევი ხდება. 6. შესაბამისობის სერტიფიკატი იბეჭდება ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი სამი – შავ-თეთრი. 7. შესაბამისობის სერტიფიკატის ყოველი ეგზემპლარი დასტურდება სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერით და მოწმდება სააგენტოს ბეჭდით. 8. შესაბამისობის სერტიფიკატის ერთი ფერადი და ორი შავ-თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა განმცხადებელს, ხოლო ერთი შავ-თეთრი ეგზემპლარი, განმცხადებლის განაცხადსა და შესაბამისობის სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, ინახება სააგენტოში, შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემიდან ორი წლის განმავლობაში. 9. შესაბამისობის სერტიფიკატის ფერადი ეგზემპლარი წარმოადგენს დოკუმენტის ორიგინალს. 10. შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეადგენს 18 თვეს მისი გაცემის დღიდან. 11. შესაბამისობის სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში, განმცხადებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სააგენტო გასცემს დუბლიკატს, ხოლო დაზიანების ან სხვა ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო შეუცვლის დაზიანებულ/ხარვეზიან სერტიფიკატს ახლით. |
დანართი №1
|
ნიმუშის აღების აქტი
------------------------ ------ -------------------- ----- ---------- 20__ წელი (ქალაქი, სოფელი) (რიცხვი, თვე)
ბიზნესოპერატორის სრული დასახელება ________________________________________________ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული ოთხნიშნა კოდი _______________ ნიმუშის ამღები პირების თანამდებობა, სახელი, გვარი ____________________________ ჭურჭლის სახეობა და ნომერი _______________________________________ სერტიფიცირების ჩატარების მიზნით მოვახდინეთ შემდეგი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშის აღება:
ხელმოწერა თარიღი:
დანართი №2
სსიპ – ღვინის ეროვნულ სააგენტოს --------------------------------------------------------- ინფორმაცია შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის დროისათვის ბიზნესოპერატორის საკუთრებაში არსებული სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის რაოდენობის, წარმოშობის, მოძრაობისა და ნაშთების შესახებ
ხელმოწერა თარიღი:
საინსპექციო ნიმუშის აღების აქტი
„------„ „----------------------„ 20-- წელი ---------------- ----------------- (ქალაქი, სოფელი) სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა: ------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------
და ____________________ ბიზნესოპერატორის წარმომადგენელმა ____________________________ ინსპექტირების ფარგლებში მოვახდინეთ ნიმუშის აღება №____________________ ცისტერნიდან/ავტოცისტერნიდან/მზა პროდუქციიდან
ხელმოწერები: 1. სააგენტოს წარმომადგენლები:
2. ბიზნესოპერატორის წარმომადგენელი:
დანართი №4
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების სასერტიფიკაციო სისტემა სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტო 0159, საქართველო, ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. №6 ტელ.: (99532) 297 41 03 შესაბამისობის სერტიფიკატი № GE- გაცემის თარიღი: მოქმედების ვადა:
შესაბამისობის სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ალკოჰოლიანი სასმელები:
შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს: ----------
რეგისტრირებულია რეესტრში №
--------------------- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების სასერტიფიკაციო სისტემა სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტო 0159, საქართველო, ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. №6 ტელ.: (99532) 297 41 03 შესაბამისობის სერტიფიკატი № GE- გაცემის თარიღი: მოქმედების ვადა:
შესაბამისობის სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ალკოჰოლიანი სასმელები:
შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს: ----------
რეგისტრირებულია რეესტრში №
---------------------
Министерство Защиты Окружающей Среды и Сельского Хозяйства Грузии Сертификационная Система Продуктов Невиноградного Происхождения Национальное Агентство Вина
Грузия, 0159, г. Тбилиси, пр. Маршала Геловани, 6 тел. (99532) 297 41 03 Сертификат соответствия № GE-
Дата выдачи: Срок Действия с по Настоящий сертификат удостоверяет, что перечисленная ниже продукция, идентифицированная соответственно правилу
Соответствует требованиям нормативных документов: Заявитель: Предприятие – изготовитель (поставщик): Зарегистрирован в реестре за №
Министерство Защиты Окружающей Среды и Сельского Хозяйства Грузии Сертификационная Система Продуктов Невиноградного Происхождения Национальное Агентство Вина Грузия, 0159, г. Тбилиси, пр. Маршала Геловани, 6 тел. (99532) 297 41 03 Сертификат соответствия № GE- Дата выдачи: Срок Действия с по
Настоящий сертификат удостоверяет, что перечисленная ниже продукция, идентифицированная должным образом,
Соответствует требованиям нормативных документов:
Заявитель: Предприятие – изготовитель (поставщик):
Зарегистрирован в реестре за №
--------------
MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIA CERTIFICATION SYSTEM OF NON-GRAPE ORIGIN PRODUCTS
NATIONAL WINE AGENCY 6, Marshal Gelovani Ave. 0159, Tbilisi, Georgia
CERTIFICATE OF CONFORMITY № GE- ----- Date of issue: Expiration date from till Herewith is certified that production identified according the rules and listed below:
Corresponds to the requirements of the Regulations:
The Applicant: The Enterprise-manufacturer (supplier):
Is registered in the Register of National Wine Agency as №
--------------------------
MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIA CERTIFICATION SYSTEM OF NON-GRAPE ORIGIN PRODUCTS NATIONAL WINE AGENCY 6, Marshal Gelovani Ave. 0159, Tbilisi, Georgia Tel.: (99532) 297 41 03 CERTIFICATE OF CONFORMITY № GE- ----- Date of issue: Expiration date from till Herewith is certified that production identified according the rules and listed below:
Corresponds to the requirements of the Regulations:
The Applicant: The Enterprise-manufacturer (supplier):
Is registered in the Register of National Wine Agency as № -
--------------------------
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები